ღონისძიება

Children categories

ძლიერები არ ძალადობენ

ძლიერები არ ძალადობენ (0)

კომპანის PRMC-ს სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ეგიდით, სკოლა „აიბი მთიებს“ საკალათბურთო გუნდის - „ტიტების“ წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, საკალათბურთო გუნდის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა.

View items...
გაეროს პროექტში მონაწილე მოსწავლეები  Georgian Today-ში
ამერიკის საერთაშორისო დახმარების US AID და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეკონომიკური განათლების JUNIOR ACHIEVEMENT GEORGIA ხელშემწყობი  ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ მოზარდთა ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვების ფესტივალზე საგანმანათლებლო სკოლა-პანსიონი აიბი მთიების მე-7ა კლასის მოსწავლეთა კომპანია „სმაილი“დასახელდა საუკეთესო  საწარმოდ. მოსწავლეთა კომპანიამ  საქართველოს სკოლებს შორის გამართულ კონკურსში დაიკავა პირველი ადგილი და დაჯილდოვდა სპეციალური დიპლომით „ყველაზე მეტი გაყიდვები“. გამარჯვებული კომპანია წარდგენილია გამოფენა-გაყიდვების მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად, ქ. ბელგრადში, სერბეთი,  საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოდან მონაწილეობის მისაღებად.  
სკოლა-პანსიონი აიბი მთიების 11 უფროსკლასელმა მოსწავლემ წარმატებით მიიღო მონაწილეობა Junior Acheivement-Georgia, USAID და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივ პროექტში  „ინოვაციების ბანაკი ფინანსურ წიგნიერებაში“. ინოვაციების ბანაკი არის სამეწარმეო იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიანი ღონისძიება კონკრეტული ბიზნეს ღონისძიებების გამოწვევების გარშემო, რომლის შესახებ მოზარდებმა უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში, მუშაობის პროცესში მათ აქვთ წვდომა მათთვის საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. ღონისძიება გაიმართა ქ.გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წლის 3 დეკემბერს.        
9 მაისს, გაიმართება 2017-2018 სასწ. წლის პირველი და მეშვიდე კლასების პროგრამების პრეზენტაცია პირველ კლასელთა მშობლებს ვთხოვთ, გვეწვიონ 11:00 საათზემეშვიდე კლასელთა მშობლებს ვთხოვთ, გვეწვიონ 13:30 საათზე რუსთაველის გამზირი 29, სასტუმრო ბილტმორი, "BallRoom"