2-დან 11 მარტის კვირაში აიბი მთიების დაწყებითი სკოლის III-IV კლასის მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ პროექტ “სახელოსნოში” „პერსონაჟის მოგზაურობა 21 საუკუნეში“, რომლის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ზრდა, გუნდური მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბებაა.
მოსწავლეებმა შეარჩიეს ნაწარმოებები, ეპიზოდები, პერსონაჟები, დაყვეს ნაწარმოებები სიუჟეტებად, შექმნეს კომიქსები, დიორამები და წარუდგინეს აუდიტორიას.