სიახლეები

სკოლამ აიბი მთიები წარმატებით გაიარა 3-6 ოქტომბერს ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 და 10-11 ოქტომბერს შრომის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების OHSAS 18001:2007საერთაშორისო სტანდარტების გარე აუდიტი. სკოლა აიბი მთიები უკვე 7 წელია ფლობს ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტს და წარმოადგენს ამიერკავკასიაში ერთადერთ სკოლას, რომელიც ფლობს შრომის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების OHSAS 18001:2007 საერთაშორისო სერთიფიკატს.
IB მთიები ჩაერთო 2016-2017 სასწავლო წლის USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-PriEd და მისი მთავარი პარტნიორის junior Achievement სამეწარმეო განათლების პროგრამაში, რომელიც ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის, ბიზნესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე მოზარდთა ყველა ასაკობრივი ცენზისათვის.8 სეტემბერს IB მთიებში ჩატარდა თრენინგი, რომელიც ითვალისწინებდა პროგრამული პაკეტების პრეზენტაციასა და მის დანერგვას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში. საქართველოში პირველად IB მთიები იწყებს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას.
  2016-2017 სასწავლო წლიდან სკოლა-პანსიონი აიბი მთიები მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოზარდებისათვის განახორციელებს აკადემიურ პროგრამას „მეწარმეობის საფუძვლები“, ამ პროგრამით სწავლობენ თუ როგორ მივიდნენ ბიზნეს-იდეიდან რეალურ ბიზნეს– საქმიანობამდე.მოსწავლეები ახდენენ თავიანთი რეალური კომპანიის ფორმირებას და იმის აღმოჩენას, თუ როგორ შეიძლება იფუნქციონიროს ბიზნესმა. პროგრამაში ჩართულები ირჩევენ მმართველ დირექტორთა საბჭოს თანატოლებიდან, ახდენენ კაპიტალის ფორმირებას/მოზიდვას ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და ნაწარმოები საქონელი და მომსახურება. პროგრამის ბოლოს ისინი ახდენენ ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას თავიანთი აქციონერების წინაშე.
  2016 წლის 23 ივნისს, სკოლა-პანსიონი აიბი მთიების დირექტორს ქ-ნი ნინო ჩიკვაიძეს  სკოლის შემდგომი განვითარების საკითხებზე შეხვედრა ჰქონდა საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო კომპანია Hubner Bildungsberatung-ის ხელმძღვანელ დოქტორ პეტერ ჰიუბნერთან.  მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ სკოლა-პანსიონის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პლატფორმის საერთაშორისო აღიარების მიმართულებით.  შეხვედრა მოეწყო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების პატრონაჟით და  შედგა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში.    
Page 1 of 9