17.02.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ემზადებიან სტუდენტობისთვის. საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების გაცნობის მიზნით მოსწავლეები მორიგი ვიზიტით ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მათ საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია: ეროვნული გამოცდების სპეციფიკასა და უნივერსიტეტის მიერ კოეფიციენტების განაწილებაზე, უნივერსიტეტის სტრუქტურაზე, შეფასების სისტემასა და სწავლის სპეციფიკაზე ფაკულტეტების მიხედვით, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე,…

16.02.2023

აიბი მთიების მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემას წარმოდგენა დასაქმების ბაზრის გაცნობა პროფესიების მიხედვით, რომელიც წარმართა ბრიტანული უნივერსიტეტის და English Book Education- ის დამფუძნებელმა მიშა გურგენიძემ. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ ძირითად მოთხოვნებს და უნარ- ჩვევებს, რომლებიც ნებისმიერი მიმართულების ადამიანს სჭირდება პროფესიული წარმატებისა და დასაქმებისთვის, გაეცნენ თუ რამდენად ეხმარება…

15.02.2023

აიბი მთიებში საინტერესო შეხვედრები გრძელდება: საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს თავისუფალი თეატრის დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი ავთო ვარსემაშვილი შეხვდა. საინტერესო საუბარი შედგა თეატრალური ხელოვნების ისტორიაზე, თეატრის დანიშნულებასა და რეჟისორის პროფესიაზე. დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართველი მწერალი და მთარგმნელი, რეჟისორი მიხეილ ანთაძე. დისკუსია ვეფხისტყაოსნის გარშემო წარიმართა, თუ როგორ უნდა გაიაზრონ სწორად მისი შინაარსი და რა გავლენა…

15.02.2023

აიბი მთიებში ჭადრაკის ბლიც ტურნირი ჩატარდა. ტურნირში უმაღლესი სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თამაშები ჩაატარა აიბი მთიების ჭადრაკის პედაგოგმა პარმენ გელაზონიამ. “ზამთრის პირველობა 2023” -ის გამარჯვებულები არიან: გიორგი გაგოშვილი; შოთა დონდოლაძე; საბა კალანდარიშვილი. აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას!

13.02.2023

აიბი მთიებში დაიწყო ახალი პროექტი “ისწავლე – ასწავლე”, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ყველა საგნობრივი კათედრის მიერ დაიგეგმა თანამშრომელთა პროფესიული წვრთნა, რომელიც უზრუნველყოფს აიბი მთიებში 2023-2024 სასწავლო წლის სწავლების ხარისხის ზრდას. ჩატარდა პირველი ტრენინგი მათემატიკის კათედრის პედაგოგებისთვის: ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ტრენინგი წარმართა უმაღლესი სკოლის მათემატიკისა და კალკულუსის პედაგოგმა თინა…

13.02.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსებული „თანამედროვე მკითხველის“ კლუბში კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემების გარშემო შევიკრიბეთ. ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ლევან კაკლიანთან ერთად გააცოცხლეს ნაწარმოების პერსონაჟები, ისაუბრეს მათ ხასიათზე, წაიკითხეს და უყურეს საინტერესო ეპიზოდებს ნაწარმოებიდან. ასევე განიხილეს ბერძნული მითოლოგიისა და ნაწარმოების კავშირები. შეხვედრა საინტერესო და მხიარული ვიქტორინით დასრულდა. აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები…