აიბი მთიებში დაიწყო ახალი პროექტი “ისწავლე – ასწავლე”, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
ყველა საგნობრივი კათედრის მიერ დაიგეგმა თანამშრომელთა პროფესიული წვრთნა, რომელიც უზრუნველყოფს აიბი მთიებში 2023-2024 სასწავლო წლის სწავლების ხარისხის ზრდას.
ჩატარდა პირველი ტრენინგი მათემატიკის კათედრის პედაგოგებისთვის:
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
ტრენინგი წარმართა უმაღლესი სკოლის მათემატიკისა და კალკულუსის პედაგოგმა თინა მგელაძემ.
მომდევნო კვირებში დაიგეგმა ამ მეთოდის პრაქტიკაში განცორხიელება.