JUNIOR ACHIEVEMENT GEORGIA

ამერიკის საერთაშორისო დახმარების US AID და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეკონომიკური განათლების JUNIOR ACHIEVEMENT GEORGIA ხელშემწყობი  ორგანიზაციების მიერ

ორგანიზებულ მოზარდთა ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვების ფესტივალზე საგანმანათლებლო სკოლა-პანსიონი აიბი მთიების მე-7ა კლასის მოსწავლეთა კომპანია „სმაილი“დასახელდა საუკეთესო  საწარმოდ.

მოსწავლეთა კომპანიამ  საქართველოს სკოლებს შორის გამართულ კონკურსში დაიკავა პირველი ადგილი და დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით „ყველაზე მეტი გაყიდვები“.

გამარჯვებული კომპანია წარდგენილია გამოფენა-გაყიდვების მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად, ქ. ბელგრადში, სერბეთი,  საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოდან მონაწილეობის მისაღებად.