აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსებული „თანამედროვე მკითხველის“ კლუბში კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემების გარშემო შევიკრიბეთ.
ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ლევან კაკლიანთან ერთად გააცოცხლეს ნაწარმოების პერსონაჟები, ისაუბრეს მათ ხასიათზე, წაიკითხეს და უყურეს საინტერესო ეპიზოდებს ნაწარმოებიდან. ასევე განიხილეს ბერძნული მითოლოგიისა და ნაწარმოების კავშირები.
შეხვედრა საინტერესო და მხიარული ვიქტორინით დასრულდა.
აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები ლიბრარიუმს ესტუმრნენ „დისნეის გმირებზე სასაუბროდ“. შეხვედრა „დისნეის“ ანიმაციებს, კერძოდ, კი „მეფე ლომს“ დაეთმო.
მოსწავლეებმა გაიხსენეს მათთვის საყვარელი “დისნეის“ გმირები, წაიკითხეს ამონარიდები ტექსტიდან და უყურეს ანიმაციიდან სინტერესო და საკვანძო ეპიზოდებს. პატარებმა ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე, მათ ხასიათსა და თვისებებზე. შეხვედრის ბოლოს დიდი ინტერესითა და ხალისით გააფერადეს ილუსტრაციები და გამოჭრეს ფაზლი.