16.06.2022
აიბი მთიების ლიბრარიუმის სივრცეში გაიმართა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თამარ გეგეშიძის ლიტერატურული სალონი “ჩუმად უნდა იჯდე”, რომელშიც მონაწილეობდნენ აიბი მთიების მოსწავლეები და პედაგოგები. საღამოზე მოსწავლეებმა სტუმრებს გაუზიარეს წიგნებით მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები, ისაუბრეს თავიანთ თანატოლ პერსონაჟებზე და წაიკითხეს ამონარიდები წიგნებიდან