აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართულ – ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე დეკანი – ნატო ტორონჯაძე, რომელმაც ძალიან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა თემაზე: საკუთარი ბიზნესისა და ფინანსების მართვა და სტარტაპების განვითარება. შეხვედრაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ მათი სტარტაპ იდეები და ლექციის მსვლელობისას მიეღოთ მეტი საბაზისო ცოდნა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და დაგეგმვასთან დაკავშირებით