2019 წელს კოლეჯ სპექტრსა და აიბი მთიებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებში სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ირჩევენ მოკლვადიან სასერტიფიკატო კურსებს და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, რაშიც საკმაოდ დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა.
დღეს აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა კოლეჯ სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მათ და გააცნო პროფესიული პროგრამები.