„ადაპტაციები ცოცხალ ორგანიზმებში“ _ თემის გარშემო, ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა, პროექტ „კრეატივის“ ფარგლებში.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ მუშაობის პროცესში და შემოქმედებითად გასცეს პასუხი მთავარ კითხვებს: რა არის ცოცხალი ორგანიზმის ადაპტაცია სხვადასხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ეკოსისტემებში, როგორ ეხმარება ადაპტაციები ორგანიზმებს შეეგუონ კონკრეტულ საარსებო გარემმოს, ან გარემოს ცვლად პირობებს.
მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა ეკოსისტემებსა და მათ ტიპიურ წარმომადგენლებს, შექმნეს საინტერესო და კრეატიული მაკეტები, პოსტერები ისაუბრეს და იმსჯელეს ამ ორგანიზმების ადაფტაციაზე მოცემულ გარემოში. პროექტი დაგეგმეს და განახორციელეს აიბი მთიების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელმა და პედაგოგებმა.