აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 16, 17 და 18 მაისს ჩაუტარდათ იმიტირებული ეროვნული გამოცდები პარტნიორი უნივერსიტეტების ხელშეწყობით.
ამ გამოცდებით შეჯამდა აიბი მთიების აბიტურიენტების ცოდნა და მსგავსმა იმიტირებულმა პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მომზადებას ეროვნული გამოცდებისთვის.
გამოცდები ჩატარდა შემდეგ საგნებში:
ქართული
ინგლისური
მათემატიკა
ისტორია
ბიოლოგია
დიდ მადლობას ვუხდით პარტნიორ უნივერსიტეტებს აქტიური თანამშრომლობისა და საგამოცდო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.