ელემენტალური სკოლა
დაწყებითი სკოლის პირველი საფეხური

ელემენტალური სკოლის მიზანია განავითაროს აღსაზრდელის ცნობისმოყვერე ბუნება, რაც პირდაპირ გამოწვევად უნდა იქცეს მოსწავლეთათვის კვლევისა და სწავლის პროცესში.

სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის ამოცანას წარმოადგენს შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად. აღნიშნულ საფეხურზე სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის დაგეგმვა/განხორციელებისათვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ექიმი და ფსიქოლოგი.

სასწავლო - სააღმზრდელო პროგრამა ორიენტირებულია მოსწავლეს:

მისცეს ეროვნული გეგმით გათვალისწინებული და საეთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ცოდნა

განუვითაროს სწავლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში

დაანახოს სამყაროში მიმდინარე პროცესები და დაეხმაროს მის გაცნბიერებაში ასაკის შესაბამისად

ასწავლოს როგორ იფიქროს მისთვის საინტერესო საკითხის ირგვლივ

თემატური სწავლების პროგრამა

აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში ხორციელდება თემატური სწავლება, რაც გულისხმობს, კვირის თემის ირგვლივ ყველა სასწავლო პროგრამული მიმართულების გაერთიანებას.

საგნობრივი პროგრამების დასწავლისათვის პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ ინტერქაციულ თამაშებს კვირის თემატიკის გათვალისწინებით.

ხელოვნების, სპორტის კათედრისა და სააღზრდელო სამსახური კი ზრუნავს თემაზე ორიენტირებული ინტეგრირებული პროგრამით დღე სახალისო და საინტერესო გახადოს აღსაზრდელთათვის, რაც მოსწავლის შემოქმედებითი და თვითგამოხატვის უნარების განვითარების გარანტია.

პროექტებით სწავლების ძირითადი პრინციპები

აკადემიური პროექტი "ყულაბა"

მოისმინე

პროექტის ფარგლებში მოსწლვეს ეძლევა საშუალება მოსიმინოს სხვადასხვა ტიპის ინსტრუქტაჟი და სახალისოდ შეასრულოს დავალებები;

დაიმახსოვრე

პროქტი ყულაბა მოსწავლეს აძლევს საშუალებას კვირის განმავლობაში დასწავლი მასალა შეაჯამოს

გაუზიარე

მოსწავლეს ეძლება საშუალება ნასწავლი ცოდნა გაუზიაროს თანაკლასელებს, თანატოლებს, მშობლებს

სწავლების კურიკულუმი მოსამზადებელ ჯგუფში

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • მათემატიკა;
  • ინგლისური ენა;
  • გერმანული ენა;
  • რუსული ენა;
  • მეცნიერების საწყისები;
  • საქართველოს ისტორია
  • ხატვა;
  • მუსიკა
  • ბალეტი/პლასტიკა;
  • ფიზკულტურა.
  • სამეცადინო საათი;

    სააღმზრდელო თემატური გაკვეთილი:

    • კითხვის საათი;
    • აპლიკაციის საათი;
    • ზნეობის საათი;
    • ანიმაციის საათი;
    • სარელაქსაციო საათი;
    • სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი “ყულაბა”

აიბი მთიების ელემენტარულ სკოლაში სასწავლო – სააღმზრდელო პროგრამები ხორციელდება მოსწავლისათვის სასურველ და სახალისო გარემოში

სააღმრდელო პროგრამა ითვალისწინებს: პასუხისმგებლობის, სამყაროს აღქმის, გუნდური მუშაობის, უსაფრთხოების  უნარების გავითარებას,  რაც  ეხმარება მოსწავლეს სამოსწავლო უნარ-ჩვევებისა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში.

სოფო შარაშიძე

დაწყებითი სკოლის სააღმზრდელო სამსახურის ხელმძღვანელი