საბაზო

საბაზო სკოლის სასწავლო და  სააღმზრდელო პროგრამა  VII- IX კლასებისთვისაა შექმნილი და ემსახურება მოზარდის  ინტელექტუალურ,

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებას.

ეს არის პერსონალური გაცნობიერების, სოციალური უნარების განვითარებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარის ჩამოყალიბების პერიოდი.

საბაზო სკოლა მიზნად ისახავს მისცეს მოზარდს აკადემიურად სრულყოფილი განათლება, რომელიც სკოლის უმაღლეს საფეხურზე  გადასვლის შემდეგ და უფრო მეტიც,

უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისას იქნება მყარი ბაზისი აკადემიური  და პროფესიული  წარმატებისა.

 სწავლების ამ ეტაპზე  საფუძველი ეყრება სხვადასხვა დისციპლინების ფუნდამენტურ შესწავლას, რაც თავის მხრივ განსხვავებული რანგის  აზროვნებასა და მოტივაციას საჭიროებს.

ასევე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე  მოსწავლემ

  • ისწავლოს სწავლა;
  • პრაქტიკულად გამოიყენოს მიღებული თეორიული ცოდნა;
  • გასცეს პასუხი კითხვას -რატომ უნდა ისწავლოს .

 ამ ტიპის ცოდნისა და უნარების განვითარებას ხელს უწყობს საგანთა ინტენსიური სწავლების რეჟიმი.

ამიტომაც საბაზო საფეხურზე დამკვეთს ვთავაზობთ მოსწავლის ინტერესების, შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით აირჩიოს  სასწავლო პროგრამა ორი განსხვავებული მიმართულებით

  • ტექნიკურ საგანთა ინტენსიური სწავლების პროგრამა  ან
  • საზოგადოებრივ ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ენების ინტენსიური სწავლების პროგრამა

საბაზო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს:

ინტეგრირებულ პროექტებში მოზარდთა  მონაწილეობით;

საგნობრივ შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობით;

საგანთა ინგლისურენოვანი სწავლებით;

ანალიტიკურ და შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართულობით;

სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობით

მოზარდთა კლასგარეშე აქტივობებში ინტენსიური ჩართულობით;