“ჩემი ლიტერატურული დებიუტი” – ეს არის პროექტი, რომელზეც ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები. მათ უნდა შეექმნათ საინტერესო ბიოგრაფიის მქონე მწერალი, რომესაც უნდა ეცხოვრა მათივე ფანტაზიით შექმნილ ეპოქაში, და ამ მწერალს უნადა დაეწერა ლიტერატურული ნაწარმოები.
ჩვენმა მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამ სამუშაოს. დაიწერა ზღაპრები, მოთხრობები, ნოველები, შეიქმნა კომიქსები, ილუსტრაციები, რომლებიც ხელნაწერ წიგნებად იქცა.
ჩემი ლიტერატურული დებიუტი ნაწილია პროექტ “გახდი ავტორისა”, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება აიბი მთიბში. გამოცდილებამ გვაჩვენა , რომ ეს პროექტი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკუთარ თავში იპოვონ შემოქმედი – არა მარტო იფიქრონ და იაზროვნონ შემოქმედებითად, არამედ დაწერონ და აუდიტორიის წინაშე წარადგინონ თავიანთი შემოქმედება.