02.09.2022 – აიბი მთიების 70-ვე კურსდამთავრებული სტუდენტია!!! გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ჩვენი მოსწავლეები სწავლას საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ. წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ!
09.09.2022 – აიბი მთიებში სასწავლო პროცესის მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს:
- ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ტრენინგები,
- მოწვეულ სტუმრებთან საკონსულტაციო შეხვედრები აკადემიური მიმართულებისა და სწავლების ტექნიკების გასაუმჯობესებლად,
- აკადემიური და აღმზრდელობითი პროცესების შინაარსობრივი და სტრუქტურული დაგეგმვა,
- ახალი მიმართულებებისა და საინტერესო პროექტების შინაარსობრივი და საორგანზიაციო დაგეგმვა
შევხვდებით 14 სექტემბერს!
14.09.2022 – მოგესალმებით მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, აიბი მთიების თანამშრომლებო,
დღეს 14 სექტემბერია, იწყება ახალი 2022-2023 სასწავლო წელი.
27 წელია რაც აიბი მთიები სწავლის დაწყებას ზეიმობს. 14 სექტემბერი ახალი სასწავლო წლის დასაწყისიცაა და აიბი მთიების დაბადების დღეც.
ასე რომ, დღეს აიბი მთიები 27 წლის გახდა, გილოცავთ!
26.09.2022 – აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გრძელდება საუნივერსიტეტო საათის პროექტი, რომელიც ემსახურება დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიებისა და დასაქმების პერსპექტივების გაცნობას და სტუდენტური ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უმაღლეს სკოლაში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტმა ავთო მღებრიშვილმა საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა გამართა მომავლის პროფესიებსა და კომპიუტერულ მიღწევებზე თანამედროვე სამყაროში.
ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის ფილოლოგმა ლევან კაკლიანმა წაიკითხა ლექცია თემაზე ჰუმანიტარული მეცნიერებების პროფესიები, ამ მიმართულებით სწავლების სპეციფიკა, დასაქმების პერსპექტივები და ამ პროფესიით თვით დამკვიდრებისთვის საჭირო უნარ- ჩვევები.
საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულების მოსწავლეებისთვის აიბი მთიების ამავე კათედრის ხელმძღვანელმა ნანა კობახიძემ წარმართა კინო ჩვენება და დისკუსია კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად თემაზე: კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული პრობლემები.
27.09.2022 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული მიმართულება იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო საზოგადოებრივ პროექტს – ელექტრონული ჟურნალის გამოცემას, რომელსაც უხელმძღვანელებს გია მურღულია.
ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია და აღნიშნული პროექტი გაეცნოთ ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეებს.
პროექტი ეფუძნება ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლებს და გულისხმობს სტატიებისა და ვიდეო თუ აუდიო მასალების მომზადებას შემდეგი სფეროებიდან: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რელიგია და ა.შ.
ჟურნალს, კონსულტანტ პედაგოგებთან ერთად, მთლიანად მოსწავლეები მოამზადებენ და გააფორმებენ. მათგან შეირჩევიან მთავარი და ნომრის რედაქტორები, რუბრიკათა ხელმძღვანელები და ჟურნალისტები. დაგეგმილია წელიწადში ორი ნომრის გამოშვება.
30.09.2022 – აიბი მთიები შეურთდა ევროპის სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღეს.
ამ პროექტის ფარგლებში დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული აქტივობებით დატვირთული საინტერესო დღე დაიგეგმა.
03.10.2022 – აიბი მთიებში STEAM განათლების სისტემის განხორციელება დაიწყო.
STEAM არის სინქრონიზებული სწავლების მიდგომა, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ კავშირს და სტანდარტებს შეფასებებსა და გაკვეთილის მოდელს შორის. STEAM-ის ჭეშმარიტი გამოცდილება მოიცავს ორ ან მეტ სტანდარტს მეცნიერებიდან, ტექნოლოგიებიდან, ინჟინერიიდან, მათემატიკიდან და ხელოვნებიდან, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს და შეფასდეს ერთმანეთის მეშვეობით.
STEAM განათლების მნიშვნელოვანი პუნქტებია კვლევა-ძიება, თანამშრომლობა და პროცესზე დაფუძნებული სწავლება.
პროექტი წარიმართება მე-10 და მე-11 კლასის ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებისთვის, ისინი შეისწავლიან რობოტიკას, ბიზნეს მოდელირებას და ბიზნეს ინგლისურს.
პროექტი მომზადდა აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდის მიერ, სკოლის დირექტორის რამაზ ფარესაშვილისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სკოლის მენეჯერის პაატა დუმბაძის ხელმძღვანელობით, და ამ პროექტის კონსულტანტებად და პედაგოგებად მოწვეულნი არიან:
- დინა ასლამაზიშვილი – დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორი, T&D ექსპერტი, ვირტუალური ტრენერი, ადამიანური ინჟინერია და მენეჯმენტი, აიბი მთიების ტექნიკური მიმართულების STEAM განათლების მოწვეული კონსულტანტი,
- ავთანდილ მღებრიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტი.
- თორნიკე დადიანი – არქიტექტორი, აიბი მთიების ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი.
- ნანა მიგინეიშვილი, ნანა კობახიძე – აიბი მთიების საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრა.
- თინა მგელაძე – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის კალკულუსის პედაგოგი,
- ნინო ხუბერაშვილი – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ბიზნეს ინგლისურის პედაგოგი, დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი.
04.10.2022 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები:
- ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის: ფილმის ჩვენება და დისკუსია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორ თემურ კუპრავასთან.
- საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის: შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკან გიორგი მახარაშვილთან, თემაზე: ჯანდაცვის პოლიტიკა.
- ტექნიკური მიმართულების მოსწავლეთათვის: კინო ჩვენება “ატომური ჩვევების გამომუშავება” ჯეიმს ქლერის წიგნის მიხედვით.
06.10.2022 – აიბი მთიების მე-8 კლასის 10 მოსწავლე მონაწილეობას იღებს Erasmus + -ის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში “Tolerance Rules”, რომელიც იმართება ხორვატიაში.
პროექტის ფარგლებში აიბი მთიების ორგანიზებით მოსწავლეებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორთან ქალბატონ ირინე ბართაიასთან, რომელმაც წარმართა საუბარი თემაზე: ევროპული ღირებულებები და ადამიანთა უფლებები.
ეს დაეხმარება მოსწავლეებს გაიფართოონ წარმოდგენები აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, იყვნენ აქტიურნი თანატოლებთან გამართულ დებატებში და საინტერესოდ შეძლონ მსჯელობა წამოჭრილი საკითხების ირგვლივ.
აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება გაუწია სალომე ჩხეიძემ და გიორგი ბახტაძემ.
დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის.
07.10.2022 – კოლეჯ სპექტრსა და აიბი მთიებს შორის 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ირჩევენ მოკლვადიან სასერტიფიკატო კურსებს და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, რაშიც საკმაოდ დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა.
წელს ამ პროექტში ჩართულია სრულად 60 მეთერთმეტე კლასელი.
დღეს აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა კოლეჯ “სპექტრის” დირექტორი მათე ტიკაძე, რომელიც მათ ესაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მის განსაკუთრებულ როლზე სამომავლო კარიერაში.
მომავალი სამი თვე კოლეჯში საინტერესო დღეებს გაატარებენ ჩვენი მოსწავლეები, რომელთაც მნიშვნელოვან მეგზურობას გაუწევენ კოლეჯის დირექტორი და მისი კოლეგები.
დიდი მადლობა კოლეჯ “სპექტრს” და მათე ტიკაძეს თანამშრომლობისთვის და მოსწავლეების განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
07.10.2022 – აიბი მთიებში ამერიკულ- ქართული განათლების ცენტრის LEAF-ისა და სკოლის ორგანიზებით ჩატარდა განათლების საერთაშორისო გამოფენა, სადაც აიბი მთიების მე-12, მე-11 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უნივერსიტეტების წარდმომადგენლები.
უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ
უნივერსიტეტებს, მათ პროგრამებს და მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ასევე, აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში საფუძველი დაედო ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობას
წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტები:
- CBS International Business School – გერმანია
- Audencia Business School – საფრანგეთი
- Webster Vienna Private University – ავსტრია
- Dundalk Institute of Technology – ირლანდია
- Jacobs University Bremen – გერმანია
- The Academy of Mathematics and Science – AMS – ამერიკა
- Tio university of applied sciences – ჰოლანდია
- IE University – ესპანეთი
08.10.2022 – აიბი მთიებმა მშობლებს უმასპინძლა
მათ შეხვდნენ დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდები, აღმზრდელ- პედაგოგები და საგნობრივი პედაგოგები.
ჩატარდა პროგრამული პრეზენტაციები, სადაც მშობლებს გაეცნოთ აკადემიური მიმართულებები, აღმზრდელობითი სისტემის მუშაობა, სამოტივაციო პროექტები და აქტივობები, დღის რეჟიმის ფუნქციონირება და მისი მნიშვნელობა.
10.10.2022 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები:
ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის:
გაიმართა პანელური დისკუსია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ბავშვთა უფლებების შესახებ, წარმართა მარიამ მელქაძემ – იურისტი, პროექტის კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება.
საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის:
დაიგეგმა ვიზიტი ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკში, სადაც სამედიცინო დირექტორმა მარინე სრესელმა წარმართა შეხვედრა სისხლის ბანკის საქმიანობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლეებს გააცნო ლაბორატორიული საქმიანობა და კომპონენტების დამზადების მეთოდები.
11.10.2022 – აიბი მთიებში ჩატარდა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობის შემოწმება, რომელიც სკოლის ექიმმა შორენა რურუამ და მოწვეულმა ექიმებმა კამილა მურაჯოვამ და ნანა აბუაშვილმა წარმართეს.
13.10.2022 – აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული პროგრამები.
- მე-11 კლასის მოსწავლეები მომავალი სამი თვის განმავლობაში კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
- აღნიშნულ პროექტში განსაკუთრებით დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა.
- აიბი მთიები დიდ მადლობას უხდის კოლეჯ სპექტრის პედაგოგებს და მის დირექტორ მათე ტაკიძეს თანამშრომლობისთვის და მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
13.10.2022– აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები:
- ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის დაიგეგმა ვიზიტი ჯიპას უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ეკატერინე ჭავჭანიძე შეხვდა მოსწავლეებს და ესაუბრა
- საერთაშორისო ურთიერთობებზე, როგორც პროფესიაზე და დასაქმების პერსპექტივებზე, ასევე ამ პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე. შეხვედრისას ჩატარდა საინტერესო ვორქშოფი.
- საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის სკოლას ეწვია დიპლომირებული მედიკოსი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი ლალი კორტონაშვილი, რომელმაც მოსწავლეებთან საინტერესო დისკუსია გამართა სამედიცინო ეთიკასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა მათ სხვადასხვა სიტუაციებში პირველადი დახმარების აღმოჩენაზე.
20.10.2022 – აიბი მთიებში ჩატარდა მენეჯმენტის სხდომა, სადაც განხილული იყო მიმდინარე აკადემიური და ადმინისტრაციული პროცესები, ახალი პროდუქტები და პრიორიტეტები, სკოლის სამომავლო გეგმები და მიზნები.
ასევე, დამტკიცდა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების, ადმინისტრაციული სამსახურებისა და კათედრების სამუშაო მართვის პაკეტები.
სხდომის დასასრულს გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ ჩაატარა აიბი მთიების განვითარების გეგმის პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე დღეში ფინანსურ დირექტორ ანა ჯავახიშვილთან ერთად უნდა წარადგინოს ფრანკფურტში IB -ს სათაო ოფისში პარტნიორებთან შეხვედრაზე განვითარების პერსპექტივების პროექტის ფარგლებში.
20.10.2022 – აიბი მთიების მოსწავლეები ლუგარის ლაბორატორიაში
უმაღლესი სკოლის საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ვიზიტი ლუგარის ლაბორატორიაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა.
საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში მათ უმასპინძლა ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების მენეჯერმა გელა მგელაძემ, რომელმაც მოსწავლეებს დაათვალიერებინა ლუგარის ლაბორატორია, გააცნო მისი ისტორია, საქმიანობას სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები.
მსგავსი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით აპირებენ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას.
21.10.2022 – აიბი მთიების ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო პროფესიებს
უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ვინც იურიდიული მიმართულებით, სისხლის ანდა სამოქალაქო სამართლის განხრით აპირებენ სწავლის გაგრძელებას, საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გაეცნენ ამ სფეროში მოღვაწეობის სპეციფიკებს და ესტუმრნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ბოჭორიშვილმა, ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ სამართლის მიმართულების პროფესიებსა და ძირითად საქმიანობებზე.
ასევე მოსწავლეებისთვის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული საგამოძიებო მოქმედებების კურსი გაიმართა, რომელიც წარმართა კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა დავით ჩაგუნავამ.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!
21.10.2022 – აიბი მთიების ტექნიკური მიმართულების მოსწავლეები ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით ცოდნას იღრმავებენ.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში დაიგეგმა ვიზიტი ალტე უნივერსიტეტში, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა ნანა დიხამინჯიამ – ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორმა, რომელმაც ჩაატარა ლექცია თემაზე: თანამედროვე სამყარო – ტექნოლოგიური ცვლილებები და მათი როლი ჩვენს ყოველდღიურობასა და სხვადასხვა პროფესიებში, კომპიუტერული ინჟინერია და მანქანური დასწავლა, როგორც ახალი პროფესიული შესაძლებლობა.
21.10.2022 – აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სასწავლო-სააღმზრდელო ინტეგრირებული პროექტი ,,ჩემი სკოლა”, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გაიცნეს და დაათვალიერეს სკოლის გარემო
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვედნენ სკოლის დირექტორს, რომლისგანაც მიიღეს სიმბოლური საჩუქრები.
ესტუმრნენ ლიბრარიუმის სივრცეს, სპორტულ დარბაზს და კაფეტერიას,
დაათვალიერეს ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი,
პატარა მოსწავლეებს უმასპინძლა უმაღლესმა სკოლამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიამ, სადაც ჩაუტარდათ სახალისო მეცნიერული ცდები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს უცხო გარემოში სოციალური და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.
24.10.2022 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტ “მოიარე საქართველოს” ფარგლებში დაიგეგმა სპორტულ-სარელაქსაციო დღე
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს სიღნაღში არსებული ღირსშესანიშნაობები, არმაზის ხეობის კულტურული ძეგლები და ძამას ხეობა.
სპორტის კათედრის ხელმძღვანელობით ჩატარდა სხვადასხვა სპორტული თამაშები
პროექტის მიზანია მოსწავლეებისთვის ღირსშესანიშნაონების გაცნობა, ლაშქრობისა და ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება, ლაშქრობის დასრულებისას ეკოლოგიური ჰიგიენის დაცვა და ბუნების დასუფთავება.
25.10.2022 – „დაინახე მომავალი” – აიბი მთიების ახალი პროექტი უფროსკლასელთათვის:
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს აიბი მთიებს ეწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც საინტერესო შეხვედრა გამართა ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სატელევიზიო პროფესიების სიღრმისეულ გაცნობას, პრაქტიკული სამუშაოს ფორმატის ჩვენებას უშუალოდ სატელევიზიო სივრცეში, თუ როგორ მზადდება გადაცემები, როგორ მუშაობს ტელევიზია და რადიო, ვინ არიან ადამიანები ვინც უზრუნველყოფს მაუწყებლობას და როგორია თანამედროვე სამყაროს მორგებული ტელევიზია და ჟურნალისტის პროფესია.
დღევანდელმა შეხვედრამ ასევე საფუძველი ჩაუყარა აიბი მთიებსა და ტელევიზიას შორის სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო აიბი მთიების ჰუმანიტარული სკოლის კონსულტანტი და პედაგოგი, ასევე პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გია მურღულია.
26.10.2022 – აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლის პროექტის “გახდი ავტორი”, და ლიბრარიუმის პროექტის “დიალოგი ავტორთან” ფარგლებში V-VI კლასის მოსწავლეებმა ლიბრარიუმსა და საკლასო ოთახებში უმასპინძლეს საბავშო ბესტსელერების ავტორს, თამარ გეგეშიძეს.
მწერლმა ბავშვების უამრავ საინტერესო შეკითხვას უპასუხა და ესაუბრა მათ იმ გზის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა მკითხველიდან ავტორად.
31.10.2022 – აიბი მთიებში წარმატებით წარიმართა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გარე აუდიტი.
აუდიტის დროს შემოწმდა:
- შრომის უსაფრთხოების ნორმებთან სკოლის თავსებადობა,
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის პროცესების მართვის სისტემა,
- უსაფრთხოების ნორმები, მატერიალური რესურსი და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა,
- სამედიცინო ინვენტარი და მისი გამოყენების ფორმები,
- სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვა,
- ინციდენტების მართვა, ჩატარებული სამუშაოები და აღწერის დოკუმენტაცია, წლიური და სამომავლო სამოქმედო გეგმები.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები:
- აიბი მთიების გენერალურ დირექტორ ნინო ჩიკვაიძესთან,
- ხარისხისა და განვითარების მენეჯერ სალომე ჩხეიძესთან,
- დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველ გუნდებთან,
- სკოლის ადმინისტრატორებთან, ოფის მენეჯერთან, ექიმთან, ფსიქოლოგთან, დღის რეჟიმის მენეჯერსა და სასადილოს ხელმძღვანელთან.
01.11.2022 – უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და პროფესიული შეხვედრები გრძელდება
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში პროფესიული უნარების განვითარების საინტერესო შეხვედრები ჩატარდა:
- ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის დაიგეგმა შეხვედრა მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა კონფლიქტებისა და ომის ხელოვნებაზე, როგორი უნარების ადამიანები თამაშობენ გადამწყვეტ როლს და როგორ მუშავდება ტაქტიკური მოქმედებები.
- საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის დაიგეგმა ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მათ უმასპინძლა მედიცინის სკოლის ხელმძღვანელმა ივანე აბიათარმა და აბიტურიენტებს გააცნო სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლების სპეციფიკა და პერსპექტივები, მათ დაათვალიერეს სასწავლო ლაბორატორიები და ჩაუტარდათ საინტერესო სამედიცინო პრაქტიკები.
- ტექნიკური მიმართულების მოსწავლეთათვის დაიგეგმა ვიზიტი ბრიტანულ უნივერსიტეტში, სადაც უნივერსიტეტის თანადამფუძნებელმა მიშა გურგენიძემ ჩაატარა ლიდერშიფის მასტერკლასი ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავების ტექნიკებზე.
01.11.2022 – დაწყებითი სკოლის საზოგადოებრივი კათედრის პროექტი „დატოვე შენი ანაბეჭდი“ წარიმართა STEAM განათლების სისტემით,რომელმაც გააერთიანა ერთი ქუდის ქვეშ საზოგადოებრივი მეცნიერების და ხელოვნების კათედრები.
პროექტი შედგებოდა STEAM განათლების სისტემის ექვსი ეტაპისაგან:
- ფოკუსირება
- დეტალები
- განაცხადი
- აღმოჩენა
- პრეზენტაცია
- ბმული (უკუკავშირი)
პროექტის ფარგლებში მოსწალეები:
- ესტუმრნენ ისტორიულ ადგილებს,შეისწავლეს და აღწერეს სხვადასხვა ძეგლები და მნიშვნელოვანი ადგილები (ფოკუსირება დეტალებზე)
- გახდნენ თავისი ქვეყნის ისტორიის მკვლევარები,აღმოაჩინეს საინტერესო ფაქტები და ორნამენტები (აღმოჩენა)
- შექმნეს პორტფოლიოები , კედლის გაზეთები,მაკეთები (ბმული)
- წარადგინეს პრეზენტაციები (პრეზენტაცია)
დატოვეს თავისი ანაბეჭდი და გააკეთეს გზავნილი წარსულიდან მომავალში(განაცხადი)
04.11.2022 – სპორტისა და ხელოვნების კათედრების და სააღმზრდელო სამსახურის ერთობლივი პროექტი
დღეს აიბი მთიებში “ძველი ბერძნული თამაშები”-ს ფინალური ღონისძიება გაიმართა და ოლიმპიური ცეცხლიც აინთო
პროექტის ფარგლებში V-VI კლასების მოსწავლეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა ძველი ბერძნული თამაშებისა და ოლიმპიადის შესახებ, სპორტის გაკვეთილებზე პრაქტიკულად ისწავლეს, ხელოვნების გაკვეთილებზე კი თავად შექმნეს საჭირო ატრიბუტიკა და კოსტუმები.
07.11.2022 – ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?”
აიბი მთიების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით და ისტორიის პედაგოგ გიორგი გობეჩიას ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “რა? სად? როდის?” – ის ნოემბრის ტური.
08.11.2022 – აიბი მთიების წარმომადგენლობის ვიზიტი გერმანელ პარტნიორებთან IB -ს სათაო ოფისში განვითარების პერსპექტივების პროექტის ფარგლებში.
აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე, ფინანსური მენეჯერი ანა ჯავახიშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი ტატო გახოკიძე ეწვივნენ IB-ის სათაო ოფისს ფრანკფურტში. სკოლა IB-თან 2008 წლიდან თანამშრომლობს და ის თანაპარტნიორია.
ვიზიტის ფარგლებში დამფუძნებელთა კრებაზე გერმანელმა პარტნიორებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს აიბი მთიების ჩატარებული სამუშაოები, მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული და შინაარსობრივი თემები.
დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.
ასევე, დელეგაცია კარლსრუეში IB-ის კარლო-შმიდის სკოლას ეწვია ტურზე.
08.11.2022 – შემოდგომის ფესტივალი აიბი მთიებში
დაწყებითი სკოლის პატარა მოსწავლეებმა სურნელოვანი და ფერადი, ნობათით სავსე კალათებით უმასპინძლეს სკოლის ყველა თანამშრომელს, თავიანთ კლასელებსა და მშობლებს.
მადლობა ყველა მშობელს მხარდაჭერისათვის.
09.11.2022 – თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზიტი აიბი მთიებში
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები – მედია მენეჯერი გაგა კაპანაძე და პროგრამების კოორდინატორი თეა ხინჩაგაშვილი შეხვდნენ და მათ გააცნეს უნივერსიტეტის პროგრამები და ფაკულტეტები, სწავლის სპეციფიკა და სტუდენტური პროექტები.
09.11.2022 – პროფესიული უნარების განვითარების შეხვედრები უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით გრძელდება
აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კავკასიის უნივერსიტეტს
შეხვედრა გაიმართა პროფესორ ნატა ასათიანთან, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო მედია და კომუნიკაციების მიმართულება, თუ რა უნარები სჭირდება ადამიანს სწორი კომუნიკაციისთვის და როგორ გამოვიმუშაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები.
11.11.2022 – იაპონელი ქართველოლოგისა და მთარგმნელის იასუჰირო კოჯიმას ვიზიტი დაწყებით სკოლაში.
მე-6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პროექტის ფარგლებში, შეხვდნენ იაპონელ მთარგმნელ იასუჰირო კოჯიმას, რომელმაც იაპონელი მკითხველისთვის არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედება თარგმნა, მათ შორის პირველი იყო ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”.
შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, სადაც იასუჰირომ ისაუბრა ნოდარ დუმბაძის შემოქმედების თარგმანებსა და მის შთაბეჭდილებებზე. მან ასევე, მოსწავლეებს წაუკითხა ნაწყვეტი იაპონურად თარგმნილი მოთხრობიდან “ჰელადოს”.
14.11.2022 – აიბი მთიების მესამე კლასის მოსწავლეებმა დიდი აურზაური მოაწყეს ლინდგრენის ამბებიდან
მოსწავლეებმა საინტერესო ტელეგადაცემები გამართეს და მოირგეს საყვარელი პერსონაჟების როლები
აიბი მთიები გილოცავთ საყვარელი მწერლის დაბადების დღეს
სახალისო და საინტერესო პროექტი წარმართეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა – ნინო გიორგაძემ და ანა გოგოლაძემ
ხელოვნების პედაგოგ ანა ჯაფარიძესთან თანამშრომლობით, და აღმზრდელ-პედაგოგების უშუალო ჩართულობით: თამარ კაპანაძე, მარიამ ყიფშიძე, მარიან ასანიძე, ნინო კაპანაძე, ეკა გოგოლაძე.
15.11.2022 – ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროექტი – “ორი ავტორის შეხვედრა”, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა თავისუფალი აზრის განვითარებას, შემოქმედებითი წერის კომპონენტებსა და სასცენო ოსტატობის შესწავლას.
აიბი მთიების დაწყებით სკოლაში პროექტი “კრეატივის” ფარგლებში განხორციელდა ღონისძიება, რომელშიც V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა:
- სიღრმისეულად დაამუშავეს ასტრიდ ლინდგრენის, რევაზ ინანიშვილის, მარკ ტვენისა და ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიები და შემოქმედება.
- აქტიურად აწარმოებდნენ დღიურებს, შექმნეს კომიქსები და ეპისტოლური ხასიათის ტექსტები.
- წარმოადგინეს საკუთარი თვალით აღქმული პერსონაჟთა რაობა და ნაწარმოების მთავარი სათქმელი.
- ყოველივეს თეატრალური წარმოდგენა და მუსიკალური ნომრები აფორმებდა.
პროექტი წარიმართა STEAM განათლების სისტემით, სადაც ერთობლივად იმუშავა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, ავტორის საათმა და ART სახელოსნომ.
პროექტის სცენარისტი და მედიატორი იყო ავტორის საათის პედაგოგი, ფილოლოგი ლევან კაკლიანი.
15.11.2022. – აიბი მთიების უმაღლეს სკოლას ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი ესტუმრა.
გაუს მარკეტინგის და კომუნიკაციების სამსახურის უფროსი გიორგი თაქთაქიშვილი დამამთვარებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და საინტერესო დისკუსია წარმართა.
თემას წარმოადგენდა მარკეტინგი, როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და ცვალებადი ინდუსტრია, როგორი უნარები სჭირდება ადამიანს ამ სფეროში წარმატების მისაღწევად, როგორ უნდა განვავითაროთ კრეატიული აზროვნება, რას ნიშნავს და როგორ მუშაობს “Think out of box” სტრატეგია და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე.
17.11.2022 – აიბი მთიების საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ესტუმრა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა დვალიშვილი, რომელიც ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტია.
მოწვეულმა სპიკერმა ძალიან საინტერესო საუბარი წარმართა თანამედროვე გენეტიკის მიღწევებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.
შეხვედრას მედიატორობა გაუწია აიბი მთიების საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგმა ნანა მიგინეიშვილმა.
18.11.2022 – აიბი მთიებში ჩატარდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის –ISO 9001:2015 გარე აუდიტის რესერთიფიცირება, რომელიც წარმართა ინტერტეკის წამყვანმა საერთაშორისო აუდიტორმა ჯავიდან მელიკოვამ.
- აუდიტის ფარგლებში შემოწმდა:
- ორგანიზაციის მართვის სისტემები,
- წლიური სამოქმედო გეგმები,
- აისო 9001:2015-ის სტანდარტთან შესაბამისობა,
- კადრების კომპეტენციების განსაზღვრა,
- 2020-2021 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაოების ანალიზი,
- შიდა აუდიტის ფორმები და ანალიზი,
- ორგანიზაციის განვითარების ხაზები,
- მუდმივი გაუმჯობესების პრინციპით მუშაობის ხარისხი,
- ხელმძღვანელი პირების მიერ ადამიანური რესურსის მართვის ხარისხი.
სკოლამ წარმატებით გაიარა რესერთიფიცირების ეტაპი, სრულად დააკმაყოფილა ISO 9001:2015 მოთხოვნები და მიიღო წინადადებები გაუმჯობესებისათვის.
24.11.2022 – აიბი მთიების საშუალო სკოლაში STEAM-ის სისტემაზე მორგებული სასწავლო პროცესი წარიმართა.
მე-11 ჰუმანიტარულ კლასში გაკვეთილები მულტიდისციპლინური მიმართულებებით ჩატარდა.
პროექტის ფარგლებში განხილული იყო ომის თემა ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში, ისტორიასა და ხელოვნებაში და წარდგენილი იყო გაკვეთილებს შორის სისტემური კავშირებით.
პროექტი ემსახურება საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების სხვადასხვა ჭრილში დანახვას და შეფასებას.
25.11.2022 – აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ფსიქოლოგიით დაინტერესებული დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსთვის საინტერესო შეხვედრა ჩატარდა.
საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან მოსწავლეებთან შესახვედრად ჰუმანიტარული და მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნინო შოშიტაშვილი და ფსიქოლოგი თამარ დორეული ესტუმრნენ სკოლას.
მათ საინტერესო დისკუსია წარმართეს მოსწავლეებთან ფსიქოლოგიის თემაზე, ისაუბრეს როგორც პროფესიასა და ამ პროფესიით დასაქმების პერსპექტივებზე, გააცნეს ფსიქოლოგის მუშაობის ძირითადი ტექნიკები და როგორი უნარები სჭირდება ადამიანს ამ პროფესიაში მოღვაწეობისთვის.
29.11.2022 – გია მურღულიას ახალი წიგნი ,,ცხრის ნახევარზე”
წიგნის პრეზენტაცია 28 ნოემბერს თავისუფალ თეატრში შედგა მეგობრებისა და მკითხველის წინაშე
წიგნი სახელწოდებით ,,ცხრის ნახევარზე” საუბრობს ყველაფერზე, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია: სიყვარულზე, ლიტერატურაზე, საქართველოზე, ხელოვნებასა და შემოქმედებაზე…
“კაცობრიობამ არაერთი “ფიქრები”, “აზრები”, “ჩანაწერები” თუ “ნაკვესები” შემოგვინახა, და რა გასაკვირია, ყველა მათგანი ამა თუ იმ ეპოქის სურნელით იყოს გაჟღენთილი. ეს კი ჩვენი თანედროვე კოლეგის ნააზრევ – ნაფიქრალია, ათწლეულების მანძილზე გამოტარებული და ახლა ერთ წიგნად აკინძული.”
გილოცავთ ბატონო გია და გვეამაყებით!
01.12.2022 – მენეჯმენტის როლის და მნიშვნელობის თემატიკაზე საინტერესო აქტივობა ჩაატარა ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, ადამიანური ინჟინერიის და მენეჯმენტის სპეციალისტმა, აიბი მთიების STEAM განათლების სისტემის კონსულტანტმა დინა ასლამაზიშვილმა.
ვორქშოფის შედეგად მოსწავლეებს შეეძლოთ მიეღოთ ინფორმაცია თუ როგორი უნარები სჭირდება ადამიანს მენეჯერობისა და ლიდერობისთვის, რა მნიშვნელობა აქვს გუნდურად მუშაობას და სწორად წარმართულ მენეჯმენტს სხვადასხვა პროფესიასა და ორგანიზაციულ კულტურაში.
02.12.2022 – აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის თანამშრომლობის ეფექტურობიდან გამომდინარე სამომავლო საქმიანობის განვითარებისთვის დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს ევროპის ბიზნეს ასოციაცია.
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ფარგლებში შეხვედრა შედგა აიბი მთიების, კოლეჯ სპექტრსა და ევროპის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებლებს შორის, რომლებმაც სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე მათ დაათვალიერეს კოლეჯი, გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებების საქმიანობებს და შეხვდნენ აიბი მთიების მოსწავლეებს, რომლებიც ამ ეტაპზე კოლეჯში ეუფლებიან პროფესიებს.
თანამშრომლობის გარღმავება დაეხმარება ახალგაზრდებს თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ დამატებითი პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება და რეალურ გარემოში გამოსცადონ უნარები.
05.12.2022 – დაიწყო აიბი მთიების თანამშრომლობის პირველი ეტაპი ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში.
STEAM განათლების დანერგვამ საშუალება მისცა უმაღლესი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადაპტირდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემებთან.
პირველი შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან.
ვებსტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა მარკ მეუმ უფროსკლასელთათვის ჩაატარა ლექცია თემაზე: ემოციური კომუნიკაციის ფსიქოლოგია.
05.12.2022 – აიბი მთიების ტრანზიტული სკოლის მოსწავლეები ნოემბრის თვის მაინძილზე ეუფლებოდნენ მასპინძლობის კულტურას და სუფრასთან ქცევის ეტიკეტს.
მათ წარმოადგინეს შეძენილი ცოდნა და აქციეს ერთგვარ გამოცდილებად – საკლასო ოთახები მოაწყვეს კაფეს ფორმატში, სადაც უმასპინძლეს უფროს მეგობრებს, მშობლებსა და პედაგოგებს.
06.12.2022 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა.
მოწვეულ სტუმრებს აიბი მთიების პარტნიორი – თავისუფალი უნივერსიტეტიდან წარმოადგენდნენ:
მერიკო გოგოლაძე და ნატალია ხუბაშვილი – კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებების პროგრამის კოორდინატორები.
სპიკერებმა მომავალ სტუდენტებს აღნიშნული სფერო გააცნეს, ესაუბრნენ სწავლების სპეციფიკაზე, პროფესიულ მიმართულბებსა და დასაქმების პერსპექტივებზე.
15.12.2022 – აიბი მთიების ზუსტ და საბუნებისმეტყველო სკოლის მე-11 კლასში საგაკვეთილო პროცესი ჩატარდა STEAM სისტემით.
პროექტის თემა: “ახალი ტექნოლოგიები, ჭკვიანი სახლი”
STEAM მეთოდოლოგიის გამოყენებით მოსწავლეებმა ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმიასა და მათემატიკაში თეორიულად განიხილეს ამ საგნების კავშირი მოცემულ თემასთან,
რობოტიკის გაკვეთილზე მოსწავლეებმა პრაქტიკულად განახორციელეს განხილული საკითხები ტექნიკური მოწყობილობების დახმარებით,
პროექტი შეაჯამეს ხელოვნებისა და ბიზნესის პედაგოგებთან ერთად.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაინახეს, რომ საერთო პროდუქტის შესაქმნელად და იდეის პრაქტიკულად განსახორციელებლად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროების ცოდნა და მათი ურთიერთკავშირი.
მე-11 კლასის მოსწავლეებს კოლეჯ სპექტრში მიღებული განათლება მნიშვნელოვნად დაეხმარა, აქ ისინი ეუფლებიან ელექტროობას, თაბაშირ- მუყაოზე მუშაობას და სხვა საჭირო პროფესიებს.
მათ დაამზადეს მაკეტი და გამართეს ტექნიკურად, სადაც სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენეს.
პროექტი წარიმართა შემდეგი პედაგოგების განსაკუთრებული აქტიურობით და ჩართულობით:
- დინა ასლამაზიშვილი – აიბი მთიების STEAM განათლების კონსულტანტი,
- პაატა დუმბაძე – ზუსტი და საბუნებისმეტყველო სკოლის ხელმძღვანელი
- თორნიკე მღებრიშვილი და გიორგი ხუციძე – რობოტიკის პედაგოგები
- თინა მგელაძე – მათემატიკის პედაგოგი
- სალომე ქადაგიშვილი – ქიმიის პედაგოგი
- ნანა მიგინეიშვილი – ბიოლოგიის პედაგოგი
- ტომირის კომაროვი – ბიზნესის პედაგოგი
- თორნიკე დადიანი – ხელოვნების პედაგოგი
- კოლეჯ სპექტრის პედაგოგები.
19.12.2022 – აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების საერთაშორისო ფორუმში, რომელიც კანტის აკადემიის მიერ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.
GIMUN 2022 მთავარი გზავნილი – ახალი ეტაპი – რეგენერაცია იყო.
ახალგაზრდა ლიდერებისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა მოძველებული ხედვების რეგენერაცია და ახალი ეტაპის შექმნა.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირების პროცედურების ვორქშოფებში, საჯარო გამოსვლებში, დებატებისა და მოლაპარაკებებში, რეზოლუციების შემუშავებასა და გენერალურ ასამბლეაზე წარდგენაში.
კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ ცოცხალი დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების მოდელირებაში, მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ.
მონაწილეობდა აიბი მთიების ოთხი მოსწავლე:
- გიგი რურუა
- დაჩი კაპანაძე
- ლილუ ჩხარტიშვილი
- ანნა გეგუჩაძე
კონფერენციის ღონისძიებებს ესწრებოდნენ სხვდასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფორმატი გულისხმობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებას, მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებისა და თემატიკების განხილვას, მათ შორის: საკომიტეტო სამუშაოები 5 სხვადასხვა თემაზე 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დიდი მადლობა ჩვენც პარტნიორ ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტს აიბი მთიების მოსწავლეების ჩართულობისთვის და მათი სრული დაფინანსებისთვის.
19.12.2022 – აიბი მთიებში საშობაო საქველომოქმედო ბაზრობა გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად.
დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლებმა ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო ნუგბარი გამოფინეს და გაყიდეს
ამ აქციით მოსწავლეები უერთდებიან საქართველოს წითელი ჯვრის კამპანიას ,,მათ ვჭირდებით”, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე 400 შინმოვლის ბენეფიციარს გაულამაზებს შობის დღესასწაულს.
20.12.2022 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზიტი აიბი მთიებში.
მოსწავლეებს უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ: ეკოლოგი ვაჟა ტრაპაიძე, ბიოლოგი დიანა ძიძიგური და ქიმიკოსი მარინა რუხაძე.
მათ გააცნეს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მიმართულებები, როგორ უნდა გააკეთონ საუკეთესო არჩევანი, როგორია თითეულზე სწავლის სპეციფიკა და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ მომავალ სტუდენტებს, ასევე ესაუბრნენ გაცვლითი პროგრამების, კვლვევების განხორციელებისა და სტუდენტურ პროექტებში მონაწილეობის შესახებ.
20.12.2022 – ლიბრარიუმის სივრცეში მოეწყო ლიტერატურული სალონი „თავისუფლების რაინდები – ცისფერყანწელები და გალაკტიონი“.
აიბი მთიების ჰუმანიტარული კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძისა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსები და ნაწყვეტები მათი პირადი მიმოწერებიდან ლიტერატურაზე საუბრებს სასიამოვნო განწყობას უქმნიდა გიტარაზე შესრულებული მუსიკალური ნომრები.
21.12.2022 – გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში.
შეხვედრა შედგა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან მარკეტინგის თემაზე. შეხვედრის წარმმართველი იყო ვებსტერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარია მადლბერგერი.
21.12.2022 – STEAM განათლების სისტემის ფარგლებში აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში რობოტიკის გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
მე-10 და მე-11 ტექნიკური კლასის მოსწავლეებმა სემესტრის განმავლობაში შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც ტექნიკურად გამართეს და დააპროგრამეს
მათ სასწავლო პრაქტიკები გაიარეს ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრში.
ნამუშევრების შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით რობოტიკის პედაგოგებს:
- ავთო მღებრიშვილი
- გიორგი ხუციძე
- თორნიკე მღებრიშვილი
26.12.2022 – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში 5, 6 და 7 წლის მოსწავლეების საშობაო ღონისძიება გაიმართა
მოსწავლეებმა შეაჯამეს სემესტრის განმავლობაში მიღებული ცოდნა და წადმოადგინეს თეარტალური დადგმით “შობის ჯადოსნური ღამე.”
27.12.2022 – აიბი-მთიების მათემატიკის კათედრამ კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე-5 და მე -4 კლასის მოსწავლეებს დამსახურებული მედლები გადასცა
- ანდრია მალაზონია – ოქრო
- სოფია ლომიძე -ოქრო
- დემეტრე ღუჭაშვილი – წარმატების სერთიფიკატი
- დავით კაკაბაძე -ოქრო
ვულოცავთ გამარჯვებულ მოსწავლეებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებთ.
30.12.2022 – აიბი მთიები გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს!
16.01.2023 – აიბი მთიების მოსწავლეების ზამთრის ბანაკი ინგლისში . საინტერესო თავგადასავლები Bell English School in London-ში, სადაც მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში სწავლობენ ზოგად ინგლისურს და ჩართულნი არიან სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში.
27.01.2023 – აიბი მთიების ინგლისური ენის კათედრამ უმაღლესი სკოლის სასწავლო კურიკულუმის ფარგლებში დანერგა Ted Talk პროექტებით სწავლება.
პროექტი განხორციელდა ბრიტანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
შეირჩა 23 საუკეთესო მომხსენებელი.
პროექტის ძირითადი მიზნის მიხედვით მოსწავლეებმა Ted Talk პროექტის ფარგლებში აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი ხედვა და გამოცდილება იმისათვის, რომ შთააგონონ და სხვაგვარად დააფიქრონ ამა თუ იმ საკითხზე.
ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია ისეთი უნარის განვითარება, როგორიც საჯაროდ სიტყვით გამოსვლაა, რაც სამომავლოდ მოსწავლეს დასჭირდება როგორც უმაღლეს სასწავლებელში, ასევე კარიერულ წინსვლაში.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და პედაგოგებს პროექტის წარმატებით დასრულებას და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბრიტანულ უნივერსიტეტს.
30.01.2023 – აიბი მთიების მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის მეორე ეტაპი დაიწყო
გასული სემესტრი სრულად დაეთმო პროფესიული ორიენტაციის შეხვედრებს.
ახლა კი მოსწავლეებისთვის მიმდინარეობს ღია კარის დღეები მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში.
მოსწავლეები ეცნობიან იმ საუნივერსიტეტო გარემოს, სადაც მომავალი წლიდან დაიწყებენ სტუდენტურ ცხოვრებას:
ათვალიერებენ ინფრასტუქტურას და სტუდენტურ სივრცეებს,
ხვდებიან მათ მიერ შერჩეული საბაკალავრო პროგრამების წარმომადგენლებს და მათგან იღებენ დეტალურ ინფორმაციას,
ეცნობიან სტუდენტურ პროექტებს, უნივერსიტეტის სისტემას და ხვდებიან ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
პირველი ვიზიტი დაიგეგმა ჩვენს პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტში და მოსწავლეები გაეცნენ იმ გარემოს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას შეძლებენ.
01.02.2023 – აიბი მთიები – მშობელთა სივრცე
აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება.
პროექტი მოიცავს სხვადასხვა თემაზე ლექცია / დიალოგების წარმართვას.
ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევათა უკეთ გააზრებას, სკოლისა და მშობლის ურთიერთობის კულტურის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ინტერაქციული შეხვედრა მშობლებთან, თემაზე: როგორ გვეხმარება “ვეფხისტყაოსანი” ბავშვის აღზრდაში, რომელიც წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა, გია მურღულიამ.
02.02.2023 – აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსეული „თანამედროვე მკითხველთა კლუბის“ წევრებსა და მწერალ ტორესა მოსის შორის საინტერესო შეხვედრა შედგა.
მწერალი მოზარდებს ესაუბრა თუ რამდენად შეიძლება იყოს ლიტერატურა წარმატების მოდერატორი. აქტიური დიალოგი გაიმართა თანამედროვე ავტორის შემოქმედების გარშემო.
დიდი მადლობა ტორესა მოსის და ჩვენს მკითხველებს ასეთი საინტერესო შეხვედრისათვის.
03.02.2023 – აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი “ვეფხისტყაოსნის სამყარო”, რომლის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა.
ვიზიტი საინტერსო აღმოჩნდა მოზარდებისათვის, მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვეფხისტყაოსნის უძველესი ხელნაწერები, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და ვიზიტი დაესრულებინათ სახალისო თამაშებით.
03.02.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეების მიერ ჩატარდა სკოლის ელექტრონული ჟურნალის, “შთა-გონების” პირველი ნომრის პრეზენტაცია.
ჟურნალი წარადგინა სარედაქციო კოლეგიამ, დაკომპლექტებული იმ ადამიანებისგან, რომლებიც თანამშრომლობდნენ ჟურნალთან და უძღვებოდნენ რუბრიკებს.
აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა გია მურღულია.
ჟურნალის პრეზენტაცია შედგა ჩვენს პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტში.
06.02.2023 – აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების მოსწავლეები იწყებენ პროექტს “ვირტუსი”, რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ პროექტს და მასში ჩართულია ყველა საგნობრივი გაერთიანება.
პროექტის პრეზენტაცია შედგა ჩვენს პარტნიორ ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში პროფილური სკოლების მენეჯერების მიერ.
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს კონსულტირებას გაუწევენ უნივერსიტეტის ლექტორები.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა თემებზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორებიცაა:
“ენერგიები სამყაროში“ -ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკ ოლა;
“ხელოვნური ინტელექტი” -ჰუმანიტარული სკოლა.
პროექტის მიზანია მოსწავლემ შესწავლილი მასალის საფუძველზე „აღმოაჩინოს ახალი“ და შეძლოს:
ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, ორგანიზება
მონაცემთა აღრიცხვა, დამუშავება და დასკვნების გამოტანა,
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა
შემოქმედებითი, კრიტიკული და ტრანსფერის უნარების განვითარება
მოსწავლე მოიძიებს და დაამუშავებს თეორიულ მასალას. გაიღრმავებს ცოდნას მეცნიერებებების მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების ირგვლივ.
მოსწავლე გამოიმუშავებს მეცნიერული კვლევა-ძიების უნარებს; კრიტიკულად და შემოქმედებითად განიხილავს სფეროს შესაძლებლობებს.
06.02.2023 – აიბი მთიების მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში.
გასულ კვირას მათ ამხანაგურ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და საკალათბურთო მატჩი ჩაატარეს ქართულ – ამერიკულ აკადემიასა და ბრიტანულ- ქართულ აკადემიასთან.
07.02.2023 – გსურს დაისვენო არაჩვეულებრივ ადგილას და ამავდროულად შეისწავლო ინგლისური ენა მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან?
დარეგისტრირდი ჩვენს საზაფხულო სკოლებში და გაატარე ზაფხულის ერთი კვირა საინტერესოდ.
აიბი მთიები 10-დან 17 წლამდე მოსწავლეებს გთავაზობთ 2 კვირიან საზაფხულო სკოლას დიდ ბრიტანეთში Canford School.
სასწავლო პროგრამის თარიღებია: 10 – 24 ივლისი. კურსის ღირებულება შეადგენს 3400 ფუნტს. ფასი მოიცავს სრულ პაკეტს:
- სასწავლო კურსი, შემეცნებითი აქტივობები, ექსკურსიები, საცხოვრებელი, კვება, ავიაბილეთი, შიდა გადაადგილება, ჯგუფის ხელმძღვანელის თანხლება
აიბი მთიები 12-დან 17 წლამდე მოსწავლეებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას მალტაზე Cavendish School.
სასწავლო პროგრამის თარიღებია: 28 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით
კურსის ღირებულება შეადგენს 1700 ევროს. ფასი მოიცავს სრულ პაკეტს:
- სასწავლო პროგრამა, საცხოვრებელი, კვება, ავიაბილეთი, შემეცნებითი აქტივობები, ექსკურსიები, შიდა ტრანსფერი
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 302 302
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28 თებერვალი.
07.02.2023 – ,,ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვის დღე აიბი მთიებში
ორი კვირის მანძილზე მიმდინარე პროექტი ,,ვეფხისტყაოსნის სამყარო” დასასრულს მიუახლოვდა.
პროექტის კულმინაცია შედგა პოემის საჯაროდ წაკითხვით, რომელშიც მონაწილეობდა აიბი მთიების ყველა მოსწავლე და თანამშრომელი.
აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, პოემა მოესმინა როგორც მშობლიურ, ისე სხვადასხვა უცხოურ ენებზე.
08.02.2023. – წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
რაინდობის დღესასწაული აიბი მთიებში.
08.02.2023 – დავით აღმაშენებლის დღესა და რაინდობასთან დაკავშირებით, აიბი მთიებში ტრადიციულად ჩვენი მოსწავლის მშობლები მოვიწვიეთ და დღეს ვუმასპინძლეთ პარმენ მარგველაშვილს, რომელთანაც საინტერესო საუბარი გამართეს პატარა მოსწავლეებმა.
09.02.2023 – დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, ისინი გაეცნენ სამხედრო და სამოქალაქო უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამას, ინფრასტრუქტურას, სამხედრო და სამოქალაქო სპეციალობებს.
საბაზო სკოლის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ოლიმპიურ მუზეუმში, სადაც მათ დაათვალიერეს მუზეუმი და გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას. მოსწავლეებს უმასპინძლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა.
ასევე საბაზო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ოლიმპიურ მუზეუმში, სახანძრო სამაშველო მუზეუმში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმსა და ისტორიის მუზეუმში.
დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ყველა ასაკის მოსწავლისთვის.
09.02.2023 – პროექტ “რაინდობის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში განსაკუთრებით დიდი როლი მიუძღვით მშობლებს და მათ აქტიურ მონაწილეობას.
აიბი მთიების მმართველი გუნდის მოწვევით, ტრადიციულად, კვირეულის განმავლობაში პატარა მოსწავლეებს სტუმრობდნენ მამები და ბაბუები, რომლებიც ძალიან საინტერესო და სახალისო დისკუსიებს მართავდნენ ერთად
ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ რაინდობის არსზე, ადამიანობასა და მეგობრობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე, ღირსებასა და ერთგულებაზე.
აიბი მთიები მადლობას უცხადებს მშობლებს თანადგომისათვის
განსაკუთრებული მადლობა მამებს:
მიხეილ ჯავახიშვილს
მამა კონსტანტინე დავითაშვილს
კოტე ამაშუკელს
თენგო სანიკიძეს
ჯიმი ჭალიძეს
გიორგი ტაბატაძეს
იაგო ქეშელაშვილს
10.02.2023 – ლევან ბერძენიშვილის ვიზიტი აიბი მთიებში.
მან უმაღლესი სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო დისკუსია წარმართა სამოქალაქო აქტივიზმსა და ახალგაზრდობის როლზე.
აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება გაუწია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა ევროპელი ელჩების წარმომადგენლობამ.
10.02.2023 – აიბი მთიები მხარს უჭერს მეგობარ ქვეყანას, თურქეთს და მათ დახმარებაში მცირედი წვლილის შესატანად უმცირეს დროში სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და თანამშრომლებმა შევძელით სხვადასხვა საჭირო ნივთის შეგროვება: თბილი ტანსაცმელი, მშრალი და დაკონსერვებული საკვები, ბავშვთა კვება, ჰიგიენის საშუალებები.
ნივთები მიწოდებულია თურქეთის საელჩოსთვის და მზადაა გასაგზავნად.
დიდი მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს, ერთიანობისა და კეთილ საქმეში თანადგომისათვის.
13.02.2023 – აიბი მთიების ლიბრარიუმთან არსებული „თანამედროვე მკითხველის“ კლუბში კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო თემების გარშემო შევიკრიბეთ.
ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს. ლევან კაკლიანთან ერთად გააცოცხლეს ნაწარმოების პერსონაჟები, ისაუბრეს მათ ხასიათზე, წაიკითხეს და უყურეს საინტერესო ეპიზოდებს ნაწარმოებიდან. ასევე განიხილეს ბერძნული მითოლოგიისა და ნაწარმოების კავშირები.
შეხვედრა საინტერესო და მხიარული ვიქტორინით დასრულდა.
აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები ლიბრარიუმს ესტუმრნენ „დისნეის გმირებზე სასაუბროდ“. შეხვედრა „დისნეის“ ანიმაციებს, კერძოდ, კი „მეფე ლომს“ დაეთმო.
მოსწავლეებმა გაიხსენეს მათთვის საყვარელი “დისნეის“ გმირები, წაიკითხეს ამონარიდები ტექსტიდან და უყურეს ანიმაციიდან სინტერესო და საკვანძო ეპიზოდებს.
პატარებმა ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე, მათ ხასიათსა და თვისებებზე. შეხვედრის ბოლოს დიდი ინტერესითა და ხალისით გააფერადეს ილუსტრაციები და გამოჭრეს ფაზლი.
13.02.2023 – აიბი მთიებში დაიწყო ახალი პროექტი “ისწავლე – ასწავლე”, რომელიც გულისხმობს პედაგოგთა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
ყველა საგნობრივი კათედრის მიერ დაიგეგმა თანამშრომელთა პროფესიული წვრთნა, რომელიც უზრუნველყოფს აიბი მთიებში 2023-2024 სასწავლო წლის სწავლების ხარისხის ზრდას.
ჩატარდა პირველი ტრენინგი მათემატიკის კათედრის პედაგოგებისთვის:
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
ტრენინგი წარმართა უმაღლესი სკოლის მათემატიკისა და კალკულუსის პედაგოგმა თინა მგელაძემ.
მომდევნო კვირებში დაიგეგმა ამ მეთოდის პრაქტიკაში განცორხიელება.
15.02.2023 – აიბი მთიებში ჭადრაკის ბლიც ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში უმაღლესი სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაშები ჩაატარა აიბი მთიების ჭადრაკის პედაგოგმა პარმენ გელაზონიამ.
“ზამთრის პირველობა 2023” -ის გამარჯვებულები არიან:
- გიორგი გაგოშვილი;
- შოთა დონდოლაძე;
- საბა კალანდარიშვილი.
აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს გამარჯვებულებს და უსურვებს წარმატებას!
15.02.2023 – აიბი მთიებში საინტერესო შეხვედრები გრძელდება:
საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს თავისუფალი თეატრის დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი ავთო ვარსემაშვილი შეხვდა. საინტერესო საუბარი შედგა თეატრალური ხელოვნების ისტორიაზე, თეატრის დანიშნულებასა და რეჟისორის პროფესიაზე.
დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართველი მწერალი და მთარგმნელი, რეჟისორი მიხეილ ანთაძე.
დისკუსია ვეფხისტყაოსნის გარშემო წარიმართა, თუ როგორ უნდა გაიაზრონ სწორად მისი შინაარსი და რა გავლენა აქვს ამ ასაკში პოემის გაცნობას.
16.02.2023 – აიბი მთიების მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა საინტერესო შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის თემას წარმოდგენა დასაქმების ბაზრის გაცნობა პროფესიების მიხედვით, რომელიც წარმართა ბრიტანული უნივერსიტეტის და English Book Education- ის დამფუძნებელმა მიშა გურგენიძემ.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ ძირითად მოთხოვნებს და უნარ- ჩვევებს, რომლებიც ნებისმიერი მიმართულების ადამიანს სჭირდება პროფესიული წარმატებისა და დასაქმებისთვის, გაეცნენ თუ რამდენად ეხმარება უნივერსიტეტი საჭირო პროფესიული უნარების გამომუშავებაში, კარიერული კონტაქტების მოძიებასა და დასაქმებაში.
17.02.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ემზადებიან სტუდენტობისთვის
საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების გაცნობის მიზნით მოსწავლეები მორიგი ვიზიტით ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მათ საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია:
ეროვნული გამოცდების სპეციფიკასა და უნივერსიტეტის მიერ კოეფიციენტების განაწილებაზე,
უნივერსიტეტის სტრუქტურაზე, შეფასების სისტემასა და სწავლის სპეციფიკაზე ფაკულტეტების მიხედვით,
გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე,bსტუდენტურ ცხოვრებასა და სხვადასხვა პროექტებზე.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებს და ეხმარება მათ, სწორად აირჩიონ სასურველი უნივერსიტეტი და პროფესია. ისინი უკვე ეცნობიან იმ საუნივერსიტეტო გარემოს, სადაც მომავალი წლიდან დაიწყებენ სტუდენტურ ცხოვრებას.
22.02.2023 – ინგლისური ენის საინტერესო და მხიარული გაკვეთილები პირველკლასელთათვის
პატარა მოსწავლეებმა სამოტივაციო ღონისძიების “ცოცხალი ანბანის” ფარგლებში იმუშავეს და წარმოადგინეს ხელნაკეთი ასოები. კვირის განმავლობაში შექმნეს სახალისო გარემო ინგლისურენოვანი სიმღერებით, ლექსებითა და ანბანის გაცოცხლებით სხვადასხვა თამაშებით.
23.02.2023 – კოლეჯ სპექტრისა და აიბი მთიების პროფესიული განათლების ერთობლივი პროექტი წლევანდელი მე-11 კლასელებისთვის წარმატებით დასრულდა.
მოსწავლეები უკვე სერთიფიცირებული ახალგაზრდები არიან სასურველი მიმართულებებით.
პროექტი გაგრძელდება მომავალ წელს.
23.02.2023 – თამაშები თანამედროვე ქართულ არქიტექტურასთან
აიბი მთიების IX კლასის მოსწავლეების ძალიან საინტერესო ნამუშევრები არქიტექტურის პედაგოგის თორნიკე დადიანის ხელმძღვანელობით.
24.03.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩაატარა ბრენდის სტრატეგმა და Live.com.ge -ს დამფუძნებელმა ალექს ჩიქოვანმა.
მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა თვითბრენდინგზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საკუთარი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რეალიზება, როგორ “გავყიდოთ” საკუთარი შესაძლებლობები და რა ძირითადი ეტაპებია გასავლელი სასურველი მიზნის მისაღწევად
შეხვედრამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოსწავლეების მხრიდან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს. @Alex Chikovani.
26.02.2023 – 25-26 თებერვალს აიბი მთიების დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ხარისხის მართვისა და განვითარების მენეჯერი, სალომე ჩხეიძე, სასწავლო სისტემების სრულყოფის მიზნით მონაწილეობდნენ English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასწავლო კონფერენციაში.
აიბი მთიები იწყებს 2023-2024 სასწავლო წლის ახალ სასწავლო სისტემებზე მუშაობას.
27.02.2023 – #ForbesWoman-ის უახლესი ნომრის ყდაზე: IB მთიები – მომავლის ხედვა
ინტერვიუ ნინო ჩიკვაიძესთან და ანა ჯავახიშვილთან
ინტერვიუს ავტორი: მაკა ცხვედიანი
ფოტოგრაფი: ლაშა ღუღუნიშვილი.
27.02.2023 – აიბი მთიებმა უმასპინძლა ესტონეთის ორ სკოლას Lasnamäe Gümnaasium და Tallinna Tondiraba Huvikool, მათ
დირექტორს და წამყვანი სპეციალისტებს.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა თბილისის კერძო სკოლის სპეციფიკის გაცნობა და სამომავლო ერთობლივი მოსწავლე-ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა.
შეხვედრას ორგანიზება გაუწია ახალგაზრდულმა ასოციაცია დრონმა, რომელიც 2017 წლიდან ითავსებს “Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში” საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას.
28.02.2023 – აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.
ისინი მომავალი წლიდან სწავლას განაგრძობენ სასტიპენდიო პროგრამების დაფინანსებით შემდეგ უნივერსიტეტებში:
მარიამ აბესაძე – Instituto Marangoni, Fashion design school in Milan, Italy
სანდრო კალანდარიშვილი – College of Liberal Arts at the University of Minnesota, Minneapolis, USA
ალექსანდრე ფარცვანია – Faculty of Computer Science BSCS, Baylor University in Mclennan Country, Texas, USA
სოფია მიქელაძე – Liberal Studies program in the College of Humanities and Social Sciences, Rowan University in Glassboro, New Jersey, USA
თიკუნა ტვილდიანი – Faculty of Computer Science, Drew University, NY, USA
აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს!
28.02.2023 – შემოქმედებითი პროექტი ინგლისურ ენაში.
აიბი მთიების მეხუთე- მეექვსე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაზე ბერძნულ მითებს გაეცნენ.
შეისწავლეს სხვადასხვა მითი, ღმერთები თუ ქალღმერთები.
პროექტის ფინალი საინტერესო თეატრალური დადგმით წარმოადგინეს
პროექტი წარიმართა ინგლისურის კათედრის ხელმღვანელობით,
პედაგოგები: ხათუნა ფერაძე და ნანა ხარებაშვილი.
01.03.2023 – გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში.
მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან.
ამჯერად ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე “ჩინეთი მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე”.
01.03.2023 – აიბი მთიების საბაზო სკოლაში წარიმართა აკადემიური პროექტი “ლაბორატორია”.
ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე “ენერგიები სამყაროში” თემის გარშემო, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრისა და მათემატიკის კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით წარიმართა.
პროექტის ფინალისთვის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზენტაციები წარედგინათ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრებისთვის, გამოფენას ესტუმრნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარი კახა ქარჩხაძე, ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი ნინო არჩვაძე და საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა უნივერსიტეტსა და სკოლას შორის საბუნებისმეტყველო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობას.
02.03.2023 – გაზაფხულის ფესტივალი გარდენიასთან ერთად
დედის დღე აიბი მთიებში
06.03.2023 – აიბი მთიები – მშობელთა სივრცე
აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება, აგრძელებს ინტერაქციულ შეხვედრებს.
პროექტის ფარგლებში შეხვედრა წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა გია მურღულიამ თემით: „როგორ მოვამზადოთ ბავშვები რეალური ცხოვრებისთვის“.
დიალოგის პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, დაისვა ბევრი კითხვა და გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.
ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევათა უკეთ გააზრებას, სკოლისა და მშობლის ურთიერთობის კულტურის ამაღლებას.
07.03.2023 – აიბი მთიების მოსამზადებელ ჯგუფში STEAM განათლების სისტემით ჩატარდა მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილი ,,პინოქიო”, რაც წარმოადგენდა ინტეგრირებულ პროექტს.
მასში მონაწილეობა მიიღეს ქართულის, მათემატიკის, მეცნიერების, ინგლისურისა და ხელოვნების პედაგოგებმა.
STEAM გაკვეთილის თემა წარმართა დაწყებითი სკოლის პედაგოგმა ლევან კაკლიანმა.
პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის კათედრამ წარმართა სამოტივაციო ღონისძიება “მოსწავლე მოსწავლისთვის”, სადაც უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო და სახალისო გაკვეთილი მოსამზადებელ ჯგუფში.
პატარა მოსწავლეებმა წაიკითხეს, ისწავლეს, იმღერეს და ითამაშეს პინოქიოს გმირებთან ერთად.
09.03.2023 – აიბი მთიების მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს 2023-2024 სასწავლო წლის დაგეგმარებაზე. სასწავლო პროგრამების განვითარების მიზნით სკოლამ უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულების DUKES-ის განვითარების მენეჯერს Musab Naser Angudi -ს ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა მომავალი სასწავლო წლის სიახლეები და თანამშრომლობის მიმართულებები.
შეხვედრა წარმართეს აიბი მთიების დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ და ხარისხის მართვისა და განვითარების მენეჯერმა სალომე ჩხეიძემ.
14.03.2023 – “IB მთიებში“ მიიჩნევენ, რომ სწავლებისა და აღზრდის პროცესში უმთავრესი მიზანი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. ამ პროცესში კი სკოლასა და ოჯახს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ამდენად, „IB მთიებში“ მოსწავლეთა მშობლებთან თანამშრომლობა მაქსიმალურად მხარდაჭერილია.
სკოლის წარმატების ისტორიას მისი დირექტორი ნინო ჩიკვაიძე და ფინანსური დირექტორი ანა ჯავახიშვილი გვიყვებიან.
15.03.2023 – აიბი მთიებში წარმატებით მიმდინარეობს მოსწავლეთა ექსპერიმენტული პროექტი „ისწავლე-ასწავლე“, რომელშიც მე-11 კლასის ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
პროექტის ფარგლებში საგონობრივი კათედრების მიერ გადამზადებული მოსწავლეები დაწყებით სკოლაში გაცდენილი საათების ჩანაცვლებას ახორცილებენ სხვადასხვა მიმართულებებით და საჭიროების შემთხვევაში ითავსებენ აღმზრდელ-პედაგოგის ფუნქციასაც.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში განავითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: სწორი პროფესიული არჩევანი, პასუხისმგებლობა, დროის მენეჯმენტი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მოსწავლეები წახალისდნენ ერთჯერადი ფულადი ჯილდოთი.
15.03.2023 – აიბი მთიების მმართველი გუნდი 2023-2024 სასწავლო წლის სიახლეებზე მუშაობას განაგრძობს. დაიგეგმა ინგლისურისა და გერმანული ენების სასწავლო სისტემაში ინოვაციების დანერგვა. მოწვეულ იქნენ გოეთეს ინსტიტუტიდან და English Book Education-დან სპეციალისტები, რომლებმაც წარმართეს სასწავლო პროცესებზე დაკვირვება შემდეგი მიმართულებებით:
- შეაფასეს გაკვეთილის ხარისხი;
- განსაზღვრეს პედაგოგთა კომპეტენცია;
- გაზომეს მოსწავლეთა ცოდნა;
- კონსულტაციები ჩაუტარეს პედაგოგებს.
დაგეგმეს ერთობლივი მუშაობის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ინგლისურისა და გერმანულის სწავლების სტანდარტის აწევასა და მის ხარისხიან განხორხიელებას
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გოეთეს ინსტიტუტისა და English Book Education-ის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის.
17.03.2023 – აიბი მთიების წიგნის კლუბში საინტერესო შეხვედრა ჩატარდა გია მურღულიასთან საბაზო და საშუალო სკოლის ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეთათვის.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა „ბიბლია როგორც ლიტერატურული ინსპირაცია“, სადაც საინტერესო საუბრები შედგა სამყაროს წარმოდგენის ბიბლიურ მოდელზე.
სპიკერმა განმარტა, როგორ არის ბიბლიური თემები ასახული მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში, განიხილა ბიბლიის უდიდესი კავშირი ხელოვნებასთან და მოსწავლეებს ბიბლიურ სიუჟეტზე შექმნილი რამდენიმე ნახატის სიმბოლოები განუმარტა.
17.03.2023 – Grade 12 students from IB Mthiebi attended an informational meeting of the National Examination Center, where they had the opportunity to learn about the news of the national exams, the rules and regulations that apply during the exam and grading the exam papers, and the factors to consider when choosing a university.
The meeting was very interesting for our university entrants.
20.03.2023 – Students from Ib Mthiebi High School visited Georgian National University SEU as part of the academic hour. A very interesting lecture on the topic: how to choose a profession and what skills should be paid attention to when choosing one was delivered to them. The students also had the opportunity to visit the university campus and get acquainted with the student life.
Many thanks to Georgian National University for their hospitality!
21.03.2023 – აიბი მთიებისა და გაეროს მოდელირებული სამიტის თანამშრომლობა ქ.ნიუ იორკში განახლდა .
აიბი მთიების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირებულ სამიტში, სადაც მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, შეეცადნენ სხვა თვალით დაენახათ და ემსჯელათ სამყაროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, შეიძინეს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც მთავარია, საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს გაუზიარონ სკოლაში.
ვულოცავთ აიბი მთიების დელეგატებს ამ წარმატებას:
- მარიამ გურჩიანი;
- დავით აბესაძე;
- ანასტასია ბერიძე;
- საბა ღამბაშიძე;
- ლიზი გრძელიშვილი.
პროექტის ხელმძღვანელი – სალომე ჩხეიძე
ჯგუფის ხელმძღვანელი – გიორგი ბახტაძე
23.03.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტ “აირჩიე პროფესიის “ ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრა კარაპს მედლაინის ექიმ მანანა ქოჩიაშვილთან, რომელიც მეან-გინეკოლოგი და რადიოლოგია.
მან მოსწავლეებს გააცნო პროფესია ექიმი, რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს და რას მოიცავს ძირითადი სამუშაო საქმიანობა.
მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ კარაპს მედლაინის კლინიკაში და საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ პროფესიას.
27.03.2023 – აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ეკლესია- მონასტრების, როგორც ისტორიული ძეგლების მონახულებას,
მონასტრული ცხოვრების გაცნობას, ბერ-მონაზვნებისთვის შესაწირისა და სააღდგომო ნობათის მირთმევას და მათთან საინტერესი საუბრების წარმართვას.
პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე. მათ გამგზავრებამდე შეისწავლეს მონასტრების ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა
დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა.
29.03.2023 – აიბი მთიები იწყებს ჰუმანიტარული მიმართულების ელექტრონული ჟურნალის გამოცემას სახელწოდებით “შთა-გონება”.
ჟურნალი ხელს უწყობს ჰუმანიტარულ განათლებას და სკოლას ახალ საინტერესო გზას უკვალავს. ამ ტიპის განათლება განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ და აკადემიურ სახეს.
ჟურნალში წარმოდგენილია მოსწავლეთა შემოქმედება შემდეგი რუბრიკებით: ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, პოლიტიკა, მოდა და დიზაინი, კულინარია, სამართალი, რელიგია და “ჩვენი მწერლები”.
ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში ჩართულნი იქნებიან მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.
იხილეთ ელექტრონული ჟურნალი ლინკზე: https://journalshtagoneba.ge
30.03.2023 – აიბი მთიებს ესტუმრა ეროვნული საგამოცდო ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის წევრი, სრული პროფესორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნანა დვალიშვილი.
შეხვედრა შედგა საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
მოწვეულმა სტუმარმა აბიტურიენტებს გააცნო საგამოცდო პროგრამა და ისაუბრა ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროისა და გამოცდის სხვა ტექნიკურ მხარეებზე.
31.03.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ეცნობიან პროფესიებს საინტერესო შეხვედრებით.
ამჯერად მოსწავლეების შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტი ავთო მღებრიშვილი.
მან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა მომავლის პროფესიებზე და მოსწავლეებს გააცნო ის მიმართულებები, რომლებიც დღეს და უახლოეს წლებში ყველაზე მოთხოვნადი იქნება, ესაუბრა მათ სასურველი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობებზე და თანამედროვე სამყაროს იმ კომპიუტერულ მიღწევებზე, რამაც არაერთი საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია გააჩინა სამუშაო ბაზარზე.
01.04.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეების წარმატებული შედეგები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში:
- ნუცა ადუაშვილი- High Achievement (უმაღლესი რანგის დიპლომი)
- ნიკოლოზ ცაბუტაშვილი – მეორე ხარისხის დიპლომი
28 მარტს ევროპის უნივერსიტეტში პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით, ასევე Liberty • ლიბერთი ბანკისა და ” სოფტგენ – ჯგუფი”-ს მხარდაჭერით მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა.
აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას.
01.04.2023 – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული შემოქმედებითი სამოტივაციო პროექტი წარიმართა.
მესამე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, იმოგზაურეს კოსმოსში, გაეცნენ მზის სისტემას, პლანეტებს და პირველ მოგზაურებს კოსმოსში. მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
04.04.2023 – დღეს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ჩატარდა აიბი მთიების სასწავლო წლის შემაჯამებელი შემოქმედებითი კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექნილი მაკეტები, წლის მანძილზე მომზადებული ნამუშევრები აქტუალური თემების გარშემო და ელექტრონული ჟურნალი, რომელიც თავისუფალი აზროვნების და იდეების გამოხატვის სივრცეა.
აიბი მთიების 2022-2023 სასწავლო წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა STEAM განათლების სისტემის დანერგვა, რის ფარგლებშიც მთელი წლის სასწავლო სისტემა დაფუძნებულია პროექტებით სწავლებაზე. ეს მოსწავლეს საშუალებას აძლევს ჰქონდეს პასუხი კითხვებზე: “რატომ ვსწავლობ მე ამას და სად და როგორ გამოვიყენებ?”
საერთო შედეგის მისაღებად სასწავლო წლის მანძლზე ერთობლივად მუშაობდნენ: აიბი მთიები, უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯი სპექტრი.
მნიშვნელოვანია, რომ ამ სრულ პროცესში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, პედაგოგები, სააღმზრდელო სისტემის კოორდინატორები და მშობლები ერთობლივად.
კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს და რესურს ცენტრის წარმომადგენლები, ასევე დიდუბის გამგეობისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კოლეჯ სპექტრის მმართველი გუნდი.
დიდ მადლობას ვუხდით მათ სასწავლო პროცესების განვითარებაში აქტიური თანამშრომლობისთვის.
06.04.2023 – აიბი მთიებს ესტუმრნენ პოლონეთის ტექნოლოგიებისა და IT უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრა შედგა მე11 კლასის მოსწავლეებთან და მიზნად ისახავდა პოლონეთში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების გაცნობას.
07.04.2023 – სადღესასწაულო ფესტივალი ხარება აიბი მთიებში
10.04.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინტერესო შეხვედრა თემაზე: “როგორ დავგეგმოთ მომავალი”
შეხვედრაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებით დაინტერესების შემთხვევაში რა შესაძლებლობები აქვთ, როგორ უნდა შეარჩიონ ქვეყანა და უნივერსიტეტი, როგორ მოიპოვონ დაფინანსება და რა ეტაპები უნდა გაიარონ სასურველი მიზნის მისაღწევად.
შეხვედრა წარმართეს ბესიკ კიკნაძემ და დავით კალანდარიშვილმა, რომლებიც დიდი ხანია წარმატებით თანამშრომლობენ აიბი მთიებთან და ეხმარებიან მოსწავლეებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში ჩაბარებაში.
10.04.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტ “აირჩიე პროფესიის “ ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრა ლიდერფუდის საწარმოში.
მოსწავლეებს უმასპინძლა და საწარმო დააღვალიერებინა ლიდერფუდის დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ.
მან მოსწავლეებს გააცნო პროფესია კვების ტექნოლოგი, რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს და რას მოიცავს ძირითადი სამუშაო საქმიანობა.
დიდი მადლობა კომპანია ლიდერფუდს თანამშრომლობისთვის!
12.04.2023 – აიბი მთიებში ქველმოქმედება გრძელდება
სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით, ჩვენმა მოსწავლეებმა დიდუბის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიართვეს და მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დიდუბის რაიონის გამგეობას განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის.
25.04.2023 – აიბი მთიების მოსწავლეები ცერნში
აიბი მთიებისა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციის ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობის საფუძველზე დაიგეგმა და განხორციელდა შიდა სასკლო კონკურსში წარმატებულ მოსწავლეთა ვიზიტი ჟენევაში.
ჯგუფის წევრები ვიზიტის ფარგლებში გაეცვნენ სამეცნიერო კვლევით ექსპერიმენტების ATLAS და ALISE-ის ძირითად მოწყობილობებსა და მუშაობის პინციპებს, იხილეს პირველი ამაჩქარებლისN SC (Synchrociclotron) სამუზეომო ექსპონატი ცერნში. დაათვალიერეს DCVP-data ცენტრის მუშაობის პროცესი, მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე, სამეცნიერო მიღწევებსა და ამ კვლევების დანიშნულებაზე, ფიზიკის როლსა და საჭიროებაზე სხვადასხვა პროფესიების და თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე.
ვიზიტის პერიოდში ბავშვებთან მუშაობდნენ მეცნიერები:
- ირაკლი მინაშვილი;
- კრისტიან როსლონი;
- ბექა ბუაძე;
- გივი სეხნიაიძე;
- ლევან ღონღაძე;
- მონიკა კუტილე, რომელმაც საფრანგეთის ტერიტორიაზე, ცერნის ლაბოლატორიაში ვიზიტისას, მოსწავლეებს გაუწია დახმარება.
შემეცნებითი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ესტუმრნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციიის ოფისს ჟენევაში.
შედგა შეხვედრა საქართველოს ელჩთან გაეროში, ბატონ ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელმაც წარმართა საინტერესო ექსკურსი მოსწავლეებთან.
27.04.2023 – აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იმიტირებული ეროვნული გამოცდა ინგლისურ ენაში
გამოცდა წარიმართა ჩვენი პარტნიორი, კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიებში. იმიტირებული გამოცდები ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ ზუსტად იმსტილის გამოცდისთვის, რაც მათ ჩაუტარდებათ ზაფხულში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე.
დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს მე-12 კლასელებისთვის სტუდენტური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
28.04.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გაიმართა საინტერესო შეხვედრა გაუს ბიზნეს სკოლის ვიცე დეკანთან, ნატო ტორონჯაძესთან.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა: მეწარმეობა და სტარტაპ ბიზნესი, როგორ დავიწყოთ ჩვენი იდეების რეალიზება, როგორ მოვახდინოთ პროდუქტის თუ მომსახურების შექმნა/ ბაზარზე გასვლა / რეალიზება და რა უნარები და ცოდნაა ამისთვის საჭირო.
01.05.2023 – აიბი მთიების ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ში საინტერესო შეხვედრები გრძელდება .
დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქართული მითების, მითიური გმირებისა და მათი სამყაროს შესახებ ლიტერატურის გაცნობა, და ანიმაციების მითოლოგიური კუთხით დანახვა.
მე-3-4 კლასის მოსწავლეებს შეხვდა ხელოვნებათმცოდნე თამარ ჩხატარაშვილი, რომელმაც ურთულესი საკითხები, ძალიან მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ გააცნო პატარა მოსწავლეებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართული ფოლკლორი და მითოლოგიური პასაჟები ქართულ ანიმაციებში: კომბლე, წუნა და წრუწუნა, მტრობა.
ქართული მითების განხილვის ბოლო ნაწილი ვორქშოფით დასრულდა.
მოსწავლეებმა წაკითხული მითების მიხედვით წლის კალენდარი შექმნეს, რომელზეც მათთვის საინტერესო გმირების ილუსტრაციები და საინტერესო ამბები დაიტანეს.
02.05.2023 – აიბი მთიების ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ში საინტერესო შეხვედრა გაიმართა ლიტერატორ და მოგზაურ გურო დავითლიძესთან.
ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა ჟიულ ვერნის სამყაროში იმოგზაურეს და მათთვის ყველაზე მეტად საინტერესო საკითხების განსახილველად მოწვეულ სტუმართან საინტერესო დისკუსია გამართეს.
ჩვენმა მოგზაურმა ძალიან საინტერესო საუბრებით, საკუთარი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებით დააკმაყოფილა მოსწავლეთა ინტერესები მოგზაურობისა და თავგადასავლების შესახებ და პატარა მოსწავლეებთან ერთად სამომავლო მოგზაურობაც დაგეგმა საქართველოს კუთხეების მონასანახულებლად.
05.05.2023 – თავისუფლება და პასუხისმგებლობა – აიბი მთიებში გრძელდება საინტერესო საუბრები გია მურღულიასთან, სადაც მთავარ ამოცანას ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევა წარმოადგენს.
მოსწავლეებთან შეხვედრა ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ს პროექტის ფარგლებში შედგა, სადაც განიხილეს თუ რას ნიშნავს ადამიანისა და სახელმწიფოს თავისუფლება, ბიბლიისა და ლიტერატურის მაგალითზე შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რას ნიშნავს ეს ორი ცნება – თავისუფლება და პასუხისმგებლობა ადამიანის ცხოვრებისთვის.
გია მურღულიას საინტერესო ლიტერატურული თუ ცხოვრებისეული მაგალითებით გაჯერებული ლექცია-დიალოგი უფრო საინტერესო და მარტივად გასაგები გახდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.
05.05.2023 – აიბი მთიების წარმატებული მოსწავლეების ისტორიები გრძელდება.
გაგაცნობთ ლიზა მარსაგიშვილს, აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეს, რომელმაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გაიმარჯვა: მან ინგლისურ ენაში 10 საუკეთესო მონაწილეს შორის დაიკავა ადგილი, ხოლო რუსულ და გერმანულ ენებში 50 საუკეთესო მოსწავლეს შორისაა.
ლიზამ ასევე გაიმარჯვა შავი ზღვის უნივერსიტეტის საგნობრივ ოლიმპიადებში: მათემატიკაში, ინგლისურსა და ქართულში და მოიპოვა უნივერსიტეტის 40 %-იანი სასწავლო გრანტი.
ლიზა აიბი მთიების ოქროს მედალოსანია.
აიბი მთიები ულოცავს მას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.
08.05.2023 – ყოველი წლის 8 მაისს საერთაშორისო ჰუმანიტარული მოძრაობის უნიკალურობისა და ერთიანობის გამოსახატად წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მსოფლიო დღე აღინიშნება.
წელს ღონისძიებაში აიბი მთიების მოხალისე მოსწავლეები ჩაერთნენ და როგორც ქართველ, ისე უკრაინელ ბავშვებთან ერთად სხვადსხვა შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილრობა.
ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს.
11.05.2023 – აიბი მთიებში დაიწყო 2023-2024 სასწავლო წლის განახლებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებზე მუშაობა.
კომპანიის დამფუძნებლებისათვის წლის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნა.
10-11 მაისს აიბი მთიებს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ IB წარმომადგენლები IB ბორდის წევრები: ლეილა ბეკერი (კომპანიის დირექტორი) და კადრი აკდემირი (ფინანსური მენეჯერი).
მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ სკოლის მმართველ გუნდს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა თუ პერსპექტივებზე, ასევე შეიმუშავეს აიბი მთიების განვითარების სტრატეგიები. აღნიშნული საკითხი უმოკლეს დროში განიხილება IB -ს ბორდზე.
11.05.2023 – აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იმიტირებული ეროვნული გამოცდები შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- მათემატიკა
- ისტორია
- ბიოლოგია
გამოცდები წარიმართა ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კომპიუტერულ აუდიტორიებში.
იმიტირებული გამოცდები ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ ზუსტად იმ სტილის გამოცდისთვის, რაც მათ ჩაუტარდებათ ზაფხულში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე.
დიდი მადლობა სეუს უნივერსიტეტს მე-12 კლასელებისთვის სტუდენტური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.
12.05.2023 – აიბი მთიების ტრანზიტული სკოლა ერთი დღით პურის მუზეუმად გადაიქცა.
მოსწავლეებმა 30 მდე სახეობის უნიკალური პური გამოფინეს და დამთვალიერებელს წარუდგინეს.
ეროვნულ სამოსში შემოსილმა მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა ქართული ფოლკლორის შესახებ და ყველა თაობის სტუმარს გაუზიარეს პოეზიით, სიმღერით, სამოსითა და ქართული ტრადიციული გემოებით.
ფოლკლორის დღეები აიბი მთიებში გრძელდება.
15.05.2023 – აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა გერმანული და რუსული ენების სამოტივაციო შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე “ცხოველთა სამყაროში”.
მოსწავლეები ესტუმრნენ ზოოპარკს, დაათვალიერეს ცხოველები, გააკეთეს საკუთარი ხელით შექმნილი წიგნების პრეზენტაცია და ერთმანეთს მიღებული ცოდნა გაუზიარეს უცხო ენებზე.
მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.
15.05.2023 – აიბი მთიების მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტის “გაეცანი პროფესიებს” ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული პროგრამები.
მოსწავლეები მომავალი სასწავლო წლიდან კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
აიბი მთიები დიდ მადლობას უხდის კოლეჯ სპექტრის გუნდს თანამშრომლობისთვის და მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
18.05.2023 – აიბი მთიები მონაწილეობას იღებს
საერთაშორისო ასოციაცია (IEA)-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში (Timss), რომლის მიზანია შეისწავლოს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მიღწევები.
კვლევაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები, მათი მშობლები, პედაგოგები და დირექტორი.
პროექტი მოიცავს ინტეგრირებულ ტესტირებებს სხვადასხვა საგნების გაერთიანებით და მიმდინარეობს სრულად ელექტრონულად.
ტესტირებაში ჩართული იყვნენ აიბი მთიების მე-4 კლასისა და მე- 8 კლასის მოსწავლეები.
პროექტი ემსახურება მოსწავლეთა ცოდნის დონის, კრიტიკული აზროვნებისა და სამოსწავლეო უნარების გაზომვასა და განვითარებას.
19.05.2023 – “მომავლის აიბი მთიები”
აიბი მთიებში გრძელდება ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული დაგეგმარება და 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტების განსაზღვრა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა STEAM მეთოდოლოგიის ჩართვას სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში.
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში, STEAM-ის მეთოდოლოგიის დანერგვამ მიმდინარე სასწავლო წელს, აიბი მთიების უმაღლესი სკოლის აკადემიურ პროექტებსა და გაკვეთილებში, წარმატებით განახორციელა პროცესები.
ინჟინერია, ეკონომიკა, რობოტიკა, პრეკალკულუსი, ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლები, ბიზნეს ინგლისური, მათემატიკა და არქიტექტურა არის ის საგნები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის „მომავლის მთიები“ შესრულებაში.
X და XI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს მათი ხედვით სასწავლო პროცესის განვითარებაზე ორიენტირებული მისია, კონცეფცია, კურიკულუმის სქემა, ტექნოლოგიურად აღჭურვილი სასკოლო ინფრასტრუქტურა და ბიზნეს გეგმა და ასევე გაკვეთილის პროცედურის ახალი ფორმა.
აიბი მთიების ადმინისტრაციისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობითა და თანამშრომლობით წარმოდგენილი იდეები გათვალისწინებული იქნება აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მომავალი სასწავლო წლის დაგეგმარებაში.
წარმოდგენილ პროექტებში გამოირჩეოდა:
- 10 ტ1 კლასის პროექტის „მომავლის მთიები“-ს კონცეპტუალური გეგმის თეორიული და პრაქტიკული ნაშრომი. პროექტის წარმდგენები: ალექსანდრე ჭოველიძე, პეტრე ყალიჩავა, დემეტრე საჯაია და გიორგი ლომთაძე. სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორი: ქეთევან ჯოხაძე.
- 11 ჰ კლასის ინოვაციური სასწავლო-პროგრამული პაკეტი. პროექტის წარმდგენი: გვანცა ძმანაშვილი. სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორი: ლელა ტაბატაძე.
მათ დამსახურებული გამარჯვება და შესაბამისი ჯილდოები მოიპოვეს.
აღსანიშნავია პროფილური სკოლების მენეჯერების ლიკა სოდამონიძისა და პაატა დუმბაძის ჩართულობა პროექტის მომზადებაში.
პროექტის კონსულტანტები იყვნენ: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კოლეჯი სპექტრი.
22.05.2023 – აიბი მთიების პატარა მოსწავლეების ფერადი, მხიარული და საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილები ინგლისურ ენაში.
მესამე კლასელებმა თოჯინების სახელოსნოში იმოგზაურეს და ზღაპრის გმირები გააცოცხლეს ინგლისურენოვანი პერფორმანსით.
პროექტი წარმართეს ინგლისური ენის პედაგოგებმა: ანა გაბელაიამ და ქეთი კინწურაშვილმა.
23.05.2023 – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს ესტუმრა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, დავით ნატროშვილი.
მოწვეულმა სტუმარმა გამართა საინტერესო ლექცია-სემინარი თემაზე: “ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორ ავიცილოთ თავიდად სტრესი.”
აღნიშნულ თემას მოჰყვა საინტერესო დისკუსია მოსწავლეებსა და სპიკერს შორის.
25.05.2023 – აიბი მთიების საბაზო სკოლის აღმზრდელ-პედაგოგებისათვის ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის მიერ ჩატარდა ძალიან საინტერესო ლექცია-სემინარი თემაზე: ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა ინფორმაციულ ეპოქაში.
ემოციური ინტელექტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც საგანმანათლებლო სივრცეში, ისე ყოველდღიურობაში, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობას.
განათლების სისტემაში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან მიმართებაში, ერთერთ მნიშვნელოვან აქტივობად შესაძლებელია განვიხილოთ პედაგოგიური კოლექტივის ფსიქოლოგიური ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილული იქნა კონკრეტული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან და ემოციური ინტელექტის გამოყენებით მათი ეფექტურად გადაწყვეტის საშუალებები.
25.03.2023 – აიბი მთიების დაწყებითი სკოლის IVა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისური ენის შემაჯამებელი ღონისძიება თეატრალური წარმოდგენით “Eureka moment- apple fall! “
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნენ მეცნიერული საწყისებისა და მითოლოგიის თემატიკას, შეისწავლეს კოსმოსური ამბები და კავშირები კოსმოსსა და მითოსს შორის, გაიცნეს მეცნიერები, რომელთაც შექმნეს გზა დიდ აღმოჩენებამდე.
პროექტის დასასრულს კი შთამბეჭდავი თეატრალური წარმოადგენა გამართეს ინგლისურ ენაზე
პროექტის ხელმძღვანელი – ანა ფანჩულიძე, ინგლისური ენის პედაგოგი.
26.05.2023 – STEAM განათლების პროექტის „მომავლის აიბი მთიები“ -ს გამარჯვებულმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექტორატისგან მიიღეს სამახსოვრო პრიზები.
განსაკუთრებული ჯილდოები წილად ხვდათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც პროექტზე მუშაობისა და მისი პრეზენტაციის დროს გამოამჟღავნეს მაქსიმალური ცოდნა, შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნების უნარები:
- 10 ტ1 კლასი: ალექსანდრე ჭოველიძე, პეტრე ყალიჩავა, დემეტრე საჯაია და გიორგი ლომთაძე
- 11 ჰ კლასი: გვანცა ძმანაშვილი;
ჟიურის რჩეული:
- 10ტ4 კლასი: სალომე ჭუმბურიძე, ქეთო გიგუაშვილი, ალექსანდრა ხომერიკი, მარიკო ასიტაშვილი, დავით აბესაძე.
შეგახსენებთ, X და XI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს მათი ხედვით სასწავლო პროცესის განვითარებაზე ორიენტირებული მისია, კონცეფცია, კურიკულუმის სქემა, ტექნოლოგიურად აღჭურვილი სასკოლო ინფრასტრუქტურა და ბიზნეს გეგმა და ასევე გაკვეთილის პროცედურის ახალი ფორმა წარმოდგენილი იდეები გათვალისწინებული იქნება აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მომავალი სასწავლო წლის დაგეგმარებაში.
29.05.2023 – ბოლო ზარი აიბი მთიებში
წელს აიბი მთიების მე-17 გამოშვებაა, სკოლა დაასრულა 83-მა მოსწავლემ და მათგან 38 მედალოსანია.
აიბი მთიების საპატიო მოსწავლე გახდა ლიზი მარსაგიშვილი.
ბოლო ზარის აღსანიშნავად სკოლის დამფუძნებლების ორგანიზებით გაიმართა ბანკეტი ყვარელში, მეღვინეობა ხარების ტერიოტორიაზე.
აიბი მთიები ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და უსურვებს ძალიან დიდ წარმატებას ცხოვრების საინტერესო გზაზე.
10.06.2023 – საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის -„ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიები“ – ს მოსწავლე ალექსანდრე გუგუნავა გახდა.
ალექსანდრეს SEU – სგან სპეციალური პრიზი და 1000 ლარი, გადაეცა.
ასევე დაჯილდოვდნენ აიბი მთიების მოსწავლეები: ლიზი მარსაგიშვილი და გვანცა ძმანაშვილი.
მოსწავლეების წარმატებაში განსაკუთრებით მნიშველოვანი როლი მიუძღვით პედაგოგ მარიამ ჭიკაძეს და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელ ნონა ლეშკაშელს.
პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სკოლა აიბი მთიები.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ბატონი – გიორგი ამილახვარი;
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU – ს დამფუძნებელი და რექტორი ბატონი – გია კავთელიშვილი;
კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“, ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.
აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას!
13.06.2023 – აიბი მთიების პირველ კლასელები სახალისოდ და საინტერესოდ ასრულებენ სასწავლო წელს.
ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება ,,ოქროს გასაღები”.
მოსწავლეებმა შეაჯამეს წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ყველა საგნობრივ დიაციპლინაში.
ღონისძიებაში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი პატარა მოსწავლეების მშობლები.
მოსწავლეებმა საგნობრივი თავსატეხების დახმარებით მოიპოვეს ოროს მონეტები, რომლებიც გადაცვალეს ოქროს გასაღებში და წარმატებით გადავიდნენ სასწავლო წლის მომდევნო საფეხურზე და გახდნენ მეორე კლასელები.
14.06.2023 – აიბი მთიების დაწყებითი სკოლის IV დ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი სამოტივაციო ღონისძიება სპექტაკლის სახით სახელწოდებით “პლანეტა სმაილო”. სპექტაკლის მსვლელობისას პერსონაჟები იძიებდნენ სამყაროში მიმოფანტულ გასაღებებს, რომლითაც ყუთში ჩაკეტილი ღიმილი უნდა დაებრუნებინათ. წარმოდგენის ბოლოს ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ყველაზე მთავარი ღიმილი და ბედნიერებაა.
They are the world, they are the children
პროექტი წარმართა ინგლისური ენის კათედრამ და პედაგოგმა ანა გაბელაიამ.
განსაკუთრებული მადლობა პროექტში მხარდაჭერითვის და დახმარებისთვის მსახიობ კახა გაბელაიას.
14.06.2023 – კომაროვის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ადგილის გამარჯვებული და ოქროს მედალოსანია აიბი მთიების მათემატიკის პედაგოგი ნინო საყვარელიძე, რომელიც უძღვება ჩვენი სკოლის საავატორო კურსს “ეილერის საათს”.
აიბი მთიების დირექტორატი ვულოცავთ მას მასწავლებლების ოლიმპიადაში გამარჯვებას და ვამაყობთ, რომ ჩვენი გუნდის ნაწილია.
გთავაზობთ ინტერვიუს ნინო საყვარელიძესთან:
“ აიბი მთიების მათემატიკის მასწავლებელი 2007 წლიდან გახლავართ. ვთვლი, რომ ამ სკოლაში გატარებულმა წლებმა უამრავი უნარი შემძინა. სკოლა ამ პერიოდში ძალიან გაიზარდა და განვითარდა, შესაბამისად ჩვენც მასთან ერთად გავიზარდეთ და განვვითარდით.
ვთვლი, რომ სკოლაში შეძენილი უნარები მნიშვნელოვნად მიწყობს ხელს ჩემს წარმატებებში.
2019 წელს სიამოვნებით მივიღე ახალი გამოწვევაც, მე-5/6 კლასებისთვის სკოლის საავატორო კურსი “ეილერის საათი” წარმემართა. გამოწვევა რთული და საპასუხისმგებლო იყო, ამავდროულად ძალიან საინტერესო.
მინდა მადლობა გადავუხადო აიბი მთიებს უწყვეტი განათლებისა და განვითარებისკენ სწრაფვისთვის.
ასევე დიდი მადლობა კომაროვის სკოლას მათემატიკის მასწავლებლების წახალისებისათვის და ასეთი მასშტაბური ოლიმპიადის ორგანიზებისთვის, რაც ქართველ მასწავლებლებს თვითგამოვლენის საშუალებას გვაძლევს.”