26.03.2022
აიბი მთიების XI კლასის მოსწავლეებმა 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. მათ დააარსეს მინი ბიზნეს კომპანია ,,Clay-Hulukies” და შექმნეს თიხის ულამაზესი ნაწარმი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
აიბი მთიების XI კლასის მოსწავლეებმა 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. მათ დააარსეს მინი ბიზნეს კომპანია ,,Clay-Hulukies” და შექმნეს თიხის ულამაზესი ნაწარმი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
მოსამზადებელი ჯგუფისა და ექვს-შვიდ წლიანთა მოსწავლეებისათვის დაიგეგმა პროექტი ,,როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე”. პროექტი ინტეგრირებულია და ყველა საგნობრივი კათედრა იღებს მონაწილეობას. ამა წლის 25 მარტს, შეხვედრაზე ელემენტარული სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს პროექტის განხორცილებისათვის საჭირო მეთოდები და დაგეგმილი აქტივობები
24 მარტს ჩატარდა ელემენტარულის სკოლის (მოსამზადებელი ჯგუფი, I კლასი, II კლასი) აღ.პედაგოგთა სწავლება როგორ ვაჯამებთ შესრულებულ სამუშაოებს და რა სისტემით ვგეგმავთ მომდევნო კვირის ჩასატარებელ სამუშაოებს
ამა წლის 21-25 მარტის კვირაში აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს საგანგებო სიტუაცია, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო საფრთხეები. განიხილეს და იმსჯელეს საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე
აიბი მთიეიბის დაწყებით სკოლაში სააღმზრდელო თემის ფარგლებში „ჩემი გადაწყვეტილება“ მოსწავლეებმა შექმნეს გადაწყვეტილების შუქნიშანი“ – „შეჩერდი“, „მოიფიქრე“, „გადაწყვიტე“. პროექის მიზანია მოსწავლემ გაიაზროს გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში
ამა წლის 23 მარტს შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების მათემატიკის კათედრის პედაგოგებისა და English Book Education ორგანიზაციის წარმომადგენელთან ბატონ ზვიად დეკანოიძესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებითი სკოლის მათემატიკის სასწავლო პროგრამაში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო საბაკალავრო ორგანიზასიის (IB) მათემატიკის სასწავლო პროგრამული პაკეტის განხილვა PYP -საფეხურზე