აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თემატური პროექტებით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტით სწავლების მოდელს.
ყველა საგნობრივი კათედრა ერთიანდება კონკრეტული თემის გარშემო.
- მოსწავლეთათვის დღე შემეცნებითი, სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითია
- სასწავლო პროცესი ხორციელდება “სწავლა კეთებით”
- მოსწავლე პროექტის მიმდინარეობისას ცდილობს დააკავშიროს სხვადასხვა საგნებიდან მიღებული ცოდნა, რაც თავის მხრივ უვითარებს მას კოგნიტურ, მოტორულ და სოციალურ უნარებს
ამ კვირის თემას წარმოადგენს “როგორ ვთანაცხოვრობთ პლანეტაზე”, და ყველა საგნობრივი თუ ექსტრაკურიკულარული აქტივობა ამ თემაზეა მორგებული. აღნიშნული პროექტის განხორციელება ქმნის შესაძლებლობას მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებით სკოლაში დაინერგოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება IB სტანდარტით