აიბი მთიების უმაღლესი სკოლა
აიბი მთიების უმაღლეს სკოლას ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი ესტუმრა. გაუს მარკეტინგის და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი გიორგი თაქთაქიშვილი დამამთვარებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და საინტერესო დისკუსია წარმართა.
თემას წარმოადგენდა მარკეტინგი, როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და ცვალებადი ინდუსტრია, როგორი უნარები სჭირდება ადამიანს ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, როგორ უნდა განვავითაროთ კრეატიული აზროვნება, რას ნიშნავს და როგორ მუშაობს “Think out of box” სტრატეგია და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე.