26.03.2022

აიბი მთიების XI კლასის მოსწავლეებმა 2022 წლის სამეწარმეო განათლების ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. მათ დააარსეს მინი ბიზნეს კომპანია ,,Clay-Hulukies” და შექმნეს თიხის ულამაზესი ნაწარმი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

25.03.2022

მოსამზადებელი ჯგუფისა და ექვს-შვიდ წლიანთა მოსწავლეებისათვის დაიგეგმა პროექტი ,,როგორ თანავცხოვრობთ პლანეტაზე”. პროექტი ინტეგრირებულია და ყველა საგნობრივი კათედრა იღებს მონაწილეობას. ამა წლის 25 მარტს, შეხვედრაზე ელემენტარული სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს პროექტის განხორცილებისათვის საჭირო მეთოდები და დაგეგმილი აქტივობები

24.03.2022

24 მარტს ჩატარდა ელემენტარულის სკოლის (მოსამზადებელი ჯგუფი, I კლასი, II კლასი) აღ.პედაგოგთა სწავლება როგორ ვაჯამებთ შესრულებულ სამუშაოებს და რა სისტემით ვგეგმავთ მომდევნო კვირის ჩასატარებელ სამუშაოებს

23.03.2022

ამა წლის 21-25 მარტის კვირაში აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესების შესახებ. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს საგანგებო სიტუაცია, მისი გამომწვევი მიზეზები და შესაძლო საფრთხეები. განიხილეს და იმსჯელეს საფრთხის თავიდან აცილების შესაძლებლობებზე

23.03.2022

აიბი მთიეიბის დაწყებით სკოლაში სააღმზრდელო თემის ფარგლებში „ჩემი გადაწყვეტილება“ მოსწავლეებმა შექმნეს გადაწყვეტილების შუქნიშანი“ – „შეჩერდი“, „მოიფიქრე“, „გადაწყვიტე“. პროექის მიზანია მოსწავლემ გაიაზროს გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში

23.03.2022

ამა წლის 23 მარტს შედგა სამუშაო შეხვედრა აიბი მთიების მათემატიკის კათედრის პედაგოგებისა და English Book Education ორგანიზაციის წარმომადგენელთან ბატონ ზვიად დეკანოიძესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2022-2023 სასწავლო წლის  დაწყებითი სკოლის მათემატიკის სასწავლო პროგრამაში ცვლილებების შეტანა და საერთაშორისო საბაკალავრო ორგანიზასიის (IB) მათემატიკის სასწავლო პროგრამული პაკეტის  განხილვა PYP -საფეხურზე

21.03.2022

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა  ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.  აიბი მთიებიში ქრომოსომებს არ ითვლიან!

18.03.2022

აიბი მთიებისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტის ურთიეთრთანამშრომლობის საფუძვენზე აიბი მთიიების მე-11, მე-12 კლასელებისთვის ჩატარდა ლექცია „მენეჯმენტის მართვა“, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოწვია მოსწავლეებში. ლექცია მიმდინარეობდა დიალოგის რეჟიმში, ჩვენი მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.

18.03.2022

აიბი მთიების ელემენტალურ სკოლაში ჩატარდა სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი „ყულაბა“ ინგლისურ და გერმანულ ენაში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო აქტივობებით შეაჯამეს ერთი კვირის განმავლობაში მიღებული ცოდნა.

18.03.2022

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში პროექტ „კრეატივის“ შეფასების ჯგუფის და თანატოლების  წინაშე მოსწავლეებმა წარადგინეს საუკეთესო ნამუშევრები თემაზე: „პესონაჟის მოგზაურობა XXI სუკუნეში“. ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ მათთვის საინტერესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს, აირჩიეს პერსონაჟები, ამოგზაურეს XXI სუკუნეში, შექმნეს ძალიან საინტერესო და თანამედროვე ხედვით გამორჩეული თხზულებები.

17.03.2022

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში, მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეთათვის ჩატარდა მათემატიკის კათედრის მიერ ორგანიზებული სამოტივაციო ღონისძიება, შიდა სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტური:  „მათემატიკური ჭიდილი“. ოლიმპიადა შედგება სამი ტურისგან. დასკვნითი ტური ჩატარდება  2021-2022 სასწავლო წლის მაისის თვეში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

17.03.2022

ამა წლის 14-17 მარტის კვირაში  აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის სწავლების აუდიტი. აუდიტის ფარგლებში მოწვეული იყო აიბი მთიების პარტნიორი ორგანიზაციის „English Book Education”-ის აკადემიური მენეჯერი ნენე გიგაშვილი. კათედრის საქმიანობა შეფასდა დადებითად, მუდმივი გაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა მომავალ სასწავლო წელს შესარულებელი სამუშაოები.

15.03.2022

აიბი მთიებსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმისა და თანამშრომლობის  ფარგლებში, ამა წლის 14-18 მარტის კვირაში კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა აიბი მთიების პროფილური სკოლების მოსწავლეებს  და მისცა მათ უნიკალური შესაძლებლობა პირადად გაეცნოთ და შეხვედროდნენ ლექტორებს, სტუდენტებს და დასწრებოდნენ საინტერესო ლექციებს.

11.03.2022

2022 წლის 26 მარტს სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი’’ Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო, USAID/Georgia-ს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ და TBC – თიბისი-სთან თანამშრომლობით, მართავს „მეწარმეობის’’ პროგრამის სწავლებაში ჩართული მინიკომპანიების გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის პროგრამაში მონაწილე 30 საუკეთესო მინიკომპანიის პროდუქცია.  საქართველოს მაშტაბით შერჩეულ 30 მინი…

11.03.2022

2-დან 11 მარტის კვირაში აიბი მთიების  დაწყებითი სკოლის III-IV კლასის მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ პროექტ “სახელოსნოში” „პერსონაჟის მოგზაურობა 21 საუკუნეში“, რომლის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, სწავლის მოტივაციის ზრდა, გუნდური მუშაობის ჩვევების ჩამოყალიბებაა. მოსწავლეებმა შეარჩიეს ნაწარმოებები, ეპიზოდები, პერსონაჟები, დაყვეს ნაწარმოებები სიუჟეტებად, შექმნეს კომიქსები, დიორამები და წარუდგინეს აუდიტორიას.