02.06.2022

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის დასრულდა წლის შემაჯამებელი პროექტი: “წერე, იკითხე, იმეტყველე”. შემაჯამებელი კვირის მიზანი იყო მოსწავლეებში ზეპირი მეტყველების უნარის განვითარება პროეტის მენეჯერი გახლდათ ელენენტარული სკოლის ხელმღვანელი – სოფო შარაშიძე. პროექტი წარიმართა დაწყებითი სკოლის ქართულის, მათემატიკის, მეცნიერების, ისტორიისა და უცხო ენების პედაგოგების მიერ, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის აღმზრდელ-პედაგოგები

31.05.2022

3 ივნისს ყვარელში, ილიას ტბაზე იმართება წლის შემაჯამებელი შემოქმედებით სარელაქსაციო დღე, რომელშიც მონაწილეობას იღებს აიბი მთიების ყველა მოსწავლე 5-დან 18 წლამდე და ასევე სკოლის ყველა თანამშრომელი. ამ პროექტში აიბი მთიები მასპინძლობს უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაცია და მათი შუამდგომლობით დღეს შედგა პროექტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უკრაინელ ოჯახებთან