ელემენტალური სკოლა
დაწყებითი სკოლის პირველი საფეხური

ელემენტალური სკოლის მიზანია განავითაროს აღსაზრდელის ცნობისმოყვერე ბუნება, რაც პირდაპირ გამოწვევად უნდა იქცეს მოსწავლეთათვის კვლევისა და სწავლის პროცესში.

სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის ამოცანას წარმოადგენს შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად. აღნიშნულ საფეხურზე სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის დაგეგმვა/განხორციელებისათვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ექიმი და ფსიქოლოგი.

სასწავლო - სააღმზრდელო პროგრამა ორიენტირებულია მოსწავლეს:

მისცეს ეროვნული გეგმით გათვალისწინებული და საეთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ცოდნა

განუვითაროს სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში

დაანახოს სამყაროში მიმდინარე პროცესები და დაეხმაროს მის გაცნობიერებაში ასაკის შესაბამისად

ასწავლოს როგორ იფიქროს მისთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ

თემატური სწავლების პროგრამა

აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში ხორციელდება თემატური სწავლება, რაც გულისხმობს, კვირის თემის ირგვლივ ყველა სასწავლო პროგრამული მიმართულების გაერთიანებას.

საგნობრივი პროგრამების დასწავლისათვის პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ ინტერქაციულ თამაშებს კვირის თემატიკის გათვალისწინებით.

ხელოვნების, სპორტის კათედრისა და სააღზრდელო სამსახური კი ზრუნავს თემაზე ორიენტირებული ინტეგრირებული პროგრამით დღე სახალისო და საინტერესო გახადოს აღსაზრდელთათვის, რაც მოსწავლის შემოქმედებითი და თვითგამოხატვის უნარების განვითარების გარანტია.

პროექტებით სწავლების ძირითადი პრინციპები

აკადემიური პროექტი "ყულაბა"

მოისმინე

პროექტის ფარგლებში მოსწლვეს ეძლევა საშუალება მოსიმინოს სხვადასხვა ტიპის ინსტრუქტაჟი და სახალისოდ შეასრულოს დავალებები;

დაიმახსოვრე

პროქტი ყულაბა მოსწავლეს აძლევს საშუალებას კვირის განმავლობაში დასწავლი მასალა შეაჯამოს

გაუზიარე

მოსწავლეს ეძლება საშუალება ნასწავლი ცოდნა გაუზიაროს თანაკლასელებს, თანატოლებს, მშობლებს

მიზნის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს აღსაზრდელის ცნობისმოყვარე ბუნების განვითარება, რაც პირდაპირ გამოევევად უნდა იქცეს მოსწავლეთათვის კვლევისა და სწავლის პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლა, განუვითაროდ შემოქმედებითი შესაძლებლობები, რათა შეძლოს საკუთარი პიროვნული და ინტელექტუალური პოტენციალის სრული რეალიზება. სკოლამდელი ასაკის კლასების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში  აქცენტირებულ საკითხს წარმოადგენს მოსწავლე ჩამოყალიბდეს როგორც:

  • კომუნიკაბელური;
  • რისკიანი;
  • მცოდნე;
  • პრინციპული;
  • მზრუნველი;
  • გონებაგახსნილი;
  • გაწონასწორებული;
  • სამართლიანი.

დასახული მიზნების განსახორციელებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს:

  • დემოკრატიული გარემო;
  • რაცონალური რეჟიმი;
  • საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი პროგრამები, სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალები;
  • მაღალკვალიფიციური კადრები;
  • აღმზრდელ-პედაგოგის ინდტიტუტი;
  • კომფორტული გარემო;
  • საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი სასკოლო რესურსები;
  • საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირი;
  • ინტერკულტურული ყოფა, საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების ჭეშმარიტი გაგება;
  • მშობელთა ჩართულობა: რაც ვლინდება მშობელთა, პერაგოგთა და მოსწავლეთა სხვადასხვა ფორმატით, ერთობლივი მუშაობის პროცესში.

მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისათვის სკოლა ქმნის და ავითარებს  ჰარმონიულ და ეფექტურ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;

სკოლა ორგანიზებას უწევს შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებს და ზრუნავს მოსწავლეთა მორალურ და ფიზიკურ განვითარებაზე;

სკოლა ხელს უწყობს ან/და უზრუნველყოფს მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

სწავლების კურიკულუმი მოსამზადებელ ჯგუფში

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ინგლისური ენა;
  • გერმანული ენა;
  • რუსული ენა;
  • მეცნიერების საწყისები;
  • საქართველოს ისტორია
  • ხატვა;
  • მუსიკა
  • ბალეტი/პლასტიკა;
  • ფიზკულტურა.
  • სამეცადინო საათი;

    სააღმზრდელო თემატური გაკვეთილი:

    • კითხვის საათი;
    • აპლიკაციის საათი;
    • ზნეობის საათი;
    • ანიმაციის საათი;
    • სარელაქსაციო საათი;
    • სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი “ყულაბა”

აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში სასწავლო – სააღმზრდელო პროგრამები ხორციელდება მოსწავლისათვის სასურველ და სახალისო გარემოში

სააღმრდელო პროგრამა ითვალისწინებს: პასუხისმგებლობის, სამყაროს აღქმის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების  უნარების გავითარებას,  რაც  ეხმარება მოსწავლეს სამოსწავლო უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში.

სოფო შარაშიძე

დაწყებითი სკოლის სააღმზრდელო სამსახურის ხელმძღვანელი