საშუალო

აიბი მთიების ზოგადი განათლების უმაღლეს საფეხურზე, რომელიც 10-12 კლასებს მოიცავს, სასწავლო კურიკულუმი ეფუძვნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საპანსიონო აკადემიურ აქტივობებს.

ეროვნული სასწავლო გეგმისა და საპანსიონო კურიკულუმის სინთეზი ვლინდება პროფილური მიმართულების დარგობრივ სწავლებაში, რომელიც ტექნიკურ,

საბუნებისმეტყველო და ფართო სპექტრის ჰუმანიტარულ მიმართულებებს მოიცავს.სასწავლო პროცესის ასეთი კონსტრუქცია მოსწავლის მრავალმხრივ და სრულყოფილ განათლებას ემსახურება.

ჩვენი მოსწავლეები საფუძვლიანი განათლების მიღებისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების გარდა, აიბი მთიებში ცოდნის რეალიზების გზებსა და საშუალებებს ეცნობიან,

რომლებსაც ისინი გამოიყენებენ, როგორც უნივერსიტეტებში, ისე პროფესიულ ასპარეზზე.

სწორედ ცოდნის პრაქტიკულად გამოყების უნარის განვითარებას ემსახურება შემოქმედებითი და აკადემიური პროექტი „ვირტუსი.“

პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები კურატორი დარგობრივი პედაგოგების ინსტრუქციით თეორიულ და პრაქტიკულ კვლევებში არიან ჩართულნი.

პროექტის აუცილებლად ითვალისწინებს მოსწავლეების ვიზიტს თბილისის უმაღლესს სასწავლებლებში, ურთიერთობას პროფესურებთან და სტუდენტებთან,

რაც მათ ეხმარება პროფესიულორიენტაციაში, კერძოდ სასურველი უმაღლესი სასწავლებლისა და ფაკულტეტის არჩევაში.