აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ჩატარდა მეცნიერების კვირეული, რომელიც დაიწყო პროექტით „მეცნიერების სახელოსნო“. პროექტი განახორციელა მევნიერების (ბუნებისმეტყველების) პედაგოგმა ქალბატონმა ნინო კლდიაშვილმა, თემა: „კოსმოსი“.
პროექტი „სახელოსნო“ როგორც აკადემიური პროექტი, ტრადიციულად მესამე, მეოთხე კლასის მოსწავლეთათვის იგეგმება და ხორციელდება. თემის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნილ პროექტს შეუერთდნენ ელემენტალური სკოლის მოსწავლეები. მათ მშობლებთან ერთად შექმნეს და წარმოგიდგინეს გასაოცარი „კოსმოსური სამყარო“. მშობლების ჩართულობამ ერთგვარი ხიბლი შესძინა პროექტს.