პროექტ “რაინდობის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში განსაკუთრებით დიდი როლი მიუძღვით მშობლებს და მათ აქტიურ მონაწილეობას.
აიბი მთიების მმართველი გუნდის მოწვევით, ტრადიციულად, კვირეულის განმავლობაში პატარა მოსწავლეებს სტუმრობდნენ მამები და ბაბუები, რომლებიც ძალიან საინტერესო და სახალისო დისკუსიებს მართავდნენ ერთად. ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ რაინდობის არსზე, ადამიანობასა და მეგობრობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე, ღირსებასა და ერთგულებაზე.
აიბი მთიები მადლობას უცხადებს მშობლებს თანადგომისათვის
განსაკუთრებული მადლობა მამებს:
მიხეილ ჯავახიშვილს
მამა კონსტანტინე დავითაშვილს
კოტე ამაშუკელს
თენგო სანიკიძეს
ჯიმი ჭალიძეს
გიორგი ტაბატაძეს
იაგო ქეშელაშვილს