24.03.2022
24 მარტს ჩატარდა ელემენტარულის სკოლის (მოსამზადებელი ჯგუფი, I კლასი, II კლასი) აღ.პედაგოგთა სწავლება როგორ ვაჯამებთ შესრულებულ სამუშაოებს და რა სისტემით ვგეგმავთ მომდევნო კვირის ჩასატარებელ სამუშაოებს
24 მარტს ჩატარდა ელემენტარულის სკოლის (მოსამზადებელი ჯგუფი, I კლასი, II კლასი) აღ.პედაგოგთა სწავლება როგორ ვაჯამებთ შესრულებულ სამუშაოებს და რა სისტემით ვგეგმავთ მომდევნო კვირის ჩასატარებელ სამუშაოებს
ამა წლის 21-25 მარტის კვირაში აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს საგანგებო სიტუაცია, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო საფრთხეები. განიხილეს და იმსჯელეს საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე
აიბი მთიეიბის დაწყებით სკოლაში სააღმზრდელო თემის ფარგლებში „ჩემი გადაწყვეტილება“ მოსწავლეებმა შექმნეს გადაწყვეტილების შუქნიშანი“ – „შეჩერდი“, „მოიფიქრე“, „გადაწყვიტე“. პროექის მიზანია მოსწავლემ გაიაზროს გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
ამა წლის 23 მარტს შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების მათემატიკის კათედრის პედაგოგებისა და English Book Education ორგანიზაციის წარმომადგენელთან ბატონ ზვიად დეკანოიძესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებითი სკოლის მათემატიკის სასწავლო პროგრამაში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო საბაკალავრო ორგანიზასიის (IB) მათემატიკის სასწავლო პროგრამული პაკეტის განხილვა PYP -საფეხურზე
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. აიბი მთიებიში ქრომოსომებს არ ითვლიან!
აიბი მთიებისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის ურთიეთრთანამშრომლობის საფუძვენზე აიბი მთიიების მე-11, მე-12 კლასელებისთვის ჩატარდა ლექცია „მენეჯმენტის მართვა“, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოწვია მოსწავლეებში. ლექცია მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში, ჩვენი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში ჩატარდა სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი „ყულაბა“ ინგლისურ და გერმანულ ენაში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს ერთი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა.
აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში პროექტ „კრეატივის“ შეფასების ჯგუფის და თანატოლების წინაშე მოსწავლეებმა წარადგინეს საუკეთესო ნამუშევრები თემაზე: „პესონაჟის მოგზაურობა XXI სუკუნეში“. ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ მათთვის საინტერესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს, აირჩიეს პერსონაჟები, ამოგზაურეს XXI სუკუნეში, შექმნეს ძალიან საინტერესო და თანამედროვე ხედვით გამორჩეული თხზულებები.
აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში, მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეთათვის ჩატარდა მათემატიკის კათედრის მიერ ორგანიზებული სამოტივაციო ღონისძიება, შიდა სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტური: „მათემატიკური ჭიდილი“. ოლიმპიადა შედგება სამი ტურისგან. დასკვნითი ტური ჩატარდება 2021-2022 სასწავლო წლის მაისის თვეში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
ამა წლის 14-17 მარტის კვირაში აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის სწავლების აუდიტი. აუდიტის ფარგლებში მოწვეული იყო აიბი მთიების პარტნიორი ორგანიზაციის „English Book Education”-ის აკადემიური მენეჯერი ნენე გიგაშვილი. კათედრის საქმიანობა შეფასდა დადებითად, მუდმივი გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა მომავალ სასწავლო წელს შესარულებელი სამუშაოები.
აიბი მთიებსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ამა წლის 14-18 მარტის კვირაში კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა აიბი მთიების პროფილური სკოლების მოსწავლეებს და მისცა მათ უნიკალური შესაძლებლობა პირადად გაეცნოთ და შეხვედროდნენ ლექტორებს, სტუდენტებს და დასწრებოდნენ საინტერესო ლექციებს.
2022 წლის 26 მარტს სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი’’ Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო, USAID/Georgia-ს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ და TBC – თიბისი-სთან თანამშრომლობით, მართავს „მეწარმეობის’’ პროგრამის სწავლებაში ჩართული მინიკომპანიების გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის პროგრამაში მონაწილე 30 საუკეთესო მინიკომპანიის პროდუქცია. საქართველოს მაშტაბით შერჩეულ 30 მინი…
2-დან 11 მარტის კვირაში აიბი მთიების დაწყებითი სკოლის III-IV კლასის მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ პროექტ “სახელოსნოში” „პერსონაჟის მოგზაურობა 21 საუკუნეში“, რომლის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ზრდა, გუნდური მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბებაა. მოსწავლეებმა შეარჩიეს ნაწარმოებები, ეპიზოდები, პერსონაჟები, დაყვეს ნაწარმოებები სიუჟეტებად, შექმნეს კომიქსები, დიორამები და წარუდგინეს აუდიტორიას.
აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და უმაღლეს სკოლაში ჩატარდა გაერთიანებული პედაგოგიური დარბაზის სხდომა. პედაგოგებს და აღმზრდელ პედაგოგებს წარედგინათ მარტი-აპრილის თვის სამუშაო გეგმა, აქცენტირებული მიმართულებები და საგაკვეთილო პროცესისა და სამეცადინო საათის განახლებული მეთოდური დოკუმენტაცია.
აიბი მთიების ელემნტალური სკოლის მოსწავლეებმა შეაჯამეს კვირის სააღმზრდელო თემა „ზარი 112-ში“. მოაწყვეს სხვადასხვა სიტუაციების კოსტუმირებული ინსცენირება და სახალისოდ გაგვიზიარეს კვირის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია.