აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი “ვეფხისტყაოსნის სამყარო”, რომლის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა.
ვიზიტი საინტერსო აღმოჩნდა მოზარდებისათვის, მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერები, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და ვიზიტი დაესრულებინათ სახალისო თამაშებით.