აიბი მთიების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს.
უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გულნაზი გალდავა მოსწავლეებს ესაუბრა პროფესიის არჩევის პერსპექტივებზე და გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები და სწავლების კონცეფცია.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სადაც უმასპინძლა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პროფესორმა გია დეკანოზიშვილმა.
მადლობას ვუხდით პარტნიორ უნივერსიტეტს თანადგომისათვის და, კერძოდ, უნივერსიტეტის ვიცე კანცლერს ბ. გიორგი თავხელიძეს.