მშობელთა სივრცე – აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა თემას, ლექცია / დიალოგების წარმართვას.
ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევათა უკეთ გააზრებას, სკოლისა და მშობლის ურთიერთობის კულტურის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ინტერაქციული შეხვედრა მშობლებთან, თემაზე: როგორ გვეხმარება “ვეფხისტყაოსანი” ბავშვის აღზრდაში, რომელიც წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა, გია მურღულიამ.