Junior Acheivement-Georgia, USAID

სკოლა-პანსიონი აიბი მთიების 11 უფროსკლასელმა მოსწავლემ წარმატებით მიიღო მონაწილეობა Junior Acheivement-Georgia, USAID და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ პროექტში  „ინოვაციების ბანაკი ფინანსურ წიგნიერებაში“. ინოვაციების ბანაკი არის სამეწარმეო იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიანი ღონისძიება კონკრეტული ბიზნეს ღონისძიებების გამოწვევების გარშემო, რომლის შესახებ მოზარდებმა უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში, მუშაობის პროცესში მათ აქვთ წვდომა მათთვის საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე.

ღონისძიება გაიმართა ქ.გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წლის 3 დეკემბერს.