21.12.2022

STEAM განათლების სისტემის ფარგლებში აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში რობოტიკის გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მე-10 და მე-11 ტექნიკური კლასის მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც ტექნიკურად გამართეს და დააპროგრამეს. მათ სასწავლო პრაქტიკები გაიარეს ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში. ნამუშევრების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით რობოტიკის პედაგოგებს:

21.12.2022

გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან მარკეტინგის თემაზე შეხვედრის წარმმართველი იყო ვებსტერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია მადლბერგერი.

20.12.2022

ლიბრარიუმის სივრცეში მოეწყო ლიტერატურული სალონი „თავისუფლების რაინდები – ცისფერყანწელები და გალაკტიონი“. აიბი მთიების ჰუმანიტარული კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები და ნაწყვეტები მათი პირადი მიმოწერებიდან ლიტერატურაზე საუბრებს სასიამოვნო განწყობას უქმნიდა გიტარაზე შესრულებული მუსიკალური ნომრები

20.12.2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზიტი აიბი მთიებში. მოსწავლეებს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ: ეკოლოგი ვაჟა ტრაპაიძე, ბიოლოგი დიანა ძიძიგური და ქიმიკოსი მარინა რუხაძე. მათ გააცნეს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიმართულებები, როგორ უნდა გააკეთონ საუკეთესო არჩევანი, როგორია თითეულზე სწავლის სპეციფიკა და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მომავალ სტუდენტებს, ასევე ესაუბრნენ გაცვლითი პროგრამების, კვლვევების განხორციელებისა და სტუდენტურ პროექტებში…

19.12.2022

აიბი მთიებში საშობაო საქველომოქმედო ბაზრობა გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად. დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლებმა ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო ნუგბარი გამოფინეს და გაყიდეს ამ აქციით მოსწავლეები უერთდებიან საქართველოს წითელი ჯვრის კამპანიას ,,მათ ვჭირდებით”, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 400 შინმოვლის ბენეფიციარს გაულამაზებს შობის დღესასწაულს.