პროექტ “სამკუთხედის” ფარგლებში გრძელდება თანამშრომლობა აიბი მთიებსა და უნივერსიტეტებს შორის.
ჩვენი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბრიტანულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც მათ შეხვდა რექტორის მოადგილე ლაშა მარკოზაშვილი, რომელმაც გააცნო ბრიტანული უნივერსიტეტის პროგრამებისა და სერვისების თავისებურებები.
მოსწავლეებს ასევე უმასპინძლა ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რევაზ მიქაძემ და უნივერსიტეტის დამფუძნებელი ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა მიხეილ გურგენიძემ, რომელთან ერთადაც მოსწავლეები “ორგანიზაციული ლიდერობის” პრაქტიკულ სავარჯიშოში აქტიურად ჩაერთნენ.
მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება განავითარონ სხვადასხვა უნარ-ჩვევები, მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება და სკოლიდანვე მოემზადონ სტუდენტური ცხოვრებისთვის.