საბაზო განათლება - ინტელექტუალური განვითარების მყარი საფუძველი
საბაზო განათლების აკადემიური პროგრამები ხელს უწყობს მოზარდის ინტელექტუალურ და ფსიქო-ემოციურ განვითარებას. უზრუნველყოფს სწავლების თანამედროვე მოდელებით გათვალისწინებულ მაღალი ხარისხის განათლებას. სწავლების სტრუქტურა და სისტემა მოსწავლეს უვითარებს: სოციალურ პასუხისმგებლობას, აცნობს სამოქალაქო კეთილდღეობის არსს, კულტურულ მარკერებს, ხელს უწყობს ინფორმაციის სელექციისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებას.
პრიორიტეტული სწავლების პროგრამა
აკადემიური დარგების სრულყოფილად შესწავლის მიზნითა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით საბაზო სკოლაში სასწავლო პროგრამები კონცენტრირებულია სამ დარგობრივ ჯგუფში, რომელიც ზუსტი, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერებების სრულ სპექტრს მოიცავს.
ძირითად აკადემიურ პროგრამებში ინკორპორირებულია ისეთი არაპროგრამული საგნები როგორიცაა: ხაზვა/არქიტექტურა, ხაზვა/მოდელირება, ეკონომიკა, ბიზნეს ინგლისური, მსოფლიო ლიტერატურა და ინგლისური ლიტერატურა, რაც მიმართულია მოსწავლეთა უფრო საფუძვლიანი და მრავალმხრივი განათლებისკენ
სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია შემდეგი აკადემიური სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობებით
*
*
*
*
დავალებები
*
*
*
საათი
*
სასწავლო-სააღმზრდელო სტრუქტურა თავის მხრივ განაპირობებს
თეორია პრაქტიკაში
საბაზო სკოლის აკადემიური პროექტი “ლაბორატორია”
სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი ლაბორატორია, ეს არის კვლევითი და შემოქმედებითი აქტივობების ერთობლიობა მიმართული კრიტიკული და ინტეგრირებული აზროვნების ელემენტების და გუნდური მუშაობის განვითერებისკენ, შედეგად მოსწავლე:
- აზოგადებს და პრაქტიკულად იყენებს საგნობრივ ცოდნას;
- აღიქვამს საგანთაშორის და შიდასაგნობრივ კავშირებს ;
- სწავლობს დროის ორგანიზაციას;
- ავითარებს ასაკის შესაბამის კვლევის ., ანალიტიკური აზროვნებისა და წერის უნარებს;
- ავითარებს დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარს ;
- ეცნობა დასაქმების ბაზარზე არსებულ პროფესიებს ;
- ემზადება სკოლის უმაღლეს საფეხურზე პროექტ “ვიტუსზე” მუშაობისთვის
ფიზიკური განვითარებისა და სოციალური უნარების სინთეზი
აიბი მთიების საბაზო სკოლაში ფუნქციონირებს სააღმზრდელო სამსახური, რომელიც ახორციელებს მოსწავლთა ასაკობრივ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე მორგებულ პროგრამას.
სააღმზრდელო პროგრამის განხორციელება ქმნის სასწავლო პროცესების ხარისხიანი მიმდინარეობისთვის კომფორტულ გარემოს;
საბაზო სკოლაში სააღმზრდელო პროგრამა ურთიერთკავშირშია სასწავლო პროცესთან, ამავე დროს დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას;