05.02.2021  – პროექტის ,,შენ ხარ ვენახი” ფარგლებში აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეების შეხვდნენ ცნობილ ქართველ სომელიეს ზაზა გრიგალაშვილს და ისაუბრეს ღვინის, როგორც საუკეთესო საჩუქრის მნიშვნელობასა და ეტიკეტზე

05.02.2021  – “თანამედროვე რაინდი”  ამ თემაზე, ესაუბრნენ სტუმრად მოწვეული მამები აიბი  მთიების დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს

05.02.2021  – აიბი მთიებში შედგა შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან პროექტის “შენ ხარ ვენახი”-ს  ფარგლებში. მწერალმა ისაუბრა “საქართველო ღვინის სამშობლო” თემაზე და ამავე სახელწოდების საკუთარი წიგნი წარუდგინა მოსწავლეებს. მადლობა ერთგულებისთვის

04-02.2021  – პროექტის ,,შენ ხარ ვენახი” ფარგლებში, მეათე კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ნარიმენიძემ ისტორიის პედაგოგთან ერთად მომაზადა საინტერესო გაკვეთილი თავისი თანასკოლელებისა და თავისი თაობისათვის. თემა: ბიოლოგიური ღვინის მომზადება ძველი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით

04-02.2021  – აიბი მთიების დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა ჩვენი სკოლის ერთგული მეგობარი ბატონი ნუზარ მოლაშვილი, თემაზე: “რაინდის სახე ქართულ ხელოვნებაში”

03-02.2021  –3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა და აიბი მთიებიმოსწავლეებთან, პედაგოგებსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთად ერთად აღნიშნავს ამ დღეს

03-02.2021  –  აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის მოსწაველებმა საინტერესო შეხვედრა გამართეს კომპანია ,,ჟუჟუნას” დამფუძნებელთან ვასკა ჩუბინიძესთან პროექტის ,,შენ ხარ ვენახი” ფარგლებში. საუბრის თემა გახლდათ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვრის – ღვინოს არაორდინალური ფორმით დამზადებისა და პოპულარიზაციაზე.

03-02.2021  –  3 თებერვალს შედგა ონლაინ შეხვედრა აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებსა და საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განიხილეს სასწავლო პროგრამები და წარმატების მიღწევის საშუალებები

02-02.2021  –  ანსაბლ “დიდგოერის” წევრების მიმართვა აიბი მთიების დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს პროექტის “შენ ხარ ვენახი” ფარგლებში მადლობა ანსაბლის წევრებს და ჩვენი მოსწავლეების მამებს

02-02.2021  –  აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლეს სკოლაში ჩატარდა ქალბატონ თამარ ჩხატარაშვილის ლექცია პროექტის ,,შენ ხარ ვენახი” ფარგლებში. ლექცია წარიმართა საინტერესოდ და მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ქალბატონმა თამარმა ახალ თაობას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვევრის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ, ისაუბრა ხვანჭკარას უნიკალურ ჯიშზე და ქართული საგალობლის ,,შენ ხარ ვენახის” შექმნის ისტორიაზე.

01-02.2021  –  აიბი მთიები აგრძელებს ტრადიციული რაინდობის კვირეულის  აღნიშვნას პროექტით “შენ ხარ  ვენახი”, რომელიც დიწყო მიხეილ ჯავახიშვილის ვიდეო

მიმართვით. დიდი მადლობა ბატონ  მიხეილს და ანსაბლ “შავნაბადას” ასეთი საინტერესო ჩანაწერისთვის

26-29.12.2020  –  აიბი მთიების უმაღლეს, საბაზო, ტრანზიტულ და დაწყებით სკოლებში გაიმართა  პედაგოგიური დარბაზის სხდომა, რომელიც ითვალისწინებდა  2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სასწავლო და  სააღმზრდელო  პროგრამების დამტკიცებას

28-29.12.2020  –  აიბი მთიების დაწყებით, ტრანზიტულ, საბაზო და ზოგადი განათლების უმაღლეს სკოლაში ჩატარდა 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შემაჯამებელი პედაგოგიური დარბაზის სხდომა.

28 -12.2020  –  აიბი მთიების დაწყებით სკოლის მესამე კლასებში ჩატრადა პირველი სემესტრის შემეჯამებელი ონლაინ პროექტი „საშობაო ვიქტორინა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა სახალისოდ შეაჯამეს ყველა საგნობრივი დისციპლინიდან მიღებული ცოდნა.  სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგ ნინო კლდიაშვილს ტექნიკური მხარდაჭერისთვის და მშობელთა გუნდს აქტიური მონაწილეობისათვის.  

28 -12.2020  –  აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში ჩატარდა საგნობრივი ონლაინ კონფერენციები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს ანგარიში საგნობრივი დისციპლინების მიხედვით. მოსწავლეებმა გამოხატეს დამოკიდებულება საგნების მიმართ, დაასახელეს რა იყო საინტერესო მათთვის და რა მოლოდინები აქვთ საგნობრივ დისციპლინაში.

28 -12.2020  –  აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში  პროექტ „გახდი ავტორის“ ფარგლებში განხორციელდა შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, გამოავლინეს კრეატიულობა ოჯახის წევრებთან ერთად. საამო დასრულდა სიურპრიზით. დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის.

25 -12.2020  – აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლეს სკოლაში ჩატარდა სააღმზრდელო-შემოქმედებითი პროექტი ,,გახდი ავტორის” ფინალური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფილური სკოლის მენეჯერები , გაუს მარკეტინგის სამსახური, მშობელთა სათათბირო და აიბი მთიების პედაგოგები, მუსიკოსი მიშო ჯავახიშვილი და მწერალი თამარ გეგეშიძე. ღონისძიება წარმართა სააღმზედელო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნანო დაშნიანმა. გამოვლინდნენ წლის ავტორები : 1. მუსიკა – თეონა თვალაძე, 2. ფოტოგრაფია – ილია დოლიძე, 3. ლიტერატურა – მარიამ ღვინეფაძე.

25 -12.2020  –  აიბი მთიების დაწყებით სკოლის მოსამზადებელ და I-II კლასებში ჩატარდა პირველი სემესტრის შემაჯამებელი  პროექტი „საშობაო ყულაბა“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეაჯამეს ყველა საგნობრივი დისციპლინიდან მიღებული ცოდნა და უნარები. პროექტს უძღვოდა კლასის აღმზრდელ პედაგოგი. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგ ნინო კლდიაშვილს ტექნიკური მხარდაჭერისთვის და მშობელთა გუნდს აქ ტიური მონაწილეობისათვის.  

25 -12.2020  – აიბი მთიების საბაზო სკოლაში ჩატარდა სააღმზრდელო-შემოქმედებითი პროექტი ,,გახდი ავტორის” ფინალური ღონისძიება,  მშობელთა სათათბირო და აიბი მთიების პედაგოგები. გამოვლინდნენ წლის ავტორები  და გადეცათ სერტიფიკატები.

25 -12.2020  – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში, პროექტის “გახდი ავტორის“ ფარგლებში განხორციელდა შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება. მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები, მშობლებისა და ოჯახის წევრების აქტიური მონაწილეობით. საღამო დასრულდა სიურპრიზით. დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებსა და მშობლებს ასეთი აქტიური ჩართულობისთვის.

20 -11.2020  – აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში ჩატარდა პირველი სემესტრში მიღებული მოსწავლეთა ცოდნის შემაჯამებელი ტესტირება.

20 -11.2020  – აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლეს სკოლაში გაიმართა აკადემიურ პროექტ “ვირტუსში” მონაწილე მოსწავლეთა დაჯიდოვება. გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები და მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

20 -11.2020  – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში  მიმდინარეობს კვირეული „შექმენი შენი თოჯინა“, პროექტის “გახდი ავტორი-ს” ფარგლებში. დაწყებით სკოლის მოსწავლეების მოტივაციაზე იზრუნა ხელოვნების პედაგოგმა სოფო ღვინიაშვილმა. სამოტივაციო ვიდეო ჩაწერა ჩვენი სკოლის მეგობარმა ლანა ლობილაძემ

20 -11.2020  – აიბი მთიების ზოგადი განათლების საზოგადოებრივ და ჰუმანიტარული მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეთა და მშობელთათვის, პროექტ “ვირტუსის” ფარგლებში ჩატარდა ვიდეო პრეზენტაცია თემაზე: “პანდემიები და კონფლიქტები” პრეზენტაცია წარმართა: საზოგადოებრივ და ჰუმანიტარული მეცნიერებათა პროფილური სკოლის მენეჯერმა  ლიკა სიდამონიძემ. მშობლებმა გამოთქვეს მოსაზრებები პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

20 -11.2020  – აიბი მთიების ზოგადი განათლების ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეთა და მშობელთათვის, პროექტ “ვირტუსის” ფარგლებში ჩატარდა ვიდეო პრეზენტაცია თემაზე: “მარკეტინგი ეკონომიკასა და მათემატიკაში.” პრეზენტაცია წარმართა: ტექნიკურ მეცნიერებათა პროფილური სკოლის მენეჯერმა  პაატა დუმბაზემ. მშობლებმა გამოთქვეს მოსაზრებები პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

20 -11.2020  – აიბი მთიების ზოგადი განათლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეთა და მშობელთათვის, პროექტ “ვირტუსის” ფარგლებში ჩატარდა ვიდეო პრეზენტაცია თემაზე: “ჰომეოსტაზის მარეგულირებელი ზოგიერთი სისტემა. იმუნიტეტი. პათოლოგიების მართვა.” პრეზენტაცია წარმართა: საბუნებისმეტყველო პროფილური სკოლის მენეჯერმა  ნანა მიგინეიშვილმა. მშობლებმა გამოთქვეს მოსაზრებები პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

20 -11.2020  –  აიბი მთიებში მიმდინარეობს კვირეული „იცეკვე შენი ცეკვა“, პროექტის “გახდი ავტორი-ს” ფარგლებში. დაწყებით სკოლის მოსწავლეების მოტივაციაზე იზრუნა მათემატიკის პედაგოგმა ლ.ასლანიშვილმა. 

20 -11.2020  – აიბი მთიების დაწყებითი სკოლის III-IV კლასში ჩატარდა აკადემიური პროექტი „მათემატიკური სახელოსნო“ თემაზე – “მონაცემთა ანალიზი ჩემს კლასში” და „მათამატიკური მოგზაურობა“.  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ ხდება სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშვება. ჩაატარეს გამოკითხვა კლასში შემდეგ  თემაზე- „მულტფილმის საყვარელი პერსონაჟი“,    „საყვარელი კვების პროდუქტი“   „სპორტის საყვარელი სახეობა“ , „თავისუფალი დროის გატრების  საყვარელი სახეობა“. მიღებული მონაცემები კი დაამუშავეს და წარმოადგინეს პირქტოგრამის სახით.

19-11.2020  – პროექტის “გახდი მუსიკის ავტორი-ს” ფარგლებში, გაიმართა მუსიკოს მიხეილ ჯავახიშვილის ონლაინ მასტერკლასი აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის მოსწავლეთათვის, რომლებიც ემზადებიან საკუთარი საავტორო ნაშრომის შექმნისთვის. მუსიკოსმა აქცენტირებულად ისაუბრა ქართული ხალხური მუსიკის მნიშვნელობაზე, როგორც ახალი საავტორო ნამუშევრის საფუძველზე. კონკურსანტმა მოსწავლეებმა საინტერესო დიალოგი გამართეს სტუმართან.

18-11.2020  – ჩატარდა ლექცია – ვებინარი აიბი მთიების ზოგადი განათლების საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის მოსწავლეთათვის, პროექტ “ვირტუსის” ფარგლებში, თემაზე: “სისხლი”. ლექცია წარმართა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ჰემატოლოგმა სალომე ცხომელიძემ.განიხილეს პროექტის თემასთან დაკავშირებული საკითხები.

17-11.2020  – აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში გაიმართა საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა აბიტურიენტაბთან, რომელიც წარმართა კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების ხელმძღვანელებმა. შეხვედრაზე ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალვრო პროგრამებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU სთავაზობს აბიტურიენტებს. შეხვედრა წარიმართა საინტერესო დიალოგის რეჟიმში.

13-11.2020  – აიბი მთიების დაწყებით სკოლაში მიმდინარეობს კვირეული „იმღერე შენი სიმღრა“ პროექტის “გახდი ავტორი-ს” ფარგლებში, . მოსწავლეებს  ჩაუტარდათ  მასტერკლასი თ.დადიანისა და რ.დათუკაშვილის მიერ. ასევე გაეგზავნათ  სამოტივაციო მიმართვა 

16-11.2020  – აიბი მთიების საბაზო სკოლაში  განხორციელდა   სასწავლო-სააღმზრდელო   პროექტ  “გახდი  ავტორის”  პირველი  ეტაპი    “იმღერე შენი სიმღერა”, რომელსაც მენტორობას უწევდა ჯგუფ ,,Infadus-ის” ვოკალისტი გიორგი ხურცილავა, მოსწავლეთათვის  პროექტი აღმოჩნდა მამოტივირებელი და სახალისო.

16-11.2020  – აიბი მთიებში იწყება სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი “გახდი ავტორი”:  “იმღერე შენი სიმღერა”;  “იცეკვე შენი ცეკვა”;  “შექმენი შენი თოჯინა”;  “დაწერე შენი ნოველა”.

13-11.2020  – აიბი მთების დაწყებით სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა ცოდნის სადიაგნოსტიკო ტესტირება, რომელიც მოიცავდა ყველა საგნობრივ დისციპლინას და ემსახურებოდა მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნისა და შეძენილი საგნობრივი უნარების გაზომვას. გამოკითხვის ამ ფორმამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

13.11.2020  – საბაზო სკოლაში განხორცილედა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის  პროექტი თემაზე – ”ნაცნობი ქალაქის უცნობი ისტორიები”, „ჩემი თბილისი“, აკადემიურ პროექტ “ლაბორატორიის” ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელია ბატონი ნუგზარ მოლაშვილი.

11.11.2020  – აიბი მთიების ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეთათვის გაიმართა ჟურნალისტ ნინო მაჭავარიანის ონლაინ მასტერკლასი – ინტერვიუს ჩაწერის ტექნოლოგიები. პროექტის “გახდი ავტორი-ს” ფარგლებში მოსწავლეები ემზადებიან  საავტორო ნაშრომის შესაქმნელად.

09-11.11.2020  – აიბი მთიების დაწყებითი  სკოლის III-IV კლასებში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა აკადემიური პროექტი „მწერლის სახელოსნო“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე “იაკობი“.  პროექტის ფარგლებში მოსწავლები გაცნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას, „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შექმნის ისტორიას, იაკობ გოგებაშვილის სახასიათო პერსონაჟებს.