ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი

10 დეკემბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური მეცნიერების სკოლამ ჩაატარა ესსეების კონკურსი უფროსკლასელებისათვის, თემაზე „მე და თავისუფლება“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის რამოდენიმე სკოლამ: ,,IB-მთიები’’, ,,საკვირო სკოლა’’ და 82-ე საჯარო სკოლა.

ღონისძიება გახსნა სამართლისა და სოციალური მეცნიერების სკოლის დეკანმა, ბატონმა ზაზა რუხაძემ. ხოლო შემდეგ იურიდიული კლინიკის პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინე კვაჭაძემ მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა თემაზე ადამიანის უფლებები. 

ესსეების დასაწერად კონკურსანტებს ჰქონდათ ერთი საათი. გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული : პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელი და სპეციალურ ნომინაციაში, საუკეთესო ადამიანის უფლებათა ინტერპრეტატორი, რომლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი.

დაჯილდოვებამდე მოსწავლეები დაესწრნენ სხვადასხვა ლექციებს, გაეცნენ გაუ-ს სასწავლო პროგრამებს, დაათვალიერეს გაუ-ს შენობა და ბიბლიოთეკა.