2024-2025 სასწავლო წელი
14.09.2024 – დაიწყო ახალი საიუბილეო 2024-2025 სასწავლო წელი – ახალი ერა IB მთიებში.
წელს, IB მთიები იწყებს ინსპირაციულ მოგზაურობას — “მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო”. ეს არის სრულიად ახალი საგანმანათლებლო ხედვა.
გვსურს, ყველამ ერთად, ჩვენი თანამოქმედებით, ჩამოვაყალიბოთ მომავლის სამყარო.
ინოვაციური აზროვნებით, ერთობლივი ძალისხმევითა და მდგრადი პრაქტიკის მეშვეობით განვახორციელოთ ცვლილებები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში.
22.09.2024 – 2023-2024 წლის აიბი მთიების წარმატებული კურსდამთავრებულები!
დიდუბის რაიონის დეპუტატმა , გივი ჩხარტიშვილმა და გამგებელმა , ლადო ძნელაძემ, ჩვენს მედალოსნებსა და კურსდამთავრებულებს წარმატებული სტუდენტობა მიულოცეს!
სიგელები და სასაჩუქრე ბარათები – ჩვენი წარმატებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან უკეთეს მომავალს!
ღონისძიება გაგრძელდა სასიამოვნო გარემოში, სადაც კურსდამთავრებულებმა და მასწავლებლებმა ერთად აღნიშნეს ახალი ცხოვრების დასაწყისი.
15.10.2024 – ხარისხიანი განათლება — გზა მდგრადი მომავლისაკენ!
2024-2025 სასწავლო წლისთვის, აიბი მთიების მენეჯმენტის გუნდი გამორჩეული აქცენტით იწყებს ახალი ეტაპს ხარისხის მართვაში.
ჩვენი მიზანია სწავლების ხარისხის მუდმივი ამაღლება, რაც მოიცავს არა მხოლოდ ახლა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, არამედ ყოველდღიური პროცესების გაუმჯობესებას.
15.10.2024 – აიბი მთიების 2024-2025 წლის პროექტმა – „მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო“ – სტარტი აიღო!
ეს უბრალოდ მოგზაურობა არაა – ეს არის მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თაობას, რომელიც ზრუნავს გარემოზე, უფრთხილდება კულტურულ მემკვიდრეობას და მზადაა, შექმნას მდგრადი და უკეთესი მსოფლიო
ბოლნისი, დმანისი, ტანძია – ეს ჩვენი პირველი გაჩერებებია, სადაც აიბი მთებისა და კემბრიჯის St. Andrew’s College-ის Pre-A Level-ის სტუდენტებმა იმოგზაურეს.
ისინი არიან ცვლილებების ინიციატორები, მომავლის ლიდერები – ახალი ძალა, რომელიც აღადგენს და განავითარებს მსოფლიოს!
გაიხსენეთ, რომ თითოეული ჩვენგანი ვქმნით მომავალს – მოგვყევით და იყავით ამ მოგზაურობის ნაწილი!
19.10.2024 – აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის’’ მრავალწლიანი თანამშრომლობა გრძელდება ერთობლივი პროექტის ,,სამკუთხედი” ფარგლებში!
წელს 131 მეთერთმეტე კლასელი მოსწავლე გაივლის 3-თვიან სასერტიფიკატო კურსს 10 პროფესიის მიმართულებით. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ჩვენ სიახლე გვაქვს!
წელს, პირველად, აიბი მთიების მოსწავლეს ეძლევა უნიკალური შანსი:
- გაიაროს საწარმოო პრაქტიკები და რეალურად გამოცადოს საკუთარი შესაძლებლობები სამუშაო გარემოში!
- მიიღოს პრაქტიკული ცოდნა და უნარები რომლებიც აუცილებელია პროფესიული წარმატებისთვის!
- გაეცნოს თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს და უკეთ გაიგოს, როგორ უნდა მოემზადოს პროფესიული კარიერისთვის!
- გაიცნოს სხვადასხვა კომპანიები რაც აძლევს დამატებით შესაძლებლობებს კარიერის დაწყებაში!
ვთანამშრომლობთ მდგრადი მომავლისათვის.
24.10.2024 – გრძელდება პროექტი „მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო!“
ამჯერად ჩვენი XI კლასის მოსწავლეებმა
მოინახულეს ჯამბაკურ ორბელიანის სახლ-მუზეუმი, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მათ დაინახეს, როგორ იზრუნონ ამ ისტორიული ადგილის შენარჩუნებაში.
სოფელ ქვახვრელში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებით, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ მათი მოსმენა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
„მიტრას მარანში“ ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობა მიიღეს რთველში და შეეძინეს უძველესი ტრადიიცის ახალი გამოცდილება
გაასუფთავეს გორიჯვრის ტერიტორია გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიზნით
წარმოიდგინეთ, როგორ ვცხოვრობთ და ვინ ვართ! მოდით ერთად ვიზრუნოთ ამ ქვეყანისა და მსოფლიოს უკეთესობისკენ!
01.11.2024 – “მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო” – ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
აიბი მთიებმა თავის მე-10 კლასელებს ტაო-კლარჯეთის მემკვიდრეობის წიაღში დაუვიწყარი ექსპედიცია მოუწყო.
საქართველოს ისტორიის ფესვებთან შეხების ეს მოგზაურობა ემოციურ და კულტურულ თავგადასავლად იქცა.
როგორია, როცა მოზარდები პირველად ხედავენ სამშობლოს ისეთ სიღრმეს, რომელიც არამხოლოდ ისტორიის ფაქტებს, არამედ სულიერ სიმდიდრესაც უქმნის? როგორ აისახება თითოეულ მათგანში ამ მოგზაურობის გამოცდილება? ნახეთ, როგორ აღმოაჩინეს ტაო-კლარჯეთის უძველესი ძეგლები, გადაიღეს და ჩაიწერეს მათი შთაბეჭდილებები და თბილისს დაუბრუნდნენ განსაკუთრებული მისიისთვის – ამ ისტორიის გაზიარებისთვის.
თუ გსურთ ნახოთ, როგორ იცვლება ახალგაზრდების თვალით დანახული საქართველო, თუ გინდათ გაიგოთ, რა გრძნობაა ჩვენი მიწის წიაღში ამ ღირებულებების პოვნა – შემოგვიერთდით და გააცოცხლეთ ტაო-კლარჯეთის სული ამ ფილმთან ერთად.
05.11.2024 – აიბი მთიებისა და კოლეჯ სპექტრის პარტნიორობა უკვე მე-6 წელია დუალური განათლების პროექტით “სამკუთხედი” გრძელდება!
ჩვენი მე-11 კლასელებისთვის პირველმა ლექციებმა წარმატებით ჩაიარა! მომდევნო 3 თვის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ პრაქტიკულ უნარებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
- კერამიკა
- ხის მხატვრული დამუშავება
- შრომის უსაფრთხოება
- ავტომობილის ძრავის შეკეთება
- ელექტროობა
- ვებ დიზაინი
- წყალმომარაგების სისტემები
- შედუღება და სხვა.
პირველმა ლექციებმა უკვე აჩვენა, რომ მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად!
პროექტი „სამკუთხედი“ – რეალური გამოცდილება რეალური წარმატებისთვის!
08.11.2024 – ISO 9001:2015 სტანდარტის აუდიტის ფარგლებში, აიბი მთიებში ვიზიტით იმყოფებოდა ქალბატონი ჯავიდან მელიკოვა.
ვიზიტის ფარგლებში, მან ჩაატარა მნიშვნელოვანი შეხვედრები სკოლის დამფუძნებელთან, ნინო ჩიკვაიძესა და მართვის გუნდთან. ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა მენეჯმენტის ეფექტურობა და ცვლილებების მართვის სტრატეგიები, რაც უზრუნველყოფს აიბი მთიების განგრძობად განვითარებასა და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.
11.11.2024 – აიბი მთიების ისტორიაში პირველი საერთაშორისო პროგრამა – კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯის Pre A Level – უკვე რეალობად იქცა!
მესამე თვეა, რაც ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კავკასიის უნივერსიტეტისა და English Book Education-ის ექსპერტებთან ერთად ჩავატარეთ ხარისხის კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამის გაუმჯობესებას და განვითარების ახალ შესაძლებლობებს..
კავკასიის უნივერსიტეტი წლებია, აქტიურად მონაწილეობს ჩვენი პროგრამის დაგეგმარებასა და მონიტორინგში, რაც პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პარტნიორ კავკასიის უნივერსიტეტს და მის პრეზიდენტს, კახა შენგელიას, ასევე ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენლებს, ირაკლი სვანიძესა და ანა დოლიძეს, და English Book Education-დან ეკა იაკობაშვილს – მათი ერთგულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
15.11.2024 – Ib მთიებმა უმასპინძლა კემბრიჯის St. Andrew’s College დირექტორს, ბატონ ვეინ მარშალს, რომელიც პირველად ეწვია საქართველოს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბატონმა მარშალმა სამი დღის განმავლობაში დაათვალიერა ჩვენი Pre-A Level პროგრამის სასწავლო მასალა, შეხვდა მოსწავლეებსა და პედაგოგებს და დაესწრო საგაკვეთილო პროცესს.
ვიზიტის განსაკუთრებული ნაწილი ქართული კულტურის გაცნობა იყო, რომელსაც მასპინძელი, Ib მთიების დამფუძნებელი ნინო ჩიკვაიძე და მართვის გუნდი უძღვებოდა.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული საგანმანათლებლო სივრცისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებაში.
ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ ვიზიტის მთავარი მომენტები.
21.11.2024 – ექსპედიცია კასპში პროექტის “მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო” ფარგლებში!
IB მთების მე-12 კლასის მოსწავლეები ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელწიფო პროგრამებში პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ჩაერთვნენ ქართლის რეგიონში უნიკალურ ექსპედიციაში.
პროექტის ფარგლებში, მათ გაერთიანეს ცოდნა, ინიციატივები და ეკო აქციები, რომ უკეთ შეისწავლონ რეგიონის ისტორიული და ტურისტული პოტენციალი
ეს არის თაობა, რომელიც ქმნის ცვლილებებს ადგილობრივად და გლობალურად!
28.11.2024 – საახალწლო სიხარული აიბი მთიებში!
ჩვენი სკოლა უკვე მანათობელი სანათებით, თბილი ფერებითა და საახალწლო განწყობით არის სავსე!
მაგრამ საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ გველის…
25 დეკემბერს გეპატიჟებით დიდ დღესასწაულზე, სადაც გელოდებათ მხიარული აქტივობები, მუსიკა და დაუვიწყარი სიურპრიზები!
მოდით, ერთად გავატაროთ დრო, ვიმხიარულოთ ახალი 2025 წლის მოლოდინში!
რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი? გაგვიზიარეთ კომენტარებში და ერთად შევქმნათ საახალწლო განწყობა!
02.12.2024 – Ib Mthiebi ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ხაზგასმით ვაცხადებთ:
ჩვენი გადაწყვეტილება ევროპაა!
ჩვენი სკოლა წარმოადგენს ევროპული ღირებულებებისა და კულტურის ორგანულ ნაწილს, რაც ვლინდება:
განათლებაში, კულტურაში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.
ეს ფასეულობები ჩვენი სკოლის ყოველდღიურობას განსაზღვრავს!
მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ვაგრძელებთ დასავლური მისიის გზას!
04.12.2024 – 4 დეკემბერი: მსოფლიო ერთიანდება პლანეტის დასაცავად!
დღეს, 4 დეკემბერს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს CNN-ის Call to Earth Day დღეს, რომელიც მიზნად ისახავს პლანეტის დაცვასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აიბი მთიები ამ გლობალური მოძრაობის მონაწილეა.
ჩვენი პროექტი, „მოიარე, მოუარე და დაანახე საქართველო’’ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.
საერთაშორისო ინიციატივებში მონაწილეობა ჩვენი მოსწავლეებისთვის გლობალურად ფიქრისა და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების საუკეთესო შესაძლებლობაა.
17.12.2024 – პარტნიორობის ახალი ეტაპი განათლებისა და განვითარების სფეროში!
დღეს IB მთიების გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩიკვაიძემ და Webster University Georgia-ს წარმომადგენლებმა: ნათია მაღალაშვილმა, თათია ბრეგვაძემ მნიშვნელოვანი მემორანდუმი გააფორმეს.
ერთობლივი ძალისხმევით ვამკვიდრებთ ინოვაციურ და პროგრესულ მიდგომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ამაღლებას და საერთაშორისო წარმატებების მიღწევას.
მეტი შესაძლებლობა, მეტი განვითარება!
22.01.2025 – IB მთიების დაუვიწყარი ზამთრის ბანაკი დასრულდა!
ჩვენი მოსწავლეები საოცარ თავგადასავალში ჩაერთვნენ! დაიპყრეს დიდველის სათხილამურო ტრასები და გაატარეს დაუვიწყარი დრო მეგობრებთან ერთად.
ეს იყო ემოციებით, სიხარულით და დაუვიწყარი მომენტებით სავსე დღეები, რომლებმაც ზამთრის არდადეგები კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა!
მადლობა ყველა მონაწილეს და მშობელს!
შევხვდებით მომდევნო თავგადასავალზე!
23.01.2025 – აიბი მთიების საჭადრაკო კლუბის ზამთრის თასის პატარა ჩემპიონები.
ჩვენმა ჭადრაკის პატარა ვარსკვლავებმა თავიანთი ნიჭით და მონდომებით საოცარი წარმატებები გვაჩვენეს!
გაიცანით ჩვენი გამარჯვებულები!
მადლობას ვუხდით ჩვენს შესანიშნავ პედაგოგს, პარმენ გელაზონიას, ამ განსაკუთრებული მომენტისათვის!
05.02.2025 – რაინდობა ჩვენთვის მხოლოდ სიტყვა არ არის – ეს არის ღირებულებების სამყარო, სადაც ყოველი მოსწავლე სწავლობს ქალის პატივისცემას, სუსტის მხარდაჭერას, ეკოლოგიის გაფრთხილებას, ქველმოქმედებას, სამშობლოს სიყვარულსა და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას.
აიბი მთიებში „რაინდობის“ 25-ე ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომელიც დასრულდება ქართველთა უპირველესი რაიდნის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს.
დარჩით ჩვენთან ერთად – კვირეულის ყოველი მომენტი შთამბეჭდავია!
05.02.2025 – ქველმოქმედი რაინდები!
აიბი მთიების უფროსკლასელები გაერთიანდნენ კათარზისის პროგრამის მხარდასაჭერად,
რაინდობის კვირეულის ფარგლებში სიკეთესთან და ზრუნვასთან ერთად!
მოდი, ვაქციოთ ჩვენი ძალისხმევა გულისხმიერ და კეთილ საქმეებად!
06.02.2025 – რაინდობის კვირეული გრძელდება!
უფროსკლასელები თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში!
ინსპირაცია, გამოცდილება და ლიდერობის გაკვეთილები!
თავდაცვა, ერთგულება და გუნდურობა – ყველაფერი, რაც ნამდვილ რანდულ ქცევას განსაზღვრავს.
07.02.2025 – ახალგაზრდა რაინდები განათლების მხარდასაჭერად!
რაინდობის კვირეულის ფარგლებში, აიბი მთიების თინეიჯერებმა წამოიწყეს ინიციატივა #NextGenSupport!
World Vision-თან ერთად, მათ გორის რაიონის ბაღებსა და სკოლებში გადასცეს საჭირო ნივთები, წიგნები და რესურსები, რაც განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
მომავალი თაობა დღეს ქმნის ცვლილებებს უკეთესი მომავლისათვის!
07.02.2025 – აიბი მთიების ახალგაზრდა რაინდები სიცოცხლის გადასარჩენად!
რაინდობის კვირეულის ფარგლებში, აიბი მთიების მე-12 კლასელები ესტუმრნენ სისხლის ბანკს, სადაც დონაციის მნიშვნელობას გაეცნენ, ხოლო აქციაში მონაწილეობა მათმა მშობლებმა და პედაგოგებმა მიიღეს.
პატარა ნაბიჯი – დიდი სიკეთე!
მომენტები, სადაც ჩვენი მოსწავლეები რეალურ ცვლილებებს ქმნიან.
07.02.2025 – რაინდის ისტორია – პატარა გმირების შემოქმედება!
წარმოსახვა, შემოქმედება და პატარა გმირები დიდი იდეებით!
პატარების მიერ შექმნილი უნიკალური ისტორიები!
07.02.2025 – აიბი მთიების 2025 წლის რაინდები!
კლასის გოგონებმა წლის რაინდები, ხოლო სკოლის ქალბატონებმა სკოლის რაინდები დაასახელეს.
სიგელების გადაცემა საზეიმო ცერემონიაზე – პატივისცემა მათ, ვინც ამას იმსახურებს!
07.02.2025 – რაინდობის გზა დაიწყო!
კვირეულის კულმინაცია – აიბი მთიების ყველაზე პატარა მოსწავლეები ქართული ეროვნული სამოსით დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში.
მათი რაინდობის პირველი ნაბიჯები – ტრადიციების პატივისცემა და მომავლის რწმენა!
იხილეთ ამ განსაკუთრებული დღის ყველაზე ამაღელვებელი კადრები.
10.02.2025 – აკადემიურ საგნებს მიღმა კარიერული პერსპექტივების აღმოჩენა!
დაფიქრებულხართ, როგორ უკავშირდება შენი საყვარელი საგანი მომავალ პროფესიებს?
აიბი მთიებისა და კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯის სტუდენტებმა Pre-A Level-ის პროგრამის გავლისას ეს კავშირები დაინახეს!
საინტერესო შეხვედრაზე მასწავლებლებმა სტუდენტებს აჩვენეს:
- როგორ შეუძლია ბიოლოგიას გზა გაუკვალოს მედიცინასა და ეკოლოგიას;
- როგორ აქცევს ფიზიკა ინჟინერიას და კოსმოსურ მეცნიერებას რეალობად;
- რატომაა ისტორია ძლიერი იარაღი საერთაშორისო ურთიერთობებსა და კულტურულ კვლევებში;
- როგორ ქმნის მათემატიკა თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველს.
აიბი მთიებში არა მხოლოდ სწავლობ – შენ შენს მომავალს ქმნი.
10.02.2025 – “როგორ ვასწავლო ჩემს შვილს დამოუკიდებლობა?!”
ამ კითხვას ალბათ ყველა მშობელი სვამს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი შვილი თინეიჯერია.
აიბი მთიების “მშობელთა სივრცეში” დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ:
- როგორ დავეხმაროთ თინეიჯერს გახდეს თვითდაჯერებული და პასუხისმგებლიანი;
- როგორ შევინარჩუნოთ ნდობა მშობელსა და ბავშვს შორის;
- როგორ დავძლიოთ დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების გამოწვევები.
შემოგვიერთდით შემდეგ შეხვედრებზე.
13.02.2025 – აიბი მთიები – ცოდნა, რომელიც მდგრად მომავალს ქმნის!
დღეს აიბი მთიების დამფუძნებელი , ნინო ჩიკვაიძე და უმაღლესი სკოლის მართვის გუნდი ლიბრა ალიანსის ხელმძღვანელს, პროფესორ მეჰდი მაჯიდს და გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორს, თამარ ბიწაძეს მასპინძლობს!
პროფესორი მეჰდი მაჯიდი – მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და განათლების სფეროში, რომლის ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ინიციატივებისთვის.
აიბი მთიები 2025 წელს განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მდგრად განვითარებაზე!
დღევანდელი შეხვედრა კი ახალი იდეების გაცვლას, ხედვების გაფართოებას და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გახსნას ემსახურება.
გრუნის მრავალწლიანი პარტნიორობისთვის დიდი მადლობა!თქვენთან ერთად ვქმნით ძლიერ, ინოვაციურ და მდგრად მომავალს!
აიბი მთიები – იქ, სადაც განათლება ქმნის ცვლილებებს უკეთესი მსოფლიოსთვის!
14.02.2025 – უნიკალური პარტნიორობა განათლებაში!
აიბი მთიები და კოლეჯი სპექტრი წლების განმავლობაში ერთობლივად ავითარებენ დუალური განათლების პროექტს, რომელიც მოსწავლეებს პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიულ უნარებს სთავაზობს.
თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის, როდესაც მოსწავლე, პედაგოგი და მშობელი ერთიანდებიან
ეს თანამშრომლობა ქმნის ინოვაციურ გარემოს, სადაც სწავლა, პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება ერთიანდება. სწორედ ამ ერთიანობის შედეგი იყო ღია კარის დღე კოლეჯში
მალე! აიბი მთიები და კოლეჯი სპექტრი წარმოგიდგენთ ერთობლივ გამოფენა-კონფერენციას!
გახდით ამ უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილების ნაწილი!
26.02.2025 – IB Mthiebi Basketball Team – ვერცხლის მედალი და ოქროს სულისკვეთება!
ვულოცავთ ჩვენს უძლიერეს გუნდს! 2025 SRAA Tbilisi Classic Basketball Tournament-ზე გუნდმა დაუვიწყარი ბრძოლით ვერცხლის მედალი მოიპოვა!
ამაყები ვართ თქვენით :
ნიკოლოზ ხარაშვილი (გუნდის კაპიტანი)
გიორგი ჭინჭარაული
მიშო მარტინენკო
დიმიტრი მჭედლიშვილი
ნიკოლოზ კენჭუაშვილი
ანდრია ესაკია
გიორგი გოჩაშვილი
გუგა ბახსოლიანი
ნიკოლოზ გამისონია
გიორგი კიკნაველიძე
გიორგი ქარუხნიშვილი
გიგა მურადაშვილი
გუნდის მთავარი მწვრთნელი: გიორგი ბახტაძე
მწვრთნელის ასისტენტები: სანდრო ტატულაშვილი და არჩილ შარაშიძე
ეს მხოლოდ დასაწყისია – მომდევნო გამარჯვებებს ველით!
28.02.2025 – STEAM კვირეული „მომავალის სათამაშო“ – ინსპირაცია ქართული ანიმაციიდან!
აიბი მთიების დაწყებით სკოლაში მომავლის ფერადი სამყარო შევქმენით!
ბავშვებმა ხელოვნება, მუსიკა, ქართული ენა, ისტორია, მათემატიკა და მეცნიერება გამოიყენეს, რათა მომავლის სათამაშო შეექმნათ – ისეთივე ფერადი, საინტერესო და ინოვაციური, როგორიც მათი წარმოსახვაა!
გვადევნეთ თვალი , წინ უამრავი საინტერესო ამბები გველის.
28.02.2025 – კვლევისა და ინოვაციის სივრცე აიბი მთიებში!
ჩვენთვის ინოვაცია და კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ცენტრალური მიმართულებაა !
წელს აიბი მთიების ზუსტი და ტექნიკური მეცნიერებების კათედრის მიერ პირველად ჩატარდა შიდა სასკოლო კონფერენცია, რომელიც ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით მოსწავლეთა ანალიტიკურ აზროვნებასა და კვლევით უნარებს ავითარებს
ეს მხოლოდ დასაწყისია – ჩვენთან სწავლა არის კვლევა, აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნა!
04.03.2025 – აიბი მთიების მოსწავლეები შიდა ქართლის მდგრადი მომავლისთვის!
რა ქმნის მდგრად განვითარებას? იდეები, ახალგაზრდობა და მოქმედება!
27 თებერვალს კასპის ტექნოპარკში აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს ინოვაციური ხედვები, რომლებიც შიდა ქართლის განვითარებას ახალ ენერგიას მატებს.
მძიმე მეტალები ბუნებაში?
სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიები?
ტურისტული გზამკვლევი, რომელიც შიდა ქართლს ხელახლა აღმოგვაჩენინებს?
ეს მხოლოდ დასაწყისია! მათი პრეზენტაციები, დისკუსიები და ვიდეომასალები შთააგონებს ცვლილებებს და რეალურ ნაბიჯებს რეგიონული განვითარებისკენ.
გამოგვყევით და გაიგეთ, რას ფიქრობენ აიბი მთიების მოსწავლეები შიდა ქართლის მდგრად მომავალზე – ნახე ვიდეო!
დიდ მადლობას გადავუხდით, კასპის მუნიციპალიტესა და ტექნოპარკს თანამშრომლობისათვის.
05.03.2025 – TOEFL ოლიმპიადა – უნიკალური შესაძლებლობა აიბი მთიებში!
უპრეცედენტო პროექტი საქართველოში!
აიბი მთიები ერთ-ერთია იმ პირველ სკოლებს შორის, რომელიც მონაწილეობს TOEFL ოლიმპიადაში, უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივაში, რომელიც ETS Global-თან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველო მეორე ქვეყანაა, რომელიც ამ მასშტაბურ პროექტში ჩაერთო!
აიბი მთიებში მოდელირებული ტესტირება ჩატარდა მე-3-დან მე-12 კლასის ჩათვლით – ყველა ასაკობრივ კატეგორიაში! ჩვენი მოსწავლეები უკვე მზად არიან დიდი გამოწვევისთვის!
ოლიმპიადის გამარჯვებულებს ეძლევათ სრული დაფინანსება დიდ ბრიტანეთში ორკვირიან საზაფხულო სკოლაში!
ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ვაძლევთ ახალ შესაძლებლობებს და საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებას!
მადლობას გადავუხდით პროექტის ხელმძღვანელს მარიკა ცენტერაძესა და მენეჯერს ია ზურიაშვილს, პროექტის წარმმართველებს:
- ნანუკა მირუაშვილი;
- თეონა სამაკაშვილი;
- თეონა დენოზაშვილი;
- ნინა რაშოიანი.
14.03.2025 – გზა მრავალწლიანი პარტნიორობიდან დიდ პროექტამდე!
2019 წლიდან კოლეჯი „სპექტრი“ და კერძო სკოლა „აიბი მთიები“ მე-11 კლასის მოსწავლეებს ხვადასხვა პროფესიების ათვისების საშუალებას აძლევს.
20.03.2025 – IB მთიები და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი – ახალი ჰორიზონტები განათლებაში!
ჩვენს მოსწავლეებს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის მარკეტინგისა და რეკრუტინგის ხელმძღვანელმა, პეტრა შედევცოვამ, პირადად გააცნო ევროპაში სწავლის პერსპექტივები:
- საუბრები მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან – როგორ ხდება IB მთიების მოსწავლე საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის კონკურენტუნარიანი მონაწილე?
- შეხვედრა ნინო ჩიკვაიძესთან – განათლების ახალი ჰორიზონტები IB მთიებში;
სკოლის ტური, გამოცდილებების გაზიარება და მომავლის შესაძლებლობები.
21.03.2025 – „კენგურუ 2025“ აიბი მთიებში!
დღეს მთელი სკოლა ჩაერთო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მათემატიკურ ოლიმპიადაში – „კენგურუ“!
ეს არ არის მხოლოდ გამოცდა – ეს არის ლოგიკის, სწრაფი აზროვნებისა და კრეატიულობის გამოწვევა, სადაც მოსწავლეები ეცდებიან, სტანდარტული მიდგომების მიღმა გაიაზრონ ამოცანები და მათემატიკა ახალი თვალით დაინახონ
ვინ თქვა, რომ მათემატიკა მხოლოდ ციფრებია? დღეს ჩვენი მოსწავლეები ამტკიცებენ, რომ ეს არის სტრატეგია, ანალიზი და გონებრივი სპორტი!
წა- რმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს! გვეამაყებით!
24.03.2025 – უსაფრთხოება იწყება ცოდნით!
აიბი მთიების უფროსკლასელები პერსონალური დაცვის სამსახურში – პრაქტიკული გამოცდილება, კრიტიკული აზროვნება და თავდაცვის სტრატეგიები
როგორ იღებენ პროფესიონალები სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს? რა იმალება კულისებს მიღმა? – ჩვენი მოსწავლეები ამას პირადად ეცნობიან!
ცოდნა, რომელსაც დღეს ვაძლიერებთ, დაგვიცავს ხვალ!
04.04.2025 – კინოკლუბი აიბი მთიებში – პირველი შეხვედრა!
აიბი მთიები ყოველთვის ცდილობს, შექმნას ახალი შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის. ამჯერად, კინო ხდება სწავლების ნაწილი და იწყებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტს – „კინო სკოლაში“
ჩვენი კინოკლუბი გაიხსნა ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, მიშა კობახიძის შედევრით – „ქოლგა“
დიდი მადლობა პროექტის ავტორს, კინომცოდნე ქეთი გავვას და პროექტის კოორდინატორს, ხელოვნებამცოდნე ნანა ვერულაშვილს მხარდაჭერისათვის
დავრჩეთ კადრში – ერთად ვიმოგზაუროთ კინოს სამყაროში!
07.04.2025 – აიბი მთიები – ტრადიცია, ღირებულებები და ახალი ხედვები.
მრავალი წელია, აიბი მთიები სააღდგომო მარხვის ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს – „ერთი დღე ეკლესია-მონასტრებში“
ეს დღე მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა – გაეცნონ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას, გააღრმავონ სულიერი და კულტურული ცნობიერება და შეისწავლონ ის ღირებულებები, რაც საუკუნეებს აერთიანებს.
წლევანდელი პროექტი მთელი სკოლის მასშტაბით განხორციელდა, თუმცა კემბრიჯის St. Andrew’s College-ის Pre-A Level კლასის მონაწილეობა განსაკუთრებული იყო:
მოსწავლეებმა იმოგზაურეს იმ წმინდა ადგილებში, სადაც ქართულ მართლმადიდებლობასა და კათოლიკურ ტრადიციას შორის ღრმა ისტორიული პარალელები იკვეთება – შუასაუკუნეების ქრისტიანულ მემკვიდრეობაში.
11.04.2025 – „ჰუმანურობის მხარეს“ – საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.
IB მთიების 5-დან 17 წლამდე მოსწავლეებმა საოცარი საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან ერთად!
მათ შექმნეს ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და დეკორაციები, რომლებიც გამოფენა-გაყიდვაზე დიდი სიყვარულით გაიყიდა.
შემოსული თანხა გადაეცა საქართველოს წითელ ჯვარის საზოგადოებას და სოციალური პროექტებისთვის (შინ მოვლა) იქნება გამოყენებული.
სიკეთის კეთება იწყება სწავლით – ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით!