ჩვენი მისია

სკოლა-პანსიონ “აიბი მთიების” მისიაა ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სეგმენტის – მოზარდი თაობის ინტელექტუალური, ფსიქო-ემოციური და ფიზიკური განვითარება. სკოლა-პანსიონის სასწავლო, სასწავლო-სააღმზრდელო და მატერიალური რესურსი მოზარდს აძლევს შესაძლებლობებს  ლიბერალურ სოციალურ გარემოში, სწავლისა და განვითარების თანაბარ პირობებში მიიღოს ეროვნული სასწავლო გეგმით და თანამედროვე დასავლური საგანმანათლებლო მოდელებით გათვალისწინებული განათლება. სკოლა-პანსიონის მისია ემსახურება  მოზარდ თაობაში შემდეგი თვისებების ჩამოყალიბებას:

  • მოსწავლის სწავლის უნარ-ჩვევების _ გაიაზროს თუ როგორ და რატომ ისწავლოს;
  • კრიტიკული აზროვნების - ცოდნა  პრობლემების გადასაწყვეტად;
  • გარემოსა და სივრცის აღქმის, საკუთარი მოქალაქეობრივი მისიის გააზრების;
  • სოციალური განათლების _ პასუხისმგებლობა საკუთარი და სხვისი ფიზიკური, გონებრივი, და სოციალური კეთილდღეობისათვის;
  • მიზანდასახულობასა და პროფესიული შესაძლებლობების იმპლემენტაციას სწრაფად ცვალებად რეალობაში;
  • სოციალურ-პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური რეალობების აღქმას პრინციპით: საქართველო ჩემი სახლია და მე ვზრუნავ მასზე;
  • მორალურ და ფიზიკურ განვითარებას;
  • ინტერკულტურული ცნობიერების;
  • დემოკრატიული და ჰუმანური ფასეულობების;
  • კომუნიკაციის;
  • მიზანდასახულობას;
  • ღირსებას;
  • პიროვნულ დამოუკიდებლობას.

განათლება წარმატებას აღწევს, როცა მშობელი და სკოლის თანამშრომლები ყველა მოსწავლეზე თანაბრად ზრუნავენ, ამიტომ სკოლა-პანსიონის მისიის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია კვალიფიციური პედაგოგებისა და აღმზრდელების შერჩევა.  მათთვის ისეთი სამუშაო პირობების შექმნა, სადაც ისინი თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას ახდენენ კეთილგანწყობილ და მატერიალურ-ტექნიკურად აღჭურვილ გარემოში: თანამშრომლობენ სასწავლო-სააღმზრდელო საკითხებში ერთმანეთთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან.