დაწყებითი სკოლა

დაწყებითი სკოლის მეორე საფეხური
I-IV კლასები

აიბი მთიების დაწყებითი სკოლის პროგრამა შექმნილია 6 – 9 წლის ასაკის მოსწავლეთათვის, რომელიც განაპირობებს მოზარდის ადრეულ ასაკში სულიერი სამყაროს შექმნას, განუვითარებს ცოდნის შეძენისა და გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო უნარ-ჩვევებს, კრიტიკული აზროვნებას და ასწავლის თუ როგორ ფიქროს. 

დაწყებითი სკოლის სასწავლო პროგრამების ფილოსოფია განსაზღვრავს სკოლის სასწავლო მიზნებსა და მიმართულებებს.

დაწყებითი სკოლის სასწავლო პროგრამების ძირითადი ორიენტირია მოსწავლეს განუვითარდეს დამოკიდებულებები:

შემიძლია ვაკეთო დამოუკიდებლად

დარწმუნდეს საკუთარ 

შესაძლებლობებში

მე ამ გუნდის
წევრი ვარ

გახდეს სოციუმის წევრი

სწავლა სიახლის
აღმოჩენაა

პოზიტიური დამოკიდებულება სწავლის მიმართ

აკადემიური პროექტი "საგნობრივი სახელოსნო"

გაეცანი

მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მისთვის საინტერესო არაპროგრამულ მასალას; 

გააკეთე შენი ხელით

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეს შესაძლებლოა აქვს შექმნას რეალური პროდუქტი;

წარმოადგინე

მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს, მიღებული ცოდნის საფუძველზე, საკუთარი ხელით შექმნილი პროდუქტი;

ტრანზიტული სკოლა

დაწყებითი სკოლის მესამე საფეხური
V-VI კლასები

დაწყებითი სკოლის ბოლო, დამამთავრებელი ეტაპი შედგება ორი საფეხურისგან, V – VI კლასი. აღნიშნულ ეტაპზე ხორციელდება გამჭოლი ნაგებობის შექმნა, რაც ქმნის შესაძლებლობას დაშენდეს საბაზო სკოლაში სასწავლო პროგრამული მიზნები.

ტრანზიტული სკოლის მოსწავლეს აქვს საშუალება, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიით შეიმეცნოს და აღმოაჩინოს ყველა სასწავლოსაგნობრივი დისციპლინის მნიშვნელოვანი აქცენტები და დაინახოს მისის რაობა ცხოვრებისეულ სამყაროში.

ტრანზიტული სკოლის კონცეფციის მაღალი სტანდარტით განხორციელებას ემსახურება აიბი მთიების საავტორო პროგრამები:

აკადემიური პროექტი "კრეატივი"

აღიქვი

მოსწავლეს ეძლევა საშუალება პროექტის ფარგლებში გაანალიზოს  მოსაძიებელი მასალა

აღწერე

მოსწავლეს ეძლევა საშუალება აღწეროს პროექტის თემით გათვალისწინებული პროცესები

თქვი შენი

მოსწავლეს ეძლევა საშუალება პროექტის ფარგლებში გამოხატოს მისი დამოკიდებულება შემოქმედებითად

სწავლების კურიკულუმი დაწყებით სკოლაში

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ინგლისური ენა;
  • გერმანული ენა;
  • რუსული ენა;
  • მეცნიერების საწყისები;
  • საქართველოს ისტორია
  • ხატვა;
  • ხელოვნება/მოდელირება;
  • მუსიკა
  • ბალეტი;
  • სპორტი;
  • ჭადრაკი.
  • საბავშვო ლოგიკა;
  • ქართული წერა;
  • მსოფლიო ლიტერატურა;
  • ეილერის საათი;
  • პასკალის გაკვეთილი;
  • საკომუნიკაციო ინგლისური

სააღმზრდელო პროგრამა

 სააღმზრდელო პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლის სამოსწავლეო უნარების   განვითარებას:

  • ფასეულობითი განათლების მიღებას;
  • პიროვნების ჩამოყალიბებას.

ხელოვნების ინტეგრირებული სასწავლო კურსი

საგანთა ინტეგრირებული პროგრამა ხელს უწყობს:

  • მოსწავლის შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
  • აიბი მთიებში საინტერესო სასკოლო დღის რეჟიმს.

სოფო შარაშიძე

დაწყებითი სკოლის სააღმზრდელო სამსახურის ხელმძღვანელი