03.02.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეების მიერ ჩატარდა სკოლის ელექტრონული ჟურნალის, “შთა-გონების” პირველი ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი წარადგინა სარედაქციო კოლეგიამ, დაკომპლექტებული იმ ადამიანებისგან, რომლებიც თანამშრომლობდნენ ჟურნალთან და უძღვებოდნენ რუბრიკებს. აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა გია მურღულია. ჟურნალის პრეზენტაცია შედგა ჩვენს პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტში

03.02.2023

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი “ვეფხისტყაოსნის სამყარო”, რომლის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა. ვიზიტი საინტერსო აღმოჩნდა მოზარდებისათვის, მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერები, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და ვიზიტი დაესრულებინათ სახალისო თამაშებით.

02.02.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსეული „თანამედროვე მკითხველთა კლუბის“ წევრებსა და მწერალ ტორესა მოსის შორის საინტერესო შეხვედრა შედგა. მწერალი მოზარდებს ესაუბრა თუ რამდენად შეიძლება იყოს ლიტერატურა წარმატების მოდერატორი. აქტიური დიალოგი გაიმართა თანამედროვე ავტორის შემოქმედების გარშემო. დიდი მადლობა ტორესა მოსის და ჩვენს მკითხველებს ასეთი საინტერესო შეხვედრისათვის.

01.02.2023

მშობელთა სივრცე – აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება. პროექტი მოიცავს სხვადასხვა თემას, ლექცია / დიალოგების წარმართვას. ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევათა უკეთ გააზრებას, სკოლისა და მშობლის ურთიერთობის კულტურის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ინტერაქციული შეხვედრა მშობლებთან, თემაზე: როგორ გვეხმარება “ვეფხისტყაოსანი” ბავშვის აღზრდაში, რომელიც წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა, გია…