06.12.2022

აიბი მთიების უმაღლესი სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა. მოწვეულ სტუმრებს აიბი მთიების პარტნიორი – თავისუფალი უნივერსიტეტიდან წარმოადგენდნენ: მერიკო გოგოლაძე და ნატალია ხუბაშვილი – კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებების პროგრამის კოორდინატორები. სპიკერებმა მომავალ სტუდენტებს აღნიშნული სფერო გააცნეს, ესაუბრნენ სწავლების სპეციფიკაზე, პროფესიულ მიმართულბებსა და დასაქმების პერსპექტივებზე.

05.12.2022

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ნოემბრის თვის მაინძილზე ეუფლებოდნენ მასპინძლობის კულტურას და სუფრასთან ქცევის ეტიკეტს მათ წარმოადგინეს შეძენილი ცოდნა და აქციეს ერთგვარ გამოცდილებად – საკლასო ოთახები მოაწყვეს კაფეს ფორმატში, სადაც უმასპინძლეს უფროს მეგობრებს, მშობლებსა და პედაგოგებს

05.12.2022

დაიწყო აიბი მთიების თანამშრომლობის პირველი ეტაპი ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. STEAM განათლების დანერგვამ საშუალება მისცა უმაღლესი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადაპტირდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემებთან. პირველი შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან ვებსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა მარკ მეუმ უფროსკლასელთათვის ჩაატარა ლექცია თემაზე: ემოციური კომუნიკაციის ფსიქოლოგია.