09.11.2022

პროფესიული უნარების განვითარების შეხვედრები უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით გრძელდება აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კავკასიის უნივერსიტეტს შეხვედრა გაიმართა პროფესორ ნატა ასათიანთან, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო მედია და კომუნიკაციების მიმართულება, თუ რა უნარები სჭირდება ადამიანს სწორი კომუნიკაციისთვის და როგორ გამოვიმუშაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.

09.11.2022

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზიტი აიბი მთიებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები – მედია მენეჯერი გაგა კაპანაძე და პროგრამების კოორდინატორი თეა ხინჩაგაშვილი შეხვდნენ და მათ გააცნეს უნივერსიტეტის პროგრამები და ფაკულტეტები, სწავლის სპეციფიკა და სტუდენტური პროექტები.

08.11.2022

შემოდგომის ფესტივალი აიბი მთიებში. დაწყებითი სკოლის პატარა მოსწავლეებმა სურნელოვანი და ფერადი, ნობათით სავსე კალათებით უმასპინძლეს სკოლის ყველა თანამშრომელს, თავიანთ კლასელებსა და მშობლებს. მადლობა ყველა მშობელს მხარდაჭერისათვის

08.11.2022

აიბი მთიების წარმომადგენლობის ვიზიტი გერმანელ პარტნიორებთან IB -ს სათაო ოფისში განვითარების პერსპექტივების პროექტის ფარგლებში. აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე, ფინანსური მენეჯერი ანა ჯავახიშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ტატო გახოკიძე ეწვივნენ IB-ის სათაო ოფისს ფრანკფურტში. სკოლა IB-თან 2008 წლიდან თანამშრომლობს და ის თანაპარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში დამფუძნებელთა კრებაზე გერმანელმა პარტნიორებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს აიბი…

07.11.2022

ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” აიბი მთიების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით და ისტორიის პედაგოგ გიორგი გობეჩიას ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” – ის ნოემბრის ტური.

04.11.2022

სპორტისა და ხელოვნების კათედრების და სააღმზრდელო სამსახურის ერთობლივი პროექტი დღეს აიბი მთიებში “ძველი ბერძნული თამაშები”-ს ფინალური ღონისძიება გაიმართა და ოლიმპიური ცეცხლიც აინთო პროექტის ფარგლებში V-VI კლასების მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ძველი ბერძნული თამაშებისა და ოლიმპიადის შესახებ, სპორტის გაკვეთილებზე პრაქტიკულად ისწავლეს, ხელოვნების გაკვეთილებზე კი თავად შექმნეს საჭირო ატრიბუტიკა და კოსტუმები.

01.11.2022

დაწყებითი სკოლის საზოგადოებრივი კათედრის პროექტი „დატოვე შენი ანაბეჭდი“ წარიმართა STEAM განათლების სისტემით,რომელმაც გააერთიანა ერთი ქუდის ქვეშ საზოგადოებრივი მეცნიერების და ხელოვნების კათედრები. პროექტი შედგებოდა  STEAM განათლების სისტემის  ექვსი ეტაპისაგან: პროექტის ფარგლებში მოსწალეები:

01.11.2022

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და პროფესიული შეხვედრები გრძელდება. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარების საინტერესო შეხვედრები ჩატარდა:

31.10.2022

აიბი მთიებში წარმატებით წარიმართა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გარე აუდიტი. აუდიტის დროს შემოწმდა: წლიური და სამომავლო სამოქმედო გეგმები. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები